კომპანია Olympus-ის ინდოეთის ფილიალის ტოპ-მენეჯერმა დელის გარეუბანში თავი მოიკლა. გაზეთ The Times of India-ს ინფორმაციით, 49 წლის ცუნომი ომორიმ, რომლის განყოფილებასაც ინდოეთში სამედიცინო მოწყობილობები შეჰქონდა, საბავშვო ბაღის ღობეზე ჩამოიხრჩო თავი.
ცხედართან პოლიციელებმა იაპონურ ენაზე შედგენილი ორი წერილი იპოვეს. ერთ-ერთ მათგანში ეწერა: „მაპატით, რომ შეგაწუხეთ“. მეორის შინაარსი კი არ ხმაურდება. ტოპ-მენეჯერის თვითმკვლელობა Olympus-ის გარშემო მიმდინარე სკანდალის ფონზე მოხდა. ნოემბერში კომპანიის მენეჯერმა განაცხადა, რომ 20 წლის განმავლობაში Olympus-ი 1,7 მილიარდი დოლარის ზარალს მალავდა, რათა აქციების ღირებულება გაეზარდა.
16 თებერვალს კომპანიის ყოფილი პრეზიდენტი ცუესი კიკუკავა დააპატიმრეს. მანამდე კორპორაციამ სასამართლოში სარჩელი მასსა და 18 სხვა მენეჯერის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც სკანდალში იყვნენ გარეულნი.
სკანდალის პერიოდში Olympus-ის აქციები 50%-ზე მეტად გაუფასურდა.


