გაეროს გენერალურმა მდივანმა კოლეგებთან ფეხბურთის თამაშისას მარცხენა ხელი მოიტეხა. მისი პრესმდივნის განცხადებით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ პან გი მუნს თვენახევარი თაბაშირით სიარული მოუწევს.
კომენტარები (1)
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოლეგებთან ფეხბურთის თამაშისას მარცხენა ხელი მოიტეხა. მისი პრესმდივნის განცხადებით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ პან გი მუნს თვენახევარი თაბაშირით სიარული მოუწევს.
ამერიკულმა კორპორაციამ, რომელიც Apple–ის კომპიუტერული პროგრამების წარმოებით და უზრუნველყოფით არის დაკავებული, Iphone-ს ახალ დანამატს საკუთარი თავის განადგურება ასწავლა. IPhone SiRi-ს პროგრამა საკუთარ თავს გაანადგურებს, თუ არასწორ პაროლს რამდენჯერმე შეიყვანენ.
ჟურნალი „ლიბერალი“ აღლუმის შემდეგ გამართული ნადიმის შესახებ ვიდეო და აუდიო მასალას ავრცელებს. ჟურნალისტ ნანა ნასყიდაშვილის სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციის დღის აღსანიშნავად გორში გამართული აღლუმის დასკვნითი ნაწილი ტელეკამერების ობიექტებს მიღმა დარჩა.
„ლიბერალმა“ მოიპოვა აღლუმის შემდგომ გამართული ნადიმის აუდიოჩანაწერი და შორიდან გადაღებული ფოტოები. სუფრაზე წარმოთქმულ სადღეგრძელოებს შორის იყო ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოც. თამადამ შინაგან საქმეთა მინისტრს „თანამედროვეობის ლეგენდა“ უწოდა.
ადოლფ ჰიტლერი „შამანიზმით“, ბნედით და დევნის მანიით იყო დაავადებული. ამის შესახებ საიდუმლო მოხსენება იუწყება, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვისთვის 1942 წელს მოამზადეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკერდიმ ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი 1942 წელს რეიხსტაგში გაკეთებული მოხსენების მიხედვით შეადგინა. მას შემდეგ ეს საიდუმლო მოხსენება სოციოლოგ მარკ აბრამსის ოჯახში ინახებოდა. როგორც ჩანს, ბრიტანეთის დაზვერვაში ეს მოხსენება არც კი წაუკითხავთ.
ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში რამდენიმე წელია ტუალეტი არ ფუნქციონირებს და ამ პრობლემის გადაჭრა ხელისუფლებამ "პოლიტიკურ ჭრილში" გადაწყვიტა.
პინგვინის მოპარვის გამო ორი ბრიტანელი ტურისტი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის სასამართლომ 1000 ავსტრალიური დოლარით დააჯარიმა.
ბრიტანელმა ტურისტებმა პინგვინი პარკიდან მოიპარეს.
21 წლის რის ოუენ ჯოუსმა და 20 წლის კერი მიულსმა დანაშაული აღიარეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისნის საარჩევნო ოლქის მოგებას პოპულარული მომღერალის ლელა წურწუმიას მეშვეობით აპირებს. ამასთან, მმართველმა გუნდმა მომავალ პარლამენტში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც შეარჩია და ის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძეა, რომელიც ამჟამად დედაქალაქის მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებს.
მსოფლიოში ბოშათა დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღს საქართველოს სახალხო დამცველიც აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წვეულებათა დარბაზში სახალხო დამცველმა ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში ათასამდე ბოშა ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ისინი გარკვეული სტერეოტიპების გამო განყენებულ და მარგინალურ ჯგუფებად ითვლებიან.
უეფა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ,,ევრო- 2012”-ის სხვა წელს ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ უეფას წარმომადგენელმა მარტინ კალენმა განაცხადა.