სააკაშვილს სარკოზისთან თავის მართლება ძალიან გაუჭირდება
06 10 2011 08:13:45ნანახია:311
GEWORLD.GE:
ხელისუფლება განსაკუთრებულად ემზადება საფრანგეთის პრეზიდენტის _ ნიკოლა სარკოზის დასახვედრად. პრეზიდენტი სარკოზიც კარგად მომზადებული გვესტუმრება კავკასიური ტურნეს ფარგლებში. ელისეს სასახლეში ინფორმირებულები არიან საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროპელი მაღალი სტუმარი მასპინძელ პრეზიდენტთან სერიოზულ საუბარს აპირებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
ელისეს სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლა სარკოზი გაეცნო «საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის» თავმჯდომარის მიერ მიწოდებულ მასალებს. წლეულს, 8 ივნისს, მოძრაობის ლიდერი დავით თარხან-მოურავი პარიზში საფრანგეთის სენატის შენობაში შეხვდა სენატის საერთაშორისო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯოზელან დე როჰანს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ორი სენატორი, რომელთაგან ერთ-ერთი, ალან ჟოურნაკი ამავე დროს არის ქალაქ პეკის მერი და საფრანგეთის სენატში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი. «წინააღმდეგობის მოძრაობის» ლიდერმა და ცნობილმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საფრანგეთში ჩაიტანეს 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. დოკუმენტური კადრების, იურისტთა სამართლებრივი დასკვნისა და პოლიტპატიმართა «ქეისების» გაცნობის შემდეგ, სენატორებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედება შეაფასეს როგორც «ყოველგვარი დემოკრატიის ფარგლების გადაცდომა» და დავით თარხან-მოურავს დაჰპირდნენ, რომ პირადად პრეზიდენტ სარკოზისა და ევროსტრუქტურებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი პირობების, პატიმრების ცემისა და წამების შესახებ. სარკოზის საქართველოში ვიზიტის წინ შევიტყვეთ, რომ სენატორებმა დანაპირები შეასრულეს და ელისეს სასახლეს მთლიანად გადასცეს მათთვის მიწოდებული მასალები და პრეზიდენტი პირადად გაეცნო ყველა დოკუმენტს. საქართველოში ვიზიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი «პოლიტპატიმრების» სიასაც გაეცნობა. «წინააღმდეგობის მოძრაობის» ომბუდსმენმა ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში, ცნობილმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ სარკოზის სამდივნოს ქართველი «სინდისის პატიმრების» სია ჩააბარა, რომელშიც ათეულობით გვარი შევიდა. ელისეს სასახლეშიც და ავლაბრის სასახლეშიც მოელიან, რომ პრეზიდენტი სარკოზი მძიმე საუბარს გამართავს ქართველ კოლეგასთან. ამიტომაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობენ, მაქსიმალურად ასიამოვნონ სტუმარს და პრეზიდენტ ბუშზე არანაკლებ დახვდნენ თავისუფლების მოედანზე. თუმცა, ფრანგი დიპლომატების აზრით, პრეზიდენტ სააკაშვილს ეს ვერ უშველის _ კარგად ინფორმირებულ სარკოზისთან თავის მართლება ძალიან გაუჭირდება. გია მინაშვილი
ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა
გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!
პატიმარი, რომელიც ერთი კვირით ადრე იტყობინებოდა, რომ მას მოკლავდნენ, მკვდარია
შეეხო თუ არა პრეზიდენტი პატრიარქს ხელით?
ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი» და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება»
ალისტრახოს «მსუბუქი კავალერია» და გიგა ბოკერიას მელაძუობა
ყველაზე კომენტირებული
ალექსანდრე ჭაჭია: ივანიშვილის მოღვაწეობა დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი ღირსეულად იქცევა
349
ვინ დააფინანსა ოპერაცია «ორი პატრიარქი» და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია «აღსარება»
170
ალექსანდრე ჭაჭია: აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!
115
რატომ არ უნდა მივიდეთ 19 აპრილს მიტინგზე
84
მამა თეოდორე: ვინც პატრიარქის წინაშე ბობოქრობს და ყვირის, თვით ქრისტეს წინაშე ბობოქრობს და ყვირის
75
ნაციონალური კოჰაბიტაცია
64
ახალი კომენტარები
დამატებულია: 2013-05-24 19:52:58
ვეთანხმები გუგავას!
დამატებულია: 2013-05-24 19:49:54
თვითონ ქალბატონი ნონა ყველაზე უკეთესი და ყველაზე კომპრომისული კანდიდატი იქნებოდა!
დამატებულია: 2013-05-24 19:19:02
პატარა ისტორია ბურჯანაძის ცხოვრებიდან: შუა ვენაში იდგა ქლბატონ ნინო ბურჯანაძე და მეორე მესაუბრეს ასეთ პასუხს სცემდა- მეტ საქმე არ მქვს მაგის გულითვის თავი ავიტკიოო, და რატომ უნდა აიტკიოს საქართვლო მისი გულითვის თავი ?
დამატებულია: 2013-05-24 19:09:11
რა საცოდავი ხარ ვიღაცა ხარ, უფრო იდიოტი, ბიძინა ივანიშვილს აქვს სწორედ ევროპული ფასეულობები, თორე შენი დარეხვილი პრეზიდენტი რას ბოდიალობს, თითონაც არ იცის
დამატებულია: 2013-05-24 16:16:27
ბეჩავო ჩაიგდე ენა მუცელში არც კი იცი რას როშავ.
დამატებულია: 2013-05-24 16:12:41
რამდენი მეოცნებეა აქ, ღმერთო შენ მიშველე
ბოლო სიახლეები
მამაო: "ივანიშვილმა მისი ბიჭი გაათხოვოს გეიზე" (ვიდეო)
დათა ახალაიას ბრალს უხსნიან
„ თუ ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება, მის წინააღმდეგ წავალ“
მერკურის ნახევრასფეროში მდებარე აუზს "რუსთაველი" დაარქვეს
იური ვაზაგაშვილმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა