სააგენტო Reuters–ის ინფორმაციით, ფრანგმა მუშებმა უმოქმედო მეტალურგიული ქარხანა Arcelor Mittal დაიკავეს, რათა ხელისუფლების ყურადღება უმუშევრობის პრობლემას მიაქციონ.
ორშაბათს, 20 თებერვალს 200 მუშა ქარხნის ცარიელ ოფისებში შევიდა. პროდუქციაზე მოთხოვნის არარსებობის გამო ამ ქარხნის ერთმა მარტენის ღუმელმა 2011 წლის ივლისში შეაჩერა მუშაობა, ხოლო მეორემ – დეკემბერში. სულ ახლახანს ქარხნის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ღუმელების ამუშავებას არ გეგმავს.
აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ქარხანა საერთოდ დაიხურება. ამაზე ისიც მოწმობს, რომ უკანასკნელ ხანს მომუშავეთა ნახევარი – 3 ათასი კაცი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მუშები აქციის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე ქარხნის მომავლის ბედი საბოლოოდ არ გაირკვევა.


