201219სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები ფარენგეითი ფარენჰეიტი 451 ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ძირს მეფე!

ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ძირს მეფე!

saakashviliGEWORLD.GE:

ოდესღაც თბილისში ტრამვაი გადაადგილების ძირითადი საშუალება იყო. მასთან უამრავი ქალაქური ამბავი, ლეგენდა თუ ანეგდოტი იყო დაკავშირებული. ერთი ასეთი ისტორია მიამბეს: ტრამვაიში მოხუცი ქალი ამოვიდა, გაცვეთილი, დაკერებული ლაბადა ეცვა. იქვე მსხდომმა ბიჭებმა იანგლეს: “ალაგ-ალაგ მშვიდობაში, დედიჯან”! დედაბერმა მშვიდად უპასუხა: “დროდადრო იცოცხლე, შვილოო”!

ჩვენი ოპოზიციაც ასე დროდადრო ცოცხლობს. დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ იღვიძებს და მორიგ “მოძრაობებს” იწყებს. “გამოცხადებული” რევოლუციები, სახალხო მსვლელობები, “წინააღმდეგობა” და “დაუმორჩილებლობა” ჯერაც არ მობეზრდა ქართულ ოპოზიციას. დროდადრო “კონსტრუქციულობასაც იჩენს”, ხოლო მეტისმეტად რომ გაუჭირდება, ეროვნულ სიმებსაც ეხება და ხალხს ნამუსზე აგდებს.

როგორ არ ვეცადე, ყოფილი “რვიანის” დაშლის შემდეგ, ტერმინი “ექვსეული” დამემკვიდრებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, “ ისინი საკუთარ თავს მაინც ჯიუტად “ექვსიანს” უწოდებენ. რას იზამ, თუ მათშესტიორკობაურჩევნიათ, ვერაფერს უშველი.

როდის იყო, “შესტიორკასტუზისთვის მოეგოს, მით უფრო, თუ ესტუზი”, ჩელენტანოს კინოგმირივით, გაქნილი შულერია? როგორც არ უნდა გააუმჯობესო სათამაშო (საარჩევნო) გარემო, მას მაინც ვერ მოუგებ იმიტომ, რომ სახელოში ტუზი აქვს დამალული.

სრულიად შემთხვევით “ვიკილიქსმა” ამ, ისედაც დროდადრო ცოცხალ ოპოზიციას საბოლოოდ აუგო წესი. აშშ-ის ძველი და ახალი ელჩების ტელეგრამათა “დროული” გამოქვეყნების გზით გაირკვა, რომ ბურჯანაძე და ბესელია წვრილმანი კრიმინალები არიან, ალასანია მეთოდურად აბეზღებს სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ამერიკის ელჩთან, ლევან გაჩეჩილაძესროცა გინდა, მაშინ იყიდი”, კობა დავითაშვილი და კახა კუკავა მხარდაჭერისთვის ფულს ითხოვენ და .. და ..

ასევე სრულიად შემთხვევით “ვიკილიქსი” ჯიუტად დუმს სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულებების შესახებ. კომპრომატების ამ წვიმაში მის მამხილებელ წვეთსაც ვერ ნახავთ. აწ უკვე “ექვსეულად” (ერთსაც ვცდი!) ჩამოქვეითებული ყოფილი “რვიანი” კი დინჯად განაგრძობს “რეგიონებში შეხვედრებს”. დროდადრო საინფორმაციო საშუალებებით იმაზეც გვიამბობენ, თუ რა გვიჭირს ჩვენ.

26 მაისის მოსალოდნელი უშედეგობის შემდეგ, ეროვნულმა ფორუმმა დაგვიანებულიმრისხანების აქციაგამოაცხადა. იგი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უნდა გაიმართოს. ამ დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ სოხუმში. თბილისში კი ხალხი უნდა გამოვიდეს დაქართველთა მარშიგამართოს.

ფორუმის ინიციატივა დანარჩენმა ხუთეულმა (რას ერჩი “ ხუთიანი მომგებიანი ნომერი რომაა, ეს “ნაცებმა” უკვე დაამტკიცეს!) შორს დაიჭირა. ზოგმა უკმაყოფილებაც ვერ დამალა და ამას “ეროვნული ფორუმის მოულოდნელი სიურპრიზი უწოდა”.

“თუ ფორუმი თავისი მხარდამჭერების რიცხოვნობით დაინტერესდა, მათ დამოუკიდებლად უნდა ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიება” (ზვიად ძიძიგური).

“ჩემთან შეთანხმებული “ქართველთა მარში” არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებთან არ იყო გაზიარებული ამის დაგეგმვა, მაინც მგონია, რომ ფორუმს ამით საზოგადოების მობილიზება უნდა. მივესალმები ფორუმის ამ ღონისძიებას, თუმცა 27-ში ჩვენც გვაქვს ღონისძიებები დაგეგმილი და ვერ შევუერთდებით მათ” (ირაკლი ალასანია).

“დღეს ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ გამოიყვანს ქუჩაში იმდენ ადამიანს, რომ ხელისუფლებას გადადგომა აიძულოს” (დავით ზურაბიშვილი).

ხომ არაფერს გაგონებთ ეს ყოველივე? მაგალითად, “სახალხო კრებადაქართული პარტიარომ ერთსა და იმავე დღესსხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავდნენ”? ან იმას, სტადიონზე რომ კრებდნენ ხალხს და მერე სად უნდა წაეყვანათ, არ იცოდნენ (თუ კარგად იცოდნენ)?

ამასობაში, “რვიანის” ორი ყოფილი წევრის “ “ახალი მემარჯვენეებისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” ნაჩქარევმა თანხმობამ ხელისუფლების უხამს წინადადებაზე თავისი ნაყოფი გამოიღო და რეფერენდუმის (ანუ ხალხის ნების) საწინააღმდეგოდ ხელისუფლებასთან ერთად მშვიდად შემოაცურეს ახალი პროექტი, რომელიც დეპუტატთა რაოდენობას 150-დან 190-მდე გაზრდის. სხვა რამე-რუმეებზეც შეთანხმდნენ და ვენეციის კომისიასაც აახლეს “ოპოზიციასთან შეთანხმებული” პროექტი, რომელიც ერთბაშად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.

“ექვსეულის” (თუ მაინც “ექვსიანის”?) ლიდერები კი კვლავაც იმეორებენ: ჩვენ შევთანხმდით, რომ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უამრავ საერთო ღონისძიებას ჩავატარებთ. ეს იქნება საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა, ასევე საზოგადოების მობილიზება პარლამენტთან საკუთარი ნების გამოხატვისთვის, მათ შორის მედიაპროექტის წამოსაწევად. ასევე იქნება ბევრი თეატრალიზებული ღონისძიება, ანუ ძალიან კრეატიული და ახლებური ფორმები უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას”.

და როცა ყველა ეს ღონისძიება ჩატარდება, დაიძინებს იმ ღამეს თვითმპყრობელობა და აღარ გაიღვიძებს მეორე დილით! რაკი ჩვენი ოპოზიცია, აგერ უკვე თითქმის რვა წელია, სამოქმედო ტაქტიკას ვერ ათანხმებს და შედეგსაც, შესაბამისად, ვერ აღწევს, კიდევ ერთხელ წავეხმარები და განსჯისთვის ერთ დოკუმენტს შევთავაზებ, რომლის ავტორმა თვითპყრობელობის დამხობაც შეძლო და სახელმწიფოს აშენებაც.

ჩვენ არავის მოვუწოდებთ შეიარაღებული აჯანყებისკენ, მაგრამ სტალინის ასი წლის წინანდელი პროკლამაცია ჩვენი ოპოზიციისთვის ამოუხსნელ ბევრ პოლიტიკურ გამოცანას ხსნის:

“რა უნდა რუსეთის პროლეტარიატს, საით მიდის ის?

დავამხოთ სახელმწიფო სათათბირო და შევქმნათ საერთო სახალხო დამფუძნებელი კრება. პროლეტარიატი არ მოითხოვს მთავრობისგან წვრილმან დათმობებს. ვინც მთავრობის დათმობებს ელის, მას მთავრობის სიკვდილი არ სჯერა. პროლეტარიატი კი სწორედ ამ რწმენით სუნთქავს. ვინც მთავრობისგან შეღავათებს ელის, მას რევოლუციის ძალის არ სჯერა. პროლეტარიატი კი ამ რწმენით ცოცხლობს. პროლეტარიატი არ წვრილმანდება უგუნურ მოთხოვნებზე. თვითმპყრობელობასთან ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს: ძირსმეფე, ძირსთვითმპყრობელობა!

მეფე არ მოგვცემს სახალხო პარლამენტს, იგი არ გაანადგურებს საკუთარ ხელისუფლებას. იგი ამას არ იზამს! შეკრეჭილიკონსტიტუცია”, რომელსაც იგი გვთავაზობს, მხოლოდ ფარისევლური დაპირებაა და სხვა არაფერი! ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ დათმობას: ყვავს კაკალს გავაგდებინებთ და მერე იმ კაკლითვე გავუტეხავთ თავს.

თვითმპყრობელობა თავისი მანიფესტით ცდილობს, გზა გადაუღობოს სახალხო რევოლუციას. ზიზღი და სიძულვილი მათ, ვინც პროლეტარიატს გზას უღობავს, “ ისინი სამარცხვინო მოღალატეები არიან! სირცხვილი მათ, ვინც ამ გზაზე დგას, მაგრამ სიტყვიერად სულ სხვა რამეს ამბობს, “ მათ სიმართლის სულმოკლე შიში ამოძრავებთ!

ჩვენ არ გვეშინია სიმართლის, არ გვეშინია რევოლუციის! დაე, დასჭექოს მეხმა, დაე, ქარიშხალი ამოვარდეს! გამარჯვება ახლოსაა!”

სტალინს არც “კმარას” შექმნა დასჭირდა, არც “ “მოქალაქეების ინფორმირებულობის” თითქმის მილიონიანი გრანტები. ამ ერთ პროკლამაციაში მან სამოქმედო პროგრამაც გაწერა და მიზანსაც მიაღწია. ქართული ოპოზიცია კი პოლიტიკური “ჟანრის კრიზისს” განიცდის. მას არც სტრატეგია აქვს და არც მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როდის რა უნდა აკეთოს.

ნანა დევდარიანი

 

P.S. დღევანდელ საქართველოში ქარიშხალი სულ უფრო ხშირად ჭიქა წყალში ტყდება. მთავრობის წვრილმანი დათმობები და შეღავათები ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის სანატრელი პრიზია. გენიალურ ჩეხ მწერალს, კარელ ჩაპეკს ასეთი აპოკრიფი ჰქონდა: “ჩვენ, ქათმები, მოველაპარაკეთ კურდღლებს, რომ ერთმანეთს არ შევჭამთ. ახლა ვნახოთ, რას იტყვის ამაზე მგელი”.

ჩვენი ოპოზიციის ურთიერთთანხმობაც ამგვარია, ოღონდ მათ მგლის ვეგეტარიანელად ქცევის იმედი არ ტოვებს. მაძღარი მგელიპარაშუტებსდა მანდატებს მანამ არიგებს, ვიდრე არ მოშივდება, გეგმიური შიმშილი კი მას ზუსტად ექვს თვეში ერთხელ ეწყება, ანუ იმ ინტერვალით, როგორითაც ჩვენი ოპოზიცია იღვიძებს. “კრეატიულიღონისძიებებისკენ მიდრეკილმა ლიდერებმა, რაკი ჯინ შარპისარაძალადობრივი წინააღმდეგობის 198 ხერხივერ დაძლიეს, სტალინის პროკლამაცია მაინც მოიმარჯვონ, თორემ სხვისი დაკეცილი პარაშუტით ხტომა კარგად არ დაუმთავრდებათ.

 

კომენტარები  

 
-2 #4 დათო ქერელაშვილი 2012-04-02 02:03
]ჩემთვის ყველაზე მისაღები და მხარ დასაჭერია საქართველოს პრეზიდენტის კურსი იმიტომ რომ ის რაც კეთდება ყველაფერი დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული და რაც ყველაზე ძალიან ჭირდება ჩვენს მომავალს ძლიერ საქართველოს ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ რაც შეიძლება ჩქარა დავძლიოთ ის სირთულეებ რომელიც ჩვენს წინაშეა წამოყენებული .ამიტომ ერთმანეთის მხარში დგომაა საჭირო და ეს ყველამ უნდა გაითავისოს აი მე დავით ქერელაშვილს ძალიან მახარებს ბატონო პრეზიდენტო რომ თქვენ მტკიცედ დგეხართ საქართველოს მშვიდობისა და ხალხის კეთილ დღეობის სადარაჯოზე,ამიტ ომაც მჯერა რომ სულ მალე ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ გამთლიანებულ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში.
უღრმესი პატივისცემით ი,ნიკოლაძის 5ა-ში მცხობრები ქერელაშვილების ოჯახი.
 
 
0 #3 nana sandrosashvili 2012-01-15 00:50
vai sircxvilooooooo oo.magram ra aris gasakviri dgevandeli axalgazrdoba gana uketesia???? agarc ufrosi ician da arc ufrosi..dashishvldnen da dabozdnen...bichebi sadaca usacvlod ivlian da tavi kacebi qgoniat,,,sacod avebi vart xalxo...
 
 
0 #2 gela 2011-10-26 14:44
wavidess
 
 
0 #1 ella 2011-09-25 22:50
vai saqartvelos am dgis momscres, ,, adnajdi lebed i rak da shuka, ,, ai es shirs am maxinj oposizias eseni uaresebi arian nazebze, dageqzat xom xedavt qveyana tavze , ra sikvdil aketebt? vinaa alasania? ratom gaixade gubaz tavi salanzgavad? sirzxvili piradad sheni....
 

გააკეთე კომენტარი