201219სექ2012

მოკლედ:
Back მთავარი რუბრიკები რამე–რუმე რამე-რუმე გიგანტური ქვების წვიმა

გიგანტური ქვების წვიმა

გიგანტური ქვების წვიმაჩინეთის დასავლეთ პროვინცია ცინჰაიში მეტეორიტების წვიმა მოვიდა. თვითმხილველებმა პეკინელ სპეციალისტებს მოუთხრეს, რომ ქვების წვიმამდე ცაში აფეთქებების ხმა გაისმა. ასობით მეტეორიტი მიწაზე კვამლსა და უცნაურ ნათებაში ეცემოდა.

კოსმიური სხეულის სხვადასხვა ზომის ნამსხვრევები მთელ პროვინციაშია  მიმოფანტული. მათგან ყველაზე დიდი 12 კილოგრამსა და 500 გრამს იწონის. მიუხედავად ასეთი დიდი ზომის ქვების ჩამოცვენისა, ინფორმაცია ნგრევაზე ან მსხვერპლზე არ ვრცელდება.

ანალოგიური მოვლენა ჩინეთში 1976 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ მეტეორიტების წვიმამ ჩრდილო–აღმოსავლეთ პროვინცია ცზილინს გადაუარა.

 

გააკეთე კომენტარი