201219სექ2012

მოკლედ:
Back ეკონომიკა ეკონომიკა საქართველო ტოპ–ხუთეულის წევრია

საქართველო ტოპ–ხუთეულის წევრია

images-DROSHA-SAQსაქართველო იმ ქვეყნების ტოპ–ხუთეულში შედის, რომელთა მოქალაქეებიც თურქეთში უკანონო სამუშაოებზე ყველაზე ხშირად იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ekonomi.haberturk.com ავრცელებს.

საქართველოს გარდა ხუთეულში რუსეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა. თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში უკანონოდ დასაქმების 3 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა რეალურ მონაცემებს ეს რიცხვი არ ასახავს.

1 თებერვლიდან თურქეთში ქვეყანაში უკანონოდ დასაქმებულთა რაოდენობის შესამცირებლად ჯარიმები დაწესდა, რომელთა თანახმადაც, უცხოელს, რომელსაც მუშაობის ნებართვა არ ექნება, 795 ლირით (დაახლოებით 700 ლარი) დააჯარიმებენ.

შრომითი დასაქმების ნებართვის მისაღებად კი, დაინტერესებულმა პირმა შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სპეციალურ განყოფილებას უნდა მიაკითხოს, სადაც გარკვეული საზღაურისა და დამსაქმებლის განაცხადის საფუძველზე ნებართვები გაიცემა.

 

 

 

კომენტარები  

 
0 #1 tamari 2012-02-08 15:21
shromiti dasaqmebis nebartvis misagemab dainteresebulma pirma saqartvelos saministros unda mimartos tu turqetshi, turqetis saministros? cinascar didi madloba pasuxistvis
 

გააკეთე კომენტარი