201219სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები მსოფლიო მსოფლიო ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 60–ს გადააჭარბა

ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 60–ს გადააჭარბა

picture_teraqti_erayiსააგენტო Reuters–ის ინფორმაციით, ერაყში ჩადენილი ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობამ 60–ს გადააჭარბა. დაჭრილია ასეულობით ადამიანი.

ტერაქტები ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში, ძირითადად, შიიტურ რაიონებში განხორციელდა. ტერორისტების სამიზნეს პოლიციის შენობები წარმოადგენდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტერაქტები ერაყში ამერიკული ჯარის გაყვანის პარალელურად გახშირდა. დაძაბულობას ამძაფრებს მმართველი შიიტების უმრავლესობასა და სუნიტურ უმცირესობას შორის დაპირისპირებაც. სუნიტები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ, რაც შიიტი პრემიერ–მინისტრის, ნური ალ–მალიკის მთავრობამ სუნიტური პოლიტიკური კოალიციის „ალ–ირაკიას“ წევრებს ბრძოლა გამოუცხადა.

იანვრის განმავლობაში ერაყში ტერაქტებს 100–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დეკემბერში 50 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პასუხისმგებლობა აფეთქებებზე „ალ–ქაიდამ“ აიღო.

გააკეთე კომენტარი