201219სექ2012

მოკლედ:
Back ექსკლუზივი

აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე: სტალინი, როგორც ქართველი, ჩემი სიამაყეა!

shota-gamyrelidzeნუთუ ეს კაცი 90 წლისაა?! მაქსიმუმ, 75-ისა გამოიყურება! თანაც მუშაობს და როგორ! მხოლოდ მის კაბინეტთან იდგა რიგი! საგულდაგულოდ დავითვალე 11 პაციენტი; და ეს _ დღის ბოლოს! მოიცა, ძმაო, მოიცა... აზრები დაალაგე. ეს რა გამოდის? «ნაციონალების» «ქორონიკონის» მიხედვით, გამოჩენილი ქართველი ფსიქიატრის _ შოთა გამყრელიძის ასაკი უდრის 2,5 «ჩამოწერილისა» და თითქმის ორი «ჩარეცხილის» წლოვანებას?!

_ დავიბადე თბილისში 1922 წლის 28 თებერვალს და, აი, რატომ თბილისში, _ მიყვება ბატონი შოთა, _ მამაჩემი _ აკაკი გამყრელიძე კავალერისტი იყო, ოფიცერი, რომელიც ქართულ ჯარში მსახურობდა. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ის არ გაჰყვა ჟორდანიას მთავრობას ემიგრაციაში, სამშობლოში დარჩენა ამჯობინა; შეირთო ცოლად დედაჩემი, თავადის ასული აგრაფინა აბაშიძე და ჭიათურაში დასახლდა. დედაჩემს მშობიარობის დრო რომ მოუახლოვდა, მამამ თბილისში ჩამოიყვანა. მაგ დროს დედაქალაქში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლი არსებობდა, ზუსტად ის, რომელიც ახლანდელ კოსტავას ქუჩაზეა. მანდ მთავარ გინეკოლოგად მუშაობდა მამაჩემის სიძე, პროფესორი მიხეილ მგალობლიშვილი.

დავით წიქარიშვილი: ირაკლი პეტრიაშვილის კაბინეტთან «რემინგტონით» შეიარაღებული ორი ჯეელი იდგა უშიშროებიდან და მის უსაფრთხოებას იცავდა

davit-wiqarishviliსაქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირის _ «ერთობის» ერთ-ერთი ლიდერი დავით წიქარიშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის _ ირაკლი პეტრიაშვილისა და ხელისუფლების ფარულ, საეჭვო კავშირებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ირაკლი პეტრიაშვილი «ნაციონალური მოძრაობის» ფავორიტია, ხოლო პროფკავშირები ხელისუფლებას ემორჩილება. დავით წიქარიშვილი «საქართველო და მსოფლიოს» მომავალ საპარლამენტო არჩევნებში «ნაცმოძრაობის» მიერ პროფკავშირების გამოყენების სქემასაც უშიფრავს.

გოგი თოფაძე: ზოგ რამეზე ბიძინას თავისი შეხედულება აქვს, მე _ ჩემი, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის საერთო მიზნის მიღწევაში

13431tofadze«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება კომპანია «ყაზბეგის» პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტია «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» ლიდერი გოგი თოფაძე.

_ ბატონო გოგი, პირდაპირ ვთქვათ, ის კურსი, რომელიც «ახალგაზრდა რეფორმატორებმა» განახორციელეს და დღესაც აგრძელებენ, ნეოკოლონიალიზმის ახალი ფორმის დანერგვაა ჩვენს ქვეყანაში, ხოლო თავად ხელისუფლება უფრო და უფრო ირგებს მორჩილი მარიონეტის როლს. ამის თაობაზე ჩვენს გაზეთში ვრცლად ისაუბრა ალექსანდრე ჭაჭიამაც...

_ შეიძლება, ასეც ითქვას.

_ მაგრამ არ ამბობენ...

_ როგორ არა! ჩვენ ამის თაობაზე ვაცხადებდით ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოყოლებული. ჩვენ პირველები გამოვედით სავალუტო ფონდის დამანგრეველი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც დიდი ხნით შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური განვითარება.

ზურაბ სარალიძე: 150 მანეთი მეც მყოფნიდა და დედასაც ვუგზავნიდი ახალდაბაში!

zurab-saralidzeხარატი?! ძნელად დასაჯერებელია! იერსახით «გამოჭრილი» კონსერვატორიის პროფესორია! მანერებიც შესაბამისი აქვს. ისე, პარადოქსებითაა გაჯერებული წუთისოფელი. აგერ, ბატონ ლევან ბერძენიშვილს საკუთარი პერსონა ნომერ პირველ ინტელექტუალად მიაჩნია, მაგრამ მისი ჰაბიტუსის მარად ბრიყვული გამომეტყველება ადასტურებს, რომ ეს რესპუბლიკელი არ განეკუთვნება მოაზროვნეთა კლასს... ან ქალბატონი ხიდაშელი თავისი სახით, ფიგურით, ქცევითა და ხმის ტემბრითაც კი ბაზრობის დახლის «მკვიდრთა» ასლია!.. უკვე ვორჭოფობ: ეს ნამდვილად ის ზურაბ სარალიძეა, სოციალისტური შრომის გმირი?! რატომღაც მზერა მის ხელებზე გადამაქვს. აჰა! ნამუშევარი, დაკოჟრილი ხელები ყველა ეჭვს მიქარწყლებს _ «მისამართი არ შემშლია», რადგან ეს თითები საკმაოდ უხეშია სიმებისთვისაც და კლავიშებისთვისაც. თავის მხრივ, ჩემი მასპინძელი, როგორც ჩანს, დროს უქმად არ კარგავს _ გამომცდელად მიყურებს. ეჰ, რამდენი ჟურნალისტი უნახავს ცხოვრებაში! დუმილი რამდენიმე წუთს გრძელდება. უხერხულობას ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანს ლამის თავი დავაპატიჟებინე... და 25-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება უკეთესს ვერაფერს მთავაზობს, გარდა იმისა, რომ რესპონდენტს ბიოგრაფიის გახსენებას ვთხოვ.

ამერიკელი გარემოსდამცველი საქართველოს პრეზიდენტს ქურდობაში ამხელს

endriu-murdzaარც ერთ პროექტთან დაკავშირებით არ გაჩენილა იმდენი კითხვა, რამდენიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ანონსირებულმა «ლაზიკამ» _ ანაკლიასა და ყულევს შორის ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობის იდეამ წარმოშვა. ზოგმა ეს ჩინელების ჩამოსახლებას დაუკავშირა, ზოგმა _ ირანთან მოსალოდნელ ომში ამერიკული სამხედრო პლაცდარმის შექმნას. «ლაზიკა» მართლაც უკავშირდება ამერიკას, ოღონდ სულ სხვაგვარად და ამ პროექტს სიკეთე უნდა მოეტანა, რომ არა სააკაშვილის რეჟიმის არაკომპეტენტურობა, სიხარბე და მანიაკალური კლეპტომანია. დიახ, მომპარავთა ხელისუფლებამ ამჯერად ამერიკული პროექტი მოიპარა, რომლის ირგვლივ სკანდალი სულ უფრო სერიოზულ მასშტაბებს იძენს.

ერთი თვის წინ, მიხეილ სააკაშვილის თეთრ სახლში სტუმრობისას, «საქართველო და მსოფლიო» წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა «ლაზიკა» ამერიკულ კომპანიას მოჰპარა. სკანდალი იმის გამო დაიწყო, რომ, პროექტ «ლაზიკას» თავდაპირველი მიზნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ კოლხეთის ჭაობს მძიმე ტექნიკა მიაყენა და მისი ამოშრობისთვის მზადება დაიწყო. მსოფლიოს გარემოს დამცველებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს, რადგან ჭაობებს სპეციალური, .. რამსაარის კონვენცია იცავს, ხოლო მათი ამოშრობა იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს!

ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს...

saginazeსპეცოპერაცია თუ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმის ლიკვიდაცია?

_ წინა ინტერვიუ სააკაშვილისთვის გაზეთის გამოსაცემად გრანტის თხოვნაზე გაწყვიტეთ... მოგცათ მიხეილმა გრანტი?

_ მე, პროფესორები: ოთარ გამყრელიძე და ზაურ ამილახვარი სააკაშვილს თავის ოფისში ვეახლეთ. ბატონ მიხეილს მაშინ პარლამენტთან ახლოს დიდებული ოფისი «დაეთრია» (რატომ არ ექნებოდა ამხელა ფულის პატრონს!). ბატონმა ოთარმა შეიცხადა კიდეც _ «ბიჭოს! ნახე, რა ოფისი გაუმართიაო!» ირგვლივ ყველაფერს ეტყობოდა, რომ გამალებული პარტიული მშენებლობა მიმდინარეობდა. ახალი თაობის კომკავშირლები საქმიანად ფუსფუსებდნენ. მისაღებში ბატონმა მიხეილმა ცოტა გვალოდინა და მერე ნანატრი შეხვედრაც შედგა. ხმაურიან პარტიის ლიდერს მშვიდად მოვახსენეთ გულის ნადები, იმანაც მოგვისმინა და გვითხრა: «ზუსტად ახლა ვაპირებ პატიული გაზეთის გამოცემას და შეგიძლიათ ჩვენს გაზეთში ითანამშრომლოთო». ჩვენც თავი დავღუნეთ და იმედგაცრუებულები წამოვედით. ქუჩაში ბატონმა ოთარმა შემაჩერა და მითხრა: «ზურაბ, ეგ კაცი ნათესავად მეკუთვნის, მაგრამ ჯობია, მაგისგან თავი შორს დავიჭიროთ, ქვეყანას კარგს არაფერს დამართებსო».

ემირ ბურჯანაძე: მეშინია!

emir-burjanadzeზუსტად 8 თვის წინათ, 2011 წლის 8 ივნისს, «საქართველო და მსოფლიო» მეოცე ნომერში სისხლიანი 26 მაისის კვალზე წერდა: «ფერთა სიმბოლიკა დომინირებდა იმ დღეს _ წითელი ხალიჩა, წითელი ვარდები, რომლებიც საგანგებოდ ეკვადორიდან ჩამოეტანათ მაძღართა პურის საჭმელი ადგილის _ რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის თეთრი სუფრის დასამშვენებლად... შერონ სტოუნის ხასხასა წითელი კაბა ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლის ჯინსების ფონზე და მეწამული სისხლი, რომელიც რუსთაველზე დაიღვარა 26 მაისის ღამეს. წითელი ვარდი, კარგა ხანია, საქართველოში სიყვარულის სიმბოლოდ არ აღიქმება _ ხალხის სისხლთან ასოცირდება. მაინც ერთგულებს ამ ფერს ჩვენი ხელისუფლება...» (იხ. «საქართველო და მსოფლიო», #20, «თბილისის გერბის ავტორი, ცნობილი მხატვარი, 74 წლის ემირ ბურჯანაძე 26 მაისს «სპეცნაზმა» ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა).

ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე ხელს ადებს...

pinochetiზურაბ დგებუაძე კალაძეების ადვოკატი იყო, მოგვიანებით იგი ვანო მერაბიშვილის თანაშემწე გახდა. ამჟამად ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ იცის კალაძის საქმის ირგვლივ, პოლიტიკური დევნილის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობს. ზურაბ დგებუაძე პოლიტპატიმარ ბათუ საღინაძის ინტერესებს იცავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შეგახსენებთ, რომ ბათუ საღინაძე კალაძის საქმის გამომძიებელი იყო და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დევნის, ბოლოს კი დაპატიმრების მსხვერპლიც გახდა. ბატონ ზურაბს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მან გაზეთ «რეზონანსში» ინტერვიუ გამოაქვეყნა, რასაც შევარდნაძისა და სააკაშვილის ყოფილი თუ ახლანდელი პოლიციის მაღალჩინოსნების გაღიზიანება და მწვავე რეაქცია მოჰყვა. ადვოკატი ზურაბ დგებუაძე ვრცლად გვესაუბრება პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე კალაძის გატაცების საქმეში. მკითხველს ვთავაზობთ ადვოკატ ზურაბ დგებუაძის ინტერვიუს.

ნოდარ ჯავახიშვილი: «რუსთავი 2»-მა არ იცის, ვანო მერაბიშვილი სად არის? თუ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ?

nodar-javaxishviliხელისუფლება სულ უფრო აქტიურად უტევს ბიძინა ივანიშვილის «მაკენას ოქროს». ეს დღეებია, ნოდარ ჯავახიშვილი ამოიჩემეს _ «ქართუ ჯგუფის» პრეზიდენტი _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას ფულს ურიცხავდა რუსეთის არმიას ბიძინა ივანიშვილის ბანკ Российский кредит-ის მეშვეობითო, კონტროლის პალატა ამოწმებდაო, ოპოზიცია ებრძოდაო და .. ბატონმა ნოდარმა ღირსეული პასუხი გასცა, მაგრამ თქვა კი ყველაფერი? აი, ამ შეკითხვით მივადექი მას «ბანკ ქართუში»:

_ ბატონო ნოდარ, «რუსთავი 2»-ის სიუჟეტი რომ ნახეთ, ხომ არ გაიღვიძა ქიზიყელის სისხლმა და ხომ არ გადმოიფრქვა ტრადიციული ფოლკლორის უბოდიშობით?

ზარბეგ ბერიაშვილი: საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საქართველოში ძალიან არასწორი პოლიტიკა განხორციელდა

zarbeg-beriashviliეს ამბავი საკმაოდ ცნობილია სპორტის მოყვარული მკითხველი საზოგადოებისთვის: ორიოდ თვის წინათ «ლელომაც» გამოაქვეყნა, მაგრამ ისე საინტერესოდ ჰყვება სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ზარბეგ ბერიაშვილი, რომ არ შემიძლია, არ გავიმეორო.

«სასიკვდილო ატრაქციონი» ოკეანეში

_ 1969 წლის მსოფლიო პირველობა არგენტინაში, მარ-დე-პლატაში ტარდებოდა. დილის 6 საათზე ჩავფრინდით. ჩვენი სასტუმრო ზედ ოკეანის ნაპირზე იყო. რანაირი ქართველები ვიქნებოდით, რუსეთის ყინვების შემდეგ არგენტინას გაგანია ზაფხულში ოკეანის წყალში რომ არ შევსულიყავით?! დავყარეთ ჩანთები ნომრებში და მე, გურამ საღარაძემ, შოთა ლომიძემ, ნოდარ ხოხაშვილმა და ტარიელ ალიბეგაშვილმა მივაშურეთ პლაჟს, მაგრამ შესასვლელი დაკეტილი დაგვხვდა. აბა, რა იქნებოდა დილაუთენია?! მამაძაღლი კაპიტალისტები, ნახე, უბილეთოდ არავის უშვებენო, გავბრაზდით. პლაჟი ზღვის მხრიდანაც მავთულის ბადით იყო შემოღობილი. წყალი კი თბილი იყო, კრიალა და გამჭვირვალე. გავიხადეთ და ცოტა მოშორებით ჩავხტით პირდაპირ ნავმისადგომიდან. ვცურავთ. უცებ ვხედავთ, ვიღაც იქაური მორბის, ხელებს იქნევს და რაღაცას გამწარებული ყვირის. არ გვაცლის ნებივრობას! ძალიან რომ გადაირია, ვიფიქრეთ, აქ რაიმე საერთაშორისო სკანდალში არ გავეხვიოთ-თქო და ამოვძვერით ოკეანის ფსკერში ჩარჭობილი ნავმისადგომის მილებით: კიბე იქ არ იყო და არაფერი. მოვარდა ის კაცი ფერდაკარგული და რაღაცის ახსნა დაგვიწყო, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ _ იმან ჩვენი ენა არ იცოდა, ჩვენ _ იმისი... საუზმის შემდეგ სავარჯიშოდ რომ წავედით და იმ ადგილს ჩავუარეთ, მაშინღა გავარკვიეთ, რა უბედურებასაც გადავრჩით:

გურამ საღარაძე: სხვა გზით მიდის მიხეილ სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი. არადა, ქართველი ხალხის ნებით უნდა იაროს

guram-sagaradzeგურამ საღარაძე, რა საქმესაც მიადგება, ყველაფერს სერიოზულად აკეთებს. ჩვენს საუბარსაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად მოეკიდა და ჩემს, ცოტა არ იყოს, გაცვეთილ შეკითხვას, როგორ აფასებს სპორტის იმ სახეობას, რომელშიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა, ოლიმპიური ვიცეჩემპიონობა, ევროპისა და საკავშირო პირველობებში არაერთგზის გამარჯვება მოუპოვებია, ისეთი ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გასცა, ისეთი პარალელები გაავლო ბიბლიასთან, რომელთაც მისეული დასკვნა სრულად მიესადაგება: «ჭიდაობა უძველესი ორთაბრძოლის ღვთიური სახეობაა». თუმცა რა გასაკვირია, ბატონი გურამი სამი წიგნის ავტორია, რომელთაც ყოველგვარი შეღავათის გარეშე შეიძლება ვუწოდოთ ჭიდაობის განვითარების ისტორია, ანუ ენციკლოპედია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. პირველივე წიგნის 76- გვერდზე წერს: «სხვადასხვა დროის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კვლევები მოწმობს, რომ ჭიდაობა ფართოდ იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტეში, ასირიელებში, შუმერებში, ბაბილონში, ანტიკურ ქვეყნებში. ჭიდაობა ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე იმართებოდა».