201219სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები მსოფლიო

სომხეთის ცესკომ საპარლამენტო მანდატები გაანაწილა

6331179sarkisianსომხეთის მმართველმა პარტიამ, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია, პარლამენტში 69 მანდატი მოიპოვა. სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ პროპორციული სისტემით ხმათა 44,02 პროცენტი (40 მანდატი) მიიღო, ხოლო მაჟორიტარულით – 29 მანდატი.

საპროცესო შეთანხმება უკრაინაშიც დააკანონეს

viqtor_ianukovichiუკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა  სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს, რომელიც პარლამენტმა ერთი თვის წინ მიიღო. იგი ძალაში 6 თვის შემდეგ შევა.

ობამამ ერთსქესიან ქორწინებას მხარი დაუჭირა

1515obamaარჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მეტად სარისკო ნაბიჯი გადადგა – საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეცვალა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ, რომელის ამერიკული საზოგადოებისთვის  ერთობ საკამათოა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს 9 მაისს ობამას მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. ადრე პრეზიდენტისგან დაჟინებით მოითხოვდნენ მისი პოზიციის მკვეთრად დაფიქსირებას, მას შემდეგ, როცა ერთსქესიან ქორწინებას ვიცე–პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა მაღალჩინოსნებმა დაუჭირეს მხარი.

სირიაში ტერაქტმა 40–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

picture_siria_teraqti10 მაისს დამასკოში ტეროროსტული აქტის შედეგად 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ 170–ს გადააჭარბა. აფეთქება ცხრასართულიანი შენობის შესასვლელთან მოხდა, რომელშიც სირიის დაზვერვის შტაბ–ბინა მდებარეობს. შენობის ფასადი მთლიანად განადგურდა, დაინგრა მის სიახლოვეს მდებარე სახლებიც.

ტორნადოს გამო ათასობით იაპონელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

picture_tornadoიაპონიის აღმოსავლეთში 6 მაისის დამანგრეველი ტორნადოს შედეგად სამი ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ნგრევისა და ზარალის დაზუსტება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხა. 14 წლის მოზარდი სახლის ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. 56 ადამიანი დაშავდა.

მეთოდისტური ეკლესია ჰომოსექსუალიზმის დაგმობაზე უარს არ იტყვის

picture_metodistebiThe New York Times–ის ინფორმაციით, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესია – ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი პროტესტანტული ესია ჰომოსექსუალიზმის დაგმობაზე უარს არ იტყვის. ქალაქ ტამპაში (ფლორიდა) 3 მაისს გამართულ შეკრებაზე ეკლესიის წარმომადგენლებმა ხმა მისცეს იმას, როგორც მანამდე იყო აღიარებული, ჰომოსექსუალიზმი „შეუთავსებელია ქრისტიანულ სწავლებასთან“. მომხრე იყო დამსწრეთა 61 პროცენტი, წინააღმდეგი – 39%.

ლიბერიის ექსპრეზიდენტს 80 წლის ვადით პატიმრობა ემუქრება

liberia_33ბრალდების მხარემ ლიბერიის ექსპრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის მიმართ 80 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მანამდე ტეილორი სამხედრო დანაშაულობებში ბრალდებულად სცნო. 64 წლის ექსპრეზიდენტს 11 მუხლით, მათ შორის მკვლელობის, გაუპატიურების და ტერორიზმის, აგრეთვე კანიბალიზმის და მეზობელ სიერა–ლეონეში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივების გამო ედება ბრალი.

ამერიკაში თაღლითი ექიმების ქსელი გამოავლინეს

amerika_taglitobaაშშ–ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა და ჯანდაცვის მინისტრმა კეტლინ სიბელიუსმა 3 მაისს ამერიკაში თაღლითი ექიმების უმსხვილესი ქსელის გამოვლენის შესახებ განაცხადეს, რომლებიც ყალბი სამეცინო ანგარიშების წყალობით ფულს ითვისებდნენ. ქვეყნის მასშტაბით 83 ექიმი, მედდა და სამედიცინო სფეროს მუშაკი დააპატიმრეს, სულ კი 107 ადამიანია ეჭვმიტანილი.

ლიბიელმა რევოლუციონერებმა იმუნიტეტი შეიძინეს

pictureimuniteti3 მაისს ლიბიის ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხებაში მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი დევნა სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის დაუშვებელია. იმუნიტეტი ვრცელდება მათზეც, ვინც ამ პირებს დახმარებას უწევდა.

სარკოზიმ და ოლანდმა ტელედებატები გამართეს

li-sarkozy-hollande-620-rtrსაფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა 6 მაისს გასამართ არჩევნემდე ბოლო ტელედებატები გაამართეს. სარკოზიმ თავისი ეკონომიკური პოლიტიკა დაიცვა და აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ საფრანგეთში რეცესია არ ყოფილა.

ევროპაში რეკორდულად მაღალი უმუშევრობაა

jobs2,,ევროსტატის” ინფორმაციით, ევროზონის ჩვიდმეტივე ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ 10.9 პროცენტამდე გაიზარდა და 1999 წელს ევროს დამკვიდრების შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.