ბრიტანულმა ბანკმა Lloyds-მა მის ისტორიაში პირველად ხელმძღვანელობა ორი მილიონი გირვანქა სტერლინგის გარეშე დატოვა. ბანკი ბონუსებს 10 ტოპ–მენეჯერს უკვეცავს. მათ შორისაა აღმასრულებელი დირექტორი ერიკ დენიელსი.
ასეთი გადაწყვეტილება 2008 წელს კლიენტების საკრედიტო პოლისების წარუმატებელი რეალიზაციის გამო მიიღეს, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა 3,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის კომპენსაცია გადაეხადა.
შედეგად დენიელსი 600 ათას გირვანქას დაკარგავს, დირექტორთა საბჭოს კიდევ სამი წევრი კი 250 ათასის გარეშე დარჩება. ხელმძღვანელობის ნაწილი 100 ათას გირვანქა სტერლინგს ვერ მიიღებს.ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანული ბანკი ხელმძღვანელებს ბონუსებს ფინანსური მონაცემების გაუარესების შემდეგ უუქმებს.
Lloyds Banking Group-ი დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი კრედიტორია. პარასკევს კომპანია საკუთარ ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, დოკუმენტში 3,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ზარალის შესახებ იქნება საუბარი.ჯგუფის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონიო ხორტა-ოსორიომ განაცხადა, რომ 2011 წლის ბონუსზე უარს ამბობს.


