201223სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები აქტუალური თემა

„ალფა-კომი“ ტელეკომპანია „თრიალეთს“ 7 943 ლარს სთხოვს

badri-nanetashvili-300x2012012 წლის 21 თებერვალს გამართულ გორის სასამართლო სხდომაზე, რომელზე მოსარჩელე მხარეს შპს ალფა-კომი წარმოადგენს, მოპასუხე შპს თრიალეთის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შპს თრიალეთი, 2008-2010 წლებში, სისტემატიურად არღვევდა 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულების პირობას, კერძოდ, ყოველთვიურ გადასახადს 1 500 ლარის ოდენობით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა. სარჩელის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ,,ალფა-კომმა” 11 578 ლარისა და 13 თეთრის გადახდა მოითხოვა. 21 თებერვლის სხდომაზე, მისმა წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა. ვინაიდან შპს თრიალეთმა დღეის მდგომარეობით რაღაც თანხა გადაიხადა, მოთხოვნილი თანხა 7 943 ლარამდე შემცირდეს,განუცხადა ალფა-კომისწარმომადგენელმა ნუგზარ ზეიკიძემ მოსამართლე ეკა ზარნაძეს.

ხელისუფლება ბათუმის საზაფხულო თეატრის აშენებას 5 მილიონად გეგმავს

levan-varshalomidzeბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობას დაიწყებენ. ამისთვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 4,7000,0 ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. თანხა გაწერილიაისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში.

„მომატყუეს, პრეზიდენტი საავადმყოფოდან რომ გამოვა, წერილებს მერე მიიღებსო“

„მომატყუეს, პრეზიდენტი საავადმყოფოდან რომ გამოვა, წერილებს მერე მიიღებსო“ლაითურელი 73 წლის ირაკლი ბოლქვაძე გურია ნიუსისოზურგეთის განყოფილებაში ვიდა და თავისი გასაჭირის შესახებ გამოცემას ესაუბრა.

„მინდოდა, სააკაშვილს პირადად შევხვედროდი. ვიცოდი, რომ ახალი საავადმყოფოს გახსნაზე ჩამოდიოდა. მივედი, პოლიციამ ალყა შემომარტყა, ახლოს არ მიგიშვებო, არ მიმაცემინეს წერილი. მომატყუეს, გარეთ რომ გამოვა, წერილებს მერე მიიღებსო. მეც დავუჯერე. პრობლემები მაქვს კუთვნილ მიწასთან დაკავშირებით. მინდა მიწის დარეგისტრირება და ვერ ვახერხებ, არადა, საბუთები წესრიგში მაქვს. ჩემი გასაჭირის შესახებაც მეწერა: ავად ვარ და დახმარება მჭირდება. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა სააკაშვილი, არც გაჩერებულა, დაგვიქნია ხელი, კარგად იყავითო და წავიდა. მე წამოვედი, იქნებ, ქალაქში გაჩერდეს სადმე და ვნახო-მეთქი. რესტორან „ქალაქურთან“ იყო გაჩერებული. რა თქმა უნდა, იქვე პოლიციაც იდგა. პოლიციელმა დამინახა წერილი ხელში. მომეციო მითხრა. ვთხოვე, არ მომატყუო და გადაეცი–მეთქი. კიო, მითხრეს და გამომართვეს“,– ამბობს ბოლქვაძე და თავისი გასაჭირის შესახებ განაგრძობს: „სოციალურ დახმარებას ვიღებდი და მომიხსნეს. საოპერაციო ვარ – 1500 ლარი მჭირდება. არც პოლისი მაქვს და არც – ფული. სამი წელი ლოგინად ჩაწოლილი ვიყავი. ოზურგეთის გამგეობაშიც მატყუებენ – ერთი თვეა, დავდივარ და მეუბნებიან, მოგცემთ დახმარებას, დაგეხმარებითო და არაფერი. სოციალური სამსახურის უფროსმა, ვაშალომიძემ არ დამიჯერა ჩემი ავადმყოფობის შესახებ. ვარ ასე, დავდივარ წინ და უკან. 

გვიმბალაურში ჯილეხი დაფიქსირდა

გვიმბალაურში ჯილეხი დაფიქსირდალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში ატარებს იძულებით ვეტერინარულ-სანიტარულ ღონისძიებებს, უფასო ვაქცინაცია უტარდება ჯილეხის ყველა ამთვისებელ ცხოველს.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) ცხოველისა და ადამიანის საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება დეპრესია, მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, ქოშინი, წყურვილი, კუჭის აშლილობა, ცხვირისა და პირის ღრუდან სისხლიანი ქაფისებური გამონადენი. კარბუნკულური ფორმის დროს ცხელი, მკვრივი, მტკივნეული შეშუპებები. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, დამახასიათებელია მუქი შეუდებებელი სისხლდენა ცხვირის ღრუდან და სწორი ნაწლავიდან. ცხოველებში ყველა შემთხვევაში დაავადება სრულდება სიკვდილით. ადამიანებში გვხვდება ფილტვის, ნაწლავის და კანის ფორმა. ფილტვისა და ნაწლავის ფორმა იწვევს ადამიანის რამოდენიმე საათში სიკვდილს. 

ბერბუკში მცხოვრებ დევნილებს გაზქურების დარიგებას დაობებული კედლების შეკეთება ურჩევნიათ

ბერბუკში მცხოვრებ დევნილებს გაზქურების დარიგებას დაობებული კედლების შეკეთება ურჩევნიათბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ერთი კვირის წინ გაზქურები დაურიგეს. მოსახლეობის ნაწილს, გაზქურების დარიგების ნაცვლად დაობებული სახლის კედლების გაკეთება ურჩევნიათ. ჯერ კიდევ 2008 წელს, შესახლების დროს, მთავრობამ უხრისხო გაზქურები დაახვედრა, რომლის სანაცვლოდ დევნილებმა საკუთარი სახსრებით ახლები შეიძინეს. ახლა ამბობენ, რომ გაზქურების მესამე პარტიის ნაცვლად, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დევნილებს ესაუბრა.

დავით ოქროპირიძე: „ჩვენ არ გამოგვიყენებია, რადგან ახლობელმა უკეთესი გვიყიდა, სანამ ესენი გადმოგვცემდნენ. ვერ ვიტყვით, რონ კმაყოფილები ვართ. გაზქურების დარიგებას ჯობდა, სახლის კედლები შეეკეთებინათ, რადგან მთლად სველია და იშლება, სულ ნესტია და დაობებულ სველ საწოლებში გვიწევს დაძინება. ეს სახლები ჭაობიან ადგილზეა აშენებული, პატარაზე ამოთხრი და სულ წყალი ამოდის. ამდენმა ნესტმა დაგვაავადა და სულ წამლების ქვეშ ვართ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენ იქამდე ვინ მიგვიშვა. შარშან გააკეთეს ეს კედლები, მაგრამ ყოველ ზამთარს მაინც ასეთი მდგომარეობაა. გვპირდებიან გაკეთებას, მაგრამ როდის? თავზე რომ დაგვენგრევა სახლი? ზაფხულში დაათვალიერა გამგეობამ სახლები და მოეწონათ, „კარგად არის გაკეთებულიო“. მოიყვანონ თავიანთი ცოლ-შვილი, აცხოვრონ ამ სახლებში და ნახავენ, როგორ კარგადაც არის გაკეთებული“. 

ნინო მიქიაშვილი ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ

sosooooooooooooooსვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატებსა და სიწმინდეებთან დაკავშირებით, რომელიც სახელდახელოდ შეკრული კონტეინერებიდან 2011 წლის 2 დეკემბერს გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის ნესტიან, ნაპრალებიან და დამეწყრილ შენობაში, ნინო მიქიაშვილმა, როგორც ინტერნეტგამოცემა პრესაგე.ტვ“-სა და მედია-კავშირ ობიექტივისკორესპონდენტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.

მავნებლის გამო გურია პარალიზებულია

default-amerikuli_peplaახალი მემარჯვენეებიგურიის რეგიონში მოსახლეობის ამერიკული თეთრი პეპლისგან დასაცავად სახელმწიფოს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ამავე პარტიის გურიის რეგიონის კურატორის ლევან კალანდაძის თქმით, რამდენიმე წელია, გურიის მოსახლეობისთვის უგზოობას, უწყლობას, საწვავზე, შხამ-ქიმიკატებზე, სასუქებზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმიუწვდომელობასა და სხვა უამრავ სირთულეს ემატება ერთი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა – ამერიკული თეთრი პეპელა, რომლის გავრცელება ყოველწლიურად უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს.

კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილს შვილი რუსეთში უკვდება

elene-lejava-300x19874 წლის ელენე ლეჟავა, კომბინატიდან ჭალის დასახლებაში (დაახლოებით 5 კმ-მანძილს) ფეხით გადის იმისათვის, რომ ეკლესიის მიერ დაარსებულ უფასო სასადილოში საკვები მიიღოს. 105 წლის დედა ნოემბერში გარდაეცვალა და მთელი წლის პენსია წინასწარ მის დასაკრძალად გამოიტანა. ამჯერად, ყოვლთვიურად პენსიას ვეღარ იღებს. რამდენიმე დღის წინ, სასადილოში დაურეკეს, რომ რუსეთში გადახვეწილი მისი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, რომელსაც მანქანა დაეჯახა; თუკი 1 000 დოლარს არ გადაურიცხავს, შესაძლოა აღარ მიხედონ.

რატომ იმუქრებიან ზერტელები პრეზიდენტით

kulturis-saxliსოფელ ზერტს, რამდენიმე თვეა, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული არ ჰყავს. პიროვნება, რომელიც ამ ფუნქციებს ასრულებდა, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია. ამ ხნის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას რწმუნებულის თანამდებობაზე, ოფიციალურად, არავინ წარუდგენიათ. ზერტის მოსახლეობა თვლის, რომ სოფელი ყველანაირად დაჩაგრულია. ისინი, სოფლის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის აღდგენას ითხოვენ და მის აღდგენისთვის კონკრეტული თარიღი – იანვარი დაასახელეს. საკრებულოს თავმჯდომარემ ზერტელებს 2012 წლის 10 იანვარს წერილობით აცნობა, რომ კულტურის სახლის აღდგენა არა თუ 2012 წლის იანვრიდან, არამედ მთელი წლის განმავლობაში შეუძლებელია.

ხელისუფლებისგან მოტყუებული ფერმერები გაერთიანდნენ

default-hib-simindiსოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ კვეზერელი შარშან, მთელი წლის განმავლობაში, მონდომებით ცდილობდა ქართველი გლეხები ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის უპირატესობაში დაერწმუნებინა. სახელმწიფო ტელევიზიები ასეთივე მონდომებით აპიარებდნენ სამინისტროს პროგრამას და ბევრი გლეხის გაცურებაც შეძლეს. სწორედ ამ დაზარალებული გლეხების უფლებების დამცველად მოგვევლინა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი“. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მას ელიზავეტა ფიოდოროვა ხელმძღვანელობს.

ფოთის აეროპორტის მშენებლობა ეკოლოგიური დასკვნის გარეშე დაიწყო

poti-aeroportiფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტი, გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტში, ეკოლოგიური დასკვნის მიღების მიზნით, ამ დრომდე არ წარდგენილა”,- ნათქვამია 9 თებერვლით დათარიღებულ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, დავით იოსელიანი აწერს.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, გარემოს დაცვის სამინისტროს, ასოციაცია „მედია და საზოგადოებამ“ მიმართა, რომელიც აეროპორტის მშენებლობით გამოწვეული ეკოლოგიური და ეკონომიკური რისკების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს.