201219სექ2012

მოკლედ:
Back ეკონომიკა

დემურ გიორხელიძე: „მშპ–ს ზრდა გრანტების შედეგია და არა ეკონომიკური აქტივობის“

დემურ გიორხელიძეროგორც დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი –  3 ათას 549 დოლარამდეა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მინისტრის მტკიცებით, 2011 წელი 7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში, ორნიშნა ზრდას გულისხმობს. „7%-იანი ზრდა ერთ-ერთი კარგი შედეგია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში“, - დასძინა მინისტრმა. 

ღარიბების ქვეყანა

davit-iakobidzeწერილი პირველი

ქართულ პრესას რომ ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალს ჩვენს ყოველდღიურობას! ამის პარალელურად არიან სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ერთი პატარა და «ნაკლული» ქვეყანაა, რომლისადმი ინტერესს სერიოზულად არავინ იჩენს და ამიტომ სრულადაა დამოკიდებული დიდი სახელმწიფოების მითითებებზე. ზოგჯერ გვხვდებიან ზომიერი, გაწონასწორებული აზრის მატარებლებიც. თუ გვსურს, რეალისტები ვიყოთ, ეს პრობლემა გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ. ასევე, გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც მსოფლიოს ერთიანი ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირებული და მაფიქრალი ხალხის აზრით, არაფერია განსაკუთრებული!

ევროპის ეკონომიკური თვითმკვლელობა

economic-crisisრამდენიმე დღის წინ New York Times- იტყობინებოდა იმ მოვლენის შესახებ, რომლებიც, როგორც ჩანს, ევროპაში სულ უფრო ფართოდ ვრცელდება: «თვითმკვლელობა ეკონომიკური კრიზისის გამო». ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან უმუშევრობისა და ბიზნესში წარუმატებლობის გამო და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე ეხება არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ ევროპელი ლიდერების მტკიცე გადაწყვეტილებას, _ მთელი კონტინენტი ეკონომიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანონ.

საქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოძიების პროცესში

amnesty-logoსაქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს იმ გამოძიების პროცესში, რომელსაც ის პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებით აწარმოებს.

AMNESTY INTERNATIONAL-ი შეშფოთებულია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა საყოველთაო დაკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით თან ახლავს ცნობები ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანების იურიდიული გარანტიების დარღვევისა და მათი დაშინების შესახებ.

11 მარტიდან, საქართველოს კონტროლის პალატამ (სახელმწიფო აუდიტორულმა სააგენტომ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ევალება) სხვადასხვა რეგიონში, დიდწილად დასავლეთ საქართველოში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დაკითხვის მიზნით ასზე მეტი ადამიანი გამოიძახა.

დოლარის არმაგედონი

dollar-gaspამერიკის შეერთებული შტატები დაშლის საფრთხის წინაშე დგას. ცნობილია პროცესის დაწყების ზუსტი თარიღიც. ამ დასკვნებს საფუძვლად უდევს მხოლოდ ფინანსურ-ეკონომიკური და კლანური მიზეზები, ისევე, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ელიტების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ გერმანიასა და შვეიცარიას შეუძლიათ აშშ-ისგან ოქროს დაბრუნება მოითხოვოს, მთელი ფინანსური მსოფლიო კი ნაღდი დოლარის შეგროვების ზღვარზე დგას. სწორედ ამიტომ დაიწყო აშშ-მა ახლო აღმოსავლეთისა და მაღრიბის გრძელვადიანი დესტაბილიზაცია. სწორედ ამიტომ აშენებენ აშშ-ში საკონცენტრაციო ბანაკებს და ამზადებენ პლასტიკატის კუბოების მარაგს. ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება _ გადაიტანონ ყურადღება ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან, რომელმაც, შესაძლოა, განაპირობოს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც თანამედროვე გეოპოლიტიკური რუკის ნაწილის ლიკვიდირება. საქმე ისაა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს იწურება ფულის მანქანის იჯარის 99-წლიანი ვადა, რომელიც აშშ-ის კონგრესმა 1913 წელს მისცა ფედერალურ სარეზერვო სისტემას.

ალექსანდრე ჭაჭია: განვითარების ის მოდელი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოს ბატისტასდროინდელ კუბად აქცევს

ალექსანდრე ჭაჭიაგაზეთის წინა ნომერში «საქართველო და მსოფლიომ» შემოგთავაზათ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ინტერვიუს პირველი ნაწილი. შეპირებისამებრ, ვაგრძელებთ მასთან საუბარს. 

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოს საბანკო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დაინტერესდა

nodar_javaxiSvili-palataრადიო «კომერსანტმა» გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა დაინტერესდა საქართველოს საბანკო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილის «ქართუ ბანკს» არაუზრუნველყოფილი სესხების ჩამოწერა მოუხდა. «საუბარია ცვლილებებზე, _ იტყობინება «კომერსანტი», _ რის მიხედვითაც საგადასახადო სამსახური იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას ბანკზე უპირატეს მდგომარეობაშია».

წყაროს მიხედვით, ამ საკითხის შესწავლას ამერიკის სავაჭრო პალატა შეუდგა, თუმცა თავად პალატას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველო ტოპ–ხუთეულის წევრია

images-DROSHA-SAQსაქართველო იმ ქვეყნების ტოპ–ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც თურქეთში უკანონო სამუშაოებზე ყველაზე ხშირად იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ekonomi.haberturk.com ავრცელებს.

საქართველოს ვალი 10 მილიარდ 39 მილიონი ლარია

36db2c43eef13f36bbd8696769e067e6საქართველოს სახელმწიფოს ვალი, 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად, ჯამში 10 მილიარდ 39 მილონი ლარს შეადგენს. აქედან საგარეო ვალი 8 მილიარდ 117 მილიონი ლარია. საშინაო ვალი 1 მილიარდ 922 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ჩაშლილი გარიგების მიუხედავად, „ამერიაბანკი“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავს

ameriabank-logoამერიაბანკისქართულ ბაზარზე შესვლის გეგმა აქტიურად ხორციელდება. როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს ერევანში გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ბანკის განვითარების დირექტორმა ტიგრან ჯრბაშიანმა განაცხადა. ჩვენ ველით, რომ გაზაფხულზე პირველ პროექტთან დაკავშირებით სიახლეები გვექნება“, - აღნიშნა ბანკირმა commersant-თან საუბრისას, თუმცა ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებისგან მან თავი შეიკავა.

ირაკლი ლექვინაძე: რეიტინგებში დაწინაურება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უკეთესად ცხოვრობს

index-of-economic-freedom-graphicგასულ წელს საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. თუმცა უმრავლესობაში ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო „ზომიერად თავისუფალი ქვეყნების“ კატეგორიაში ჩამოქვეითდა - ქვეყანამ 29-ე ადგილიდან 34-ზე გადაინაცვლა. რეიტინგი სახელწოდებით 2012 Index of Economic Freedom  ფონდმა Heritage Foundation-მა გამოცემა The Wall Street Journal-თან ერთად შეადგინა.