201219სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები ფარენგეითი ფარენჰეიტი 451

«რამკიანი პრეზიდენტი»

misha-imedze-2GEWORLD.GE:

24 სექტემბერს «სპეციალურმა რეპორტაჟმა» საზეიმოდ გახსნა სატელევიზიო სეზონი და სხვა მრავალ «იმედის გმირს» კიდევ ერთი _ პრეზიდენტი სააკაშვილიც მიამატა. შალვა რამიშვილისგან განსხვავებით, ლაშა ხარაზიშვილი პრეზიდენტის კარ-მიდამოში უპრობლემოდ შეუშვეს, _ არც კამერა წაურთმევიათ და არც მიკროფონი, თუმცა პრობლემამ მაინც იჩინა თავი: სახლი მხოლოდ ერთი რაკურსით და ისიც მოჭრილად იყო ნაჩვენები. როგორია მთლიანობაში ნაგებობა, ამას, ალბათ, სიტყვიერად თუ მოყვებიან გადამღები ჯგუფის წევრები, თუმცა ამას შალვა რამიშვილიც მოახერხებს.

ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ძირს მეფე!

saakashviliGEWORLD.GE:

ოდესღაც თბილისში ტრამვაი გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო. მასთან უამრავი ქალაქური ამბავი, ლეგენდა თუ ანეგდოტი იყო დაკავშირებული. ერთი ასეთი ისტორია მიამბეს: ტრამვაიში მოხუცი ქალი ამოვიდა, გაცვეთილი, დაკერებული ლაბადა ეცვა. იქვე მსხდომმა ბიჭებმა იანგლეს: “ალაგ-ალაგ მშვიდობაში, დედიჯან”! დედაბერმა მშვიდად უპასუხა: “დროდადრო იცოცხლე, შვილოო”!

იმანუილ კანტი, მეუფე კალისტრატე და შოთა არველაძე სააკაშვილის შემოქმედებაში

იმანუილ კანტი, მეუფე კალისტრატე და შოთა არველაძე სააკაშვილის შემოქმედებაშიოდესმე მემატიანე ნაციონალური მიღწევების გრძელი ნუსხიდან ცალკე გამოყოფს შადრევან პირველის მოგზაურობებსა და საჯარო გამოსვლებს. ასე გაბედულად მის მეტსახელს იმიტომ ვხმარობ, რომ თავად განაცხადა: _ სულაც არ მწყინს, შადრევან პირველს რომ მეძახიანო! მისთვის რომ პირველობაა მთავარი, ეს კარგად არის ცნობილი. არც ის დაუმალავს, რომ შადრევნების თემა უკვე ამოწურა და მსხვილ არქიტექტურულ ფორმებსა და შოუ-ბიზნესის განვითარებას მიჰყო ხელი. ბათუმის კულტურის ცენტრი ვადამდე რომ გაეხსნა, როგორც ჟურნალისტები წერენ, მუშებსა და ინჟინრებს დამუქრებია: «თუ დროზე არ ჩამაბარებთ, თქვენ ყველანი ქეთოები იქნებით, მე კი – კოტეო»!

«საქართველოში ჰეტერო მამაკაცებს ეგეთები უტყდებათ»

PED

GEWORLD.GE:

ეს გამონათქვამი გამოცდილ გეის ეკუთვნის, რომელიც საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ინტერნეტსივრცეში დამწყებ ბიჭუნებს უზიარებს. წინასწარვე ვგრძნობ, როგორ აიჯაგრებიან ადგილობრივი, დემოკრატიის მოკლე კურსგავლილი ლიბერალები ამ სტრიქონების კითხვისას, რადგან ამ თემაზე საუბრის ექსკლუზივი თავისად მიაჩნიათ. ისიც ზედმიწევნით ზუსტად იციან, თუ რა ტონით და შეფასებებით უნდა წერონ უმცირესობებზე. მედიასაშუალებებშიც სწორედ მათ აქვთ სიტყვის თავისუფლება გარანტირებული, თუმცა თავად მათ ბანაკშიც შეჯიბრია იმაზე, ვინ უფრო «წინაა წასული».

ფული ან სული!

682306

GEWORLD.GE:

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთმა მეგობარმა მითხრა: «არ მესმის ამ ამერიკელების. ხედავს, რომ თვითმფრინავში ტერორისტია; იცის, რომ უნდა დაიღუპოს; ურეკავს ცოლს და ტირილით ეუბნებაI Love You, I Love You (მიყვარხარო)! ხომ მაინც კვდები და შეაკვდი მაინც იმ ტერორისტს, ეგებ გადარჩეო”! როგორც გაირკვა, ასე მხოლოდ ჩეჩენი ახალგაზრდები მოიქცნენ 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე. თავიდან ბრეივიკის მიერ ატეხილი სროლა და ახალგაზრდების დევნა გათამაშებული სცენა ეგონათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს საშინელება სინამდვილეში ხდებოდა. ბიჭები ტყეში დაიმალნენ. 17 წლის მოვსარ ზიამაევმა მამას დაურეკა მობილურით და მოუყვა, რაც ხდებოდა. მამამ, მიყვარხარო, კი არ უთხრა და კი არ დაემშვიდობა, – ადამიანების გადარჩენა და ტერორისტის ნეიტრალიზება არჩია.

წითელი ვარდი ნარინჯისფერ ზონაში

mishvard3

GEWORLD.NET:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრძანა, შეიქმნას სააგენტო, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულებს აღკვეთს. სააგენტო მთელ მსოფლიოში მოძებნის ძალადობის მასშტაბური აქტების პოტენციურ შესაძლებლობებს. ობამას აზრით, «ჰოლოკოსტიდან 66 წლის შემდეგ და რუანდაში სამოქალაქო ომიდან 17 წლის შემდეგ აშშ-ში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი მექანიზმი მსხვილმასშტაბიანი დანაშაულისა და გენოციდის თავიდან ასაცილებლად». ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე შედგენილია 33 ქვეყნის სია, რომელშიც ადამიანის უფლებები ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას. თეთრი სახლის აზრით, ყველაზე რთულად საქმე ავღანეთში, კონგოში, ერაყში, მიანმაში, პაკისტანში, სომალიში, სუდანში და შრი-ლანკაზეა. ისინი «წითელ ჯგუფში» მოხვდნენ.

გაპარსული ტრაილერები და ჯიგრული გაგების სუბიექტები

mosavto-big0

GEWORLD.NET:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება ზაფხულს ყოველთვის აქტიურად იყენებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გამოსახლების, შევიწროებისა თუ დატერორებისთვის, წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი გამოდგა. «ჯაშუშურმა სკანდალმა» სიცხე ხელისუფლებასაც აუწია და ისევე აბსურდულად დამთავრდა, როგორც დაიწყო.

 

«გრეჩიხა» გაძვირდა, ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა!

grechixaGEWORLD.NET:
«ჯაშუში ფოტორეპორტიორების» ანეკდოტამდე მისული სკანდალის განვითარებისას ერთმა ჩემმა კოლეგამ ღიმილით მითხრა: «ახლა მივხვდი, სიმონ კილაძე რატომ დააპატიმრეს, - ელისოში აერიათ. რაც ამ ქალმა იცის, სპეცსამსახურების გარდა, ვერავის ეცოდინება, მაგრამ არავინ ეკითხება, - საიდანო». ელისო კილაძის უკანასკნელ «გაჟონვაში» ვკითხულობთ, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მინდია გულუამ, პოლიტიკური პარტიის დაფუძნების მიზნით, თურქეთში ლევან გაჩეჩილაძესთან და კოკა გუნცაძესთან შეხვედრები გამართა. შუამავალი ლევან გაჩეჩილაძის ცოლის დეიდაშვილის, მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია ყოფილა. ელისო კილაძის ვერსიით, ოქრუაშვილის გამწარება სწორედ ამან განაპირობა.

აკეთეთ, რასაც გეუბნებით, პასუხს მე ვაგებ!

hit

GEWORLD.NET:

ათიოდე წლის წინათ ბრიტანულ «ტაიმში» დაიბეჭდა 80 წლის ტრაუდლ იუნგის ინტერვიუ. ამ იმპოზანტურ ქალბატონთან საუბარი, ალბათ, არავის დააინტერესებდა, რომ არა მისი შრომითი ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი: იგი 1942 წლიდან ჰიტლერის პირადი მდივანი იყო. ფრაუ იუნგი დეტალურად აღწერდა «სხვა ჰიტლერს», თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც მისი ინტერვიუს დასასრულია:  «მე მგონი, მივხვდი, როგორ შეძლო ჰიტლერმა ამდენი ადამიანის აყოლიება. ის ამბობდა: «აკეთეთ, რასაც გეუბნებით, პასუხს მე ვაგებ». ასეთმა პოზიციამ ბევრი მოხიბლა».

ნუ გაიღიმებთ, ჩიტი არ გამოფრინდება!

photoaparatiაღიარებათა სერიალის მორიგი ეპიზოდი შინსახკომმა სულ ახლახან შემოგვთავაზა “ფოტორეპორტიორთა საქმის” მაგალითზე. ოთხი დაკავებულიდან ერთი შინ გაუშვეს (შაჰინ აივაზოვი), მეორე ბრალდებას უარყოფს (ზურაბ ქურციკიძე), მესამემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა (გია აბდალაძე), მეოთხემ კი (ირაკლი გედენიძემ) ბრალი აღიარა.  ნათია გედენიძე კი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომდე გაათავისუფლეს.

ხელისუფლებას კარგიც ხომ უნდა დაუნახო - სხვა თუ არაფერი, ცოლ-ქმრის ერთად დაპატიმრებას და ბავშვების უპატრონოდ დაყრას ცოლის გამოშვება არჩიეს. ჰუმანური საქციელია, მაგრამ სამი შვილის დედა - მაია თოფურია ჯერაც ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი არც მას უღიარებია. სიმართლე უფრო მარტივი და პროზაულია; ერთადერთი აღიარება, როგორც ჩანს, სწორედ მეუღლის გათავისუფლების პირობით მიიღეს ირაკლი გედენიძისგან.

გადამწყვეტი ბრძოლა მართლმადიდებლობასთან თუ “ნაციონალური შეთქმულება” სომხური აქცენტით?

5920

GEWORLD.NET:

საქართველოს პარლამენტი ზაფხულში, როგორც წესი, რიგგარეშე სესიაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბება ხოლმე. თუმცა, რატომ მხოლოდ პარლამენტი? ხელისუფლების სხვა შტოებიც ზუსტად ასე იქცევიან: შორს რომ არ წავიდეთ, “სამშობლოდან” მთელი ჟურნალისტური კორპუსის გამოძევებაც სწორედ ზაფხულში განხორციელდა. ამჯერად პარლამენტი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც ხუთი რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. პირველი მოსმენით ეს პროექტი უკვე ნაჩქარევად მიიღეს.