201219სექ2012

მოკლედ:
Back ისტორია

«ხსოვნა და დიდება წარუშლელია!»

stalini-4«ალბათ, სტალინის გარდა, ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ გააკეთებდა იმავეს იმ ომში ისეთი დაუნდობლობით, მოქნილობით ან მიზანსწრაფულობით, რასაც ასეთი არაადამიანური მასშტაბების ომის წარმატებით წარმართვა მოითხოვდა...»

სერ პიტერ უსტინოვი

ამ დღეებში გამარჯვებისა და დიდი სამამულო ომის 67 წლისთავის მოახლოვებისას, მთელ მსოფლიოში გავრცელდა ამბავი, რომ საქართველოში, ქალაქ გორში, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთებას აპირებენ. ჭეშმარიტად «ისტორიული გადაწყვეტილებაა» იმ პიროვნების უკვდავსაყოფად, რომელიც მსოფლიო ისტორიის ანალებში სამუდამოდაა ჩაწერილი!

შოთა ბუაძე: 60 წელია, რაც სტალინი აღარაა, მაგრამ უყვართ და ახსოვთ! სააკაშვილს ვინ გაიხსენებს 60 წლის შემდეგ?

shota-buadze_ გათახსირდა ხალხი! ახალი უნიტაზი 170 ლარი დამიჯდა, 30 ლარი მისი დაყენება და მაინც წყალს უშვებს! «ბრაკი» არაა, სანტექნიკოსია უვარგისი, მოუწესრიგებელი, როგორც ჩვენი ქვეყანა და მისი ხელისუფლება! რას აკეთებენ?! მხოლოდ ცოფიანი ძაღლებივით უყეფენ ივანიშვილს, კაცს, რომელიც სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს! _ შემომჩივის ერთდროულად უნამუსო, დაბალი კვალიფიკაციის სანტექნიკოსსა და არანაკლებ უნამუსო ხელისუფლებაზე დიდი სამამულო ომის მონაწილე, პროფესორი შოთა ბუაძე.

ვიბნევი კიდეც, რადგან საუბრის ასეთი დაწყება ჩემს გეგმაში არ შედის! ცოტაც და, ძირითად თემას _ სამამულო ომს _ გადავუხვევთ და ნაციონალების ლანძღვა-გინებაში უძვირფასეს დროს «სიცოცხლეს გამოვასალმებთ», რაც ნამდვილად არ ღირს.

დავით იაკობაშვილი: ჩვენ თავად ღარიბები ვართ და ეს მდიდარი დემოკრატიული ევროპა რას გვიგზავნის ამ საცოდავებს?! წაიყვანოს და თავად გამოკვებოს!

Untitled-iakobashvili_ არა, არა! არავითარი კავშირი არ მაქვს არც დიპლომატ თემურ იაკობაშვილთან და არც მოსკოველ მილიარდერ დავით იაკობაშვილთან. მე ქართველი იაკობაშვილი ვარ! _ მიღიმის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 88 წლის დავით იაკობაშვილი.

ჩემი დღევანდელი მასპინძელი საჩხერის რაიონის სოფელ ჯიხაში 1923 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა კონსტანტინე იაკობაშვილის, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. დედა _ მარიამი წარმოშობით აკაკის სოფლიდან _ სხვიტორიდან იყო და, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვდა დიდი პოეტი და ისიც, თუ როგორ შემოიკრეფდა გენიალური მოხუცი ბავშვებს და მოძღვრავდა: «ისწავლეთ, შვილებო, ისწავლეთ! ამაზე დიდ სიმდიდრეს ვერ მოიპოვებთო!»

სტალინის ეპოქა

5cfeb56de4ფიურერს სერიოზულად აეჭვებდა ამგვარი გრანდიოზული ოპერაციის განხორციელება. მაგრამ ასეთი ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ ვერ შეაფასა საბჭოთა მხედართმთავრების და, უწინარეს ყოვლისა, სტალინის სტრატეგიული ხედვა, რომელმაც ოპერაციის საერთო გეგმა გამოწვლილვითი შესწავლისა და დამუშავების შემდეგ დაამტკიცა.

რისკი ორივე მხრიდან უდიდესი იყო, მაგრამ სტალიონის სტრატეგია უფრო სწორი აღმოჩნდა. ამასთან ერთად, მან დაიცვა თავისი არმიები განადგურებისგან რეზერვებით დროული შევსება-ჩანაცვლების გზით. გერმანელებს ჩვენს ზურგში ღრმად შეჭრა რომ მოეხერხებინათ, მათ მოუწევდათ ბრძოლების გამართვა საომრად გამზადებული და კარგად გაწვრთნილ-აღჭურვილი ნაწილების წინააღმდეგ.

ანტისტალინური უნამუსობა

poster-1950hპაპულია _ სერგო ორჯონიკიძის ძმა

ხრუშჩოვი: «ბერია დაუნდობლად გაუსწორდა ამხანაგ ორჯონიკიძის ოჯახსაც. რატომ? იმიტომ, რომ ორჯონიკიძე ხელს უშლიდა ბერიას მზაკვრული ჩანაფიქრების განხორციელებაში. ბერია გზას იკაფავდა იმით, რომ თავიდან იცილებდა ადამიანებს, რომელთაც მისთვის ხელის შეშლა შეეძლოთ. ორჯონიკიძე ყოველთვის ბერიას წინააღმდეგი იყო, რასაც სტალინს ეუბნებოდა. იმის ნაცვლად, რომ გარკვეულიყო და განეხორციელებინა აუცილებელი ღონისძიებანი, სტალინმა უფლება მისცა, გაენადგურებინათ ორჯონიკიძის ძმა, ხოლო თვით ორჯონიკიძე ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ეს უკანასკნელი იძულებული იყო თავი მოეკლა».

მოსე მდინარაძე: Мой отец воевал, его отец воевал, его отец, его, его, его, его отец воевал тоже!

mose-mdinaradze«ანგრიონ, ანგრიონ! თითოეული წაქცეული ძეგლით მაგ პიროვნებას მხოლოდ ამაღლებენ

_ ბაბუ, ცოტა ხმამაღლა მელაპარაკე! არ მესმის კარგად... მეპატიება, 94 წლის, ოთხი თვის და სამი დღისა ვარ! _ მაფრთხილებს ომის ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი, მოსე მდინარაძე.

ერიჰა! 94 წლის ადამიანს დღეებიც ახსოვს! მართლაცდა, იმედი არ გამიცრუა ტიტე ლეპსაიამ, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, რეკომენდაცია რომ გაუწია ჩემს ახლანდელ რესპონდენტს!

_ რაო, ბაბუ, გაგიკვირდა, რომ კარგი მეხსიერება მაქვს? _ სულ უფრო და უფრო მაოცებს ბატონი მოსე.

«დაავიწყდა კია სერბეთს, რომ მას ბომბავდნენ»?

serbeti-dabombva24 მარტს 13 წელი შესრულდა ნატოს ძალების მიერ სერბეთის დაბომბვიდან. იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე 19 ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი იუგოსლავიისას 679-ჯერ სჭარბობდა. თავდასხმები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა. მოქმედებაში მოყვანილი იყო 1200 თვითმფრინავი, მათ შორის 850 – საბრძოლო. ავიადარტყმები იტალიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, საფრანგეთის, უნგრეთის ტერიტორიებიდან, აგრეთვე, აშშ-ის კონტინენტური ნაწილიდან განხორციელდა. ნატოს მონაცემებით, მათ მთლიანობაში 35 ათასი ავიადარტყმა მოახდინეს.

ავიაციის მოქმედებას სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ეხმარებოდა სამი ავიამზიდის, ექვსი დამრტყმელი წყალქვეშა გემის, ორი კრეისერის, შვიდი ფრეგატის შემადგენლობით. ხმელთაშუა ზღვაში ოთხი მსხვილი სადესანტო ხომალდი იმყოფებოდა ბორტზე 10 ათასი საზღვაო ქვეითით. ნატოს ავიაციამ 2300 საჰაერო დარტყმა განახორციელა 995 ობიექტზე.

ანტისტალინური უნამუსობა

«მეგრელთა საქმე»
ხრუშჩოვი: «ჭკუისსასწავლებელია, აგრეთვე, ვითომდა საქართველოში არსებული მეგრელთა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმე. ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, მიღებულია სკკპ ცკ-ის 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტის გადაწყვეტილებები. ეს დადგენილებები მიღებულია პოლიტბიუროში განხილვის გარეშე, სტალინი თვითონ კარნახობდა ამ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც პატიოსან კომუნისტებს ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულობანი. გაყალბებული მასალების საფუძველზე ამტკიცებენ, თითქოს საქართველოში არსებობს ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული იმპერიალისტური სახელმწიფოების დახმარებით საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია ამ რესპუბლიკაში. ამის გამო დაპატიმრებული იყო საქართველოს პასუხისმგებელი პარტიული და საბჭოთა მუშაკების მთელი რიგი.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ცილისწამება საქართველოს პარტიულ ორგანიზაციაზე».
ერთადერთ კონკრეტულ ბრალდებად, რომელსაც აქ გამოყოფს ხრუშჩოვი, წარმოდგენილია, თითქოს სტალინმა პირადად უკარნახა 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებების ტექსტები. საქმე კი სულ სხვაგვარად იყო.
1951 წლის 9 ნოემბერს პოლიტბიუროს მიერ მიღებული დადგენილება კომენტარებთან ერთად გამოქვეყნდა ერთ-ერთ სამეცნიერო კრებულში. რედაქტორებმა დააფიქსირეს სტალინის მიერ ჩასწორებული ყველა ფაქტი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უკავშირდება ფორმულირების დაზუსტებას, სხვა შემთხვევაში _ არბილებს თავდაპირველ, საკმაოდ მკვეთრ ბრალდებებს ნაციონალიზმში. ეს და მეორე _ 1952 წლის მარტის დადგენილებები მიღებულია პოლიტბიუროს სხდომებზე განხილვის შედეგად.
ხრუშჩოვის ბრალდება, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სტალინს, ლაყბობაა, ამასთან, _ სრულიად უსაფუძვლო. დოკუმენტები ადასტურებს: საქმის გაჩენის ჭეშმარიტი მიზეზი იყო «ბრძოლა საქართველოს ხელმძღვანელობაში კლანურობის წინააღმდეგ» და _ სხვა არაფერი.
1953 წლის 10 აპრილს, ანუ სტალინის გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე, ცკ-ის პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად სახელმწიფო უშიშროების ყოფილ მინისტრ იგნატიევს ბრალი ედებოდა დაპატიმრებულთა წამებასა და გამოძიების მასალების გაყალბებაში. 1953 წლის 1 აპრილს ბერიას მიერ პრეზიდიუმში გაგზავნილი წერილის მიხედვით, იგნატიევს ბრალად ედებოდა «ექიმების საქმის» ფაბრიკაცია, ხოლო 5 აპრილს ცკ-ის წევრების გამოკითხვის საფუძველზე (მათ შორის, ხრუშჩოვის მონაწილეობითაც) გულგრილი დამოკიდებულების გამო იგნატიევი გაათავისუფლეს ცკ-ის მდივნის თანამდებობიდან. დაბოლოს, 28 აპრილს, კვლავ ხრუშჩოვის თანხმობით, იგნატიევი გამოიყვანეს ცკ-ის შემადგენლობიდან. ბერიამ 1953 წლის 25 ივნისს ცკ-ის პრეზიდიუმისთვის გაგზავნილ წერილში იგნატიევი დაადანაშაულა იმაში, რომ მისი თანხმობით რიუმინმა და მისმა სხვა ხელქვეითებმა გამოიყენეს წამების მეთოდი მათ მიმართაც, ვისაც «ლენინგრადის საქმე» შეეხო.
და ამ ყველაფრის მიუხედავად, სწორედ ხრუშჩოვმა ბერიას დაპატიმრების შემდეგ ხელი შეუწყო იგნატიევის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაბრუნებას.
ბორის ნიკოლაევსკი «დახურული მოხსენების» კომენტარებში, რომლებიც ჟურნალ «ნიუ ლიდერში» გამოქვეყნდა, წერს, რომ «მეგრელთა შეთქმულების» შესახებ საქმე სწორედ იგნატიევის ინიციატივით იყო შეთითხნილი და აგორებული.
კანონისა და სინდისის წინაშე
ცოტა ხნით გადავდოთ გროვერ ფერის წიგნი და შევეცადოთ, გავერკვიოთ იმ საყოველთაო მასობრივ მოვლენაში, რომელიც რეაბილიტაციის ხრუშჩოვისეულმა დათბობის ტალღამ გამოიწვია.
თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს იმის მტკიცება, რომ სტალინის დროს რეპრესირებული ყველა მოქალაქე ალალმართალი იყო კანონისა და სინდისის წინაშე. ხაზი გავუსვათ: კანონისა და სინდისის წინაშე!
მაგრამ ანტისტალინელებისთვის ასეთი შეთავსება არ არსებობს, იმ კლიშეებით, რომლებიც მათ დაამკვიდრეს, რეპრესიები აუცილებლად უკანონოა, რეპრესირებულები აუცილებლად უბრალონი არიან.
როგორ უნდა გავარკვიოთ კანონიერი და უკანონო? რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მოცემულ პირთა ქმედების არსებული კანონმდებლობით შეფასების გზით. ეს ხომ ალფა და ომეგაა მართალი სამართლის ქმნისა.
თუ ადამიანი მსჯავრდებულია კანონის თანახმად ისეთი ქმედებისთვის, რაც იმ დროს დანაშაულად არის მიჩნეული, იგი კანონიერად არის დასჯილი. თუ მისი ბრალი არ დადასტურებულა და მაინც დასაჯეს, ე. ი. უკანონოდაა დასჯილი.
როცა საუბარია ბრალეულობასა და უდანაშაულობაზე, ერთის მხრივ, და სამართლიანობაზე, მეორე მხრივ, იდეალურ შემთხვევაში ორივე მხარე ერთმანეთს უნდა დაემთხვეს. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ყოველთვის ასე არ ხდება.
ამგვარი მსჯელობით იგორ პიხალოვი თავის ნაშრომში «არიან კი უბრალონი «რეპრესიის მსხვერპლნი» მიდის იმ დასკვნამდე, რომ იურიდიული თვალსაზრისით «მსხვერპლთა» რეაბილიტაციის პროცედურა სრულიად არაკორექტული იყო.
«უდანაშაულო მსხვერპლთა» კატეგორიას, რომლებიც რეაბილიტირებული უნდა ყოფილიყვნენ, მიაკუთვნეს პირები, რომლებიც დასაბუთებულად იყვნენ ბრალდებულნი მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედების გამო, რომლებიც სტალინის პერიოდში კანონსაწინააღმდეგოდ იყო მიჩნეული.
რომელ ქმედებებზეა ლაპარაკი? უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წყობილების შესახებ აშკარად ცრუ გამონაგონის წინასწარი განზრახვით გავრცელება და ანტისაბჭოთა აგიტაცია.
ანტისტალინისტების შეხედულებით კი ასეთი ქმედება დანაშაული არ არის, ე. ი. სახელმწიფომ არ უნდა დაიცვას თავისი პატივი და ღირსება?! ნებისმიერ ადამიანს, მათი აზრით, უფლება უნდა ჰქონდეს, არა მარტო გაავრცელოს ჭორი, ლანძღოს და თათხოს სახელმწიფო ორგანოები, არამედ მოუწოდოს ხალხს ამ სახელმწიფო წყობილების დამხობისკენ.
ამგვარი ქმედებისგან თავის დასაცავად აშშ კონგრესმა ჯერ კიდევ 1918 წლის 16 მაისს მიიღო «ჯაშუშობის შესახებ აქტის» შესწორება», რომლის ძალით მსგავს ქმედებაში შემჩნეულებისთვის შეიძლება მიესაჯათ ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან 10 ათასი დოლარი ჯარიმა (მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო).
მაგრამ რახან ანტისტალინელები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა სახელმწიფო «დანაშაულებრივი მოვლენაა», მის მიერ სახელმწიფო წყობილების დაცვა ხელყოფისგან დანაშაული და უკანონობაა, ე. ი. რეპრესირებულები ავტომატურად უდანაშაულონი არიან.
აი, ასეთი მარტივი ლოგიკაა. საინტერესოა, რომ სასამართლო პრაქტიკაში პირველად პროკურატურის ორგანოებს მიენიჭა განსაკუთრებული უფლება სისხლის დანაშაულში მხილებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციისა მაშინაც კი, როცა ამ საქმეებზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, რეაბილიტაციის პროცედურა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე რეაბილიტაციაზე უარის თქმის დადგენილი წესი, ამიტომ პროკურორები პრაქტიკულ საქმიანობაში ამ რთულ, მრავალსაფეხურიან ინსტანციებში საქმის «სიარულს» მარტივ გადაწყვეტილებას არჩევდნენ: რეაბილიტირებულ იქნას.
ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მრავალი საქმე, თავის დროზე კონტრრევოლუციურ დანაშაულად რომ იყო კვალიფიცირებული, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული იყო.
აი, ამის მაგალითები, რომლებიც ამოკრეფილია სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის მესამე სამმართველოს მეექვსე განყოფილების მიერ შედგენილი ანტისაბჭოთა გამოვლინებებისა და უმნიშვნელოვანესი შემთხვევების მიმოხილვიდან, რომელშიც გაანალიზებული იყო 1941 წლის აპრილის  პერიოდი:
«უზბეკეთის სსრ-ში იუსუპოვმა, რომელიც 1938 წელს გაირიცხა კოლმეურნეობიდან და გასამართლებული იყო საკოლმეურნეო ქონების გაფლანგვისთვის, მოკლა კოლმეურნეობის თავმჯდომარის მოადგილე დამინოვა (თავისი ყოფილი ცოლი) იმიტომ, რომ უკანასკნელმა ამხილა იუსუპოვი როგორც მტერი და ყალთაბანდი.
მ. წ. 3 აპრილს ქალაქ გორკის #342-ე ქარხნის მუშამ კარაბანოვმა მოკლა იმავე ქარხნის ოსტატი შარაპოვი იმიტომ, რომ შარაპოვმა კარაბანოვი სასამართლოს გადასცა როგორც სამუშაოს გამცდენი».
1941 წლის მაისის ანალოგიური მიმოხილვიდან:
ორლოვის ოლქის ულიანოვსკის რაიონის კოლმეურნეობა «Кპთყნძღ Пრორყკრვ»-ის წევრმა მოისეევმა 14 მაისს ნაჯახის დარტყმით ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პირველადი პარტორგანიზაციის მდივანს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს პანოვს იმის გამო, რომ უკანასკნელმა უარი თქვა, გაეშვა იგი კოლმეურნეობიდან დამატებით საშოვარზე. მოისეევი დაპატიმრებულია.
2 მაისს პენზის ოლქის ტერნოვის რაიონის სოფელ დურასოვკას კოლმეურნე იგნატ ვასილის ძე მიტროხინი შეეცადა მოეკლა კოლმეურნეობის ბრიგადირი მიტროხინი იმის გამო, რომ უკანასკნელი მას ამხელდა როგორც უქნარას. იგნატ მიტროხინი მიიმალა.
30 მაისს როსტოვის ოლქის გულიაი-ბორისოვის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის ყოფილმა ტრაქტორისტმა კრავცოვმა ფანჯარაში სროლის შედეგად თავში დაჭრა კოლმეურნეობის «Gენმ Kტყბყფ» თავმჯდომარე პერელიგინი შურისძიების ნიადაგზე, რადგან იგი მას ამხელდა როგორც უქნარას და სამუშაოს გამცდენს. კრავცოვი დაპატიმრებულია».
ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულობანი არ შეიძლება ჩაითვალოს «ანტისაბჭოთა გამოვლინებად». თეორიულად ამგვარი საქმეები პოლიტიკურიდან სისხლის სამართლის საქმეებად უნდა იქნას გადაკვალიფიცირებული და კვლავ გაიგზავნოს სასამართლოში. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და «სტალინიზმის მსხვერპლთა» ეს კატეგორია «რეაბილიტირებულთა» რიგებს ავსებს.
სამაგიეროდ არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა სხვა კატეგორიის მსჯავრდებულთა მიმართ. აი, რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ  ინტერვიუში «პერესტროიკის» მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ იაკოვლევი:
_ უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა თქვენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარეს; შედარებით ახლახან _ ერთი თვით ადრე გარდაცვალებამდე ბერიას ვაჟმა, სერგომ მოგმართათ მამამისის რეაბილიტაციის თხოვნით, განიხილეთ ეს განცხადება?
_ ...თუ მკაცრად იურიდიულად ვილაპარაკებთ, ბერიაც, ეჟოვიც, იაგოდაც, აბაკუმოვიც უნდა იყვნენ (ამის ხმამაღლა თქმაც კი საშინელებაა) რეაბილიტირებულები. ისინი დაიხვრიტენ იმის გამო, რაც არ გაუკეთებიათ: ისინი არც რამდენიმე დაზვერვის ჯაშუშები, არც დივერსანტები და არც მსგავსი რამ არ ყოფილან. მაგრამ ისინი ჯალათები არიან, რომლებმაც მილიონობით ადამიანი მოკლეს! მაშასადამე, ისინი თავიდან უნდა გასამართლდნენ და თავიდან დაიხვრიტონ. მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ვარ დასახელებული კომისიის თავმჯდომარე, მე არა თუ არ დავაყენებ ამ საკითხს, არც განვიხილავ მას. ჩვენ კიდევ დაგვრჩა განსახილველი 400 ათასი უდანაშაულო ადამიანის სარეაბილიტაციო საქმეები, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ ბერიას და მის მსგავსთა ბრძანებით. მე მესმის აწ გარდაცვლილი სერგო ბერიას გრძნობების, მაგრამ მე ანგარიში უნდა გავუწიო მილიონობით უდანაშაულოდ მოკლული ადამიანის შვილებისა და ნათესავების გრძნობებს».
ამრიგად, ბატონმა იაკოვლევმა ურცხვად აღიარა, რომ არ უცდია და არც ეცდებოდა «მკაცრად იურიდიულად» მიდგომოდა რეაბილიტაცის საკითხებს. მაშ, რომელი კრიტერიუმებით განსჯიდა იგი, თუ ვინ იყო უდანაშაულო მსხვერპლი და ვინ კიდევ _ ჯალათი და მკვლელი?
სტალინის საბჭოთა კავშირში კი სწორედ კანონებს იცავდნენ, რაც აღიარა ულიბერალულესმა ალექსეი კაზანიკმა, რომელიც რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორად დაინიშნა 1993 წლის 5 ოქტომბერს, თეთრი სახლის დაცხრილვის მეორე დღეს:
«იცით, _ განაცხადა მან, _ მე ხომ სამოციანელი ვარ. ირკუტსკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩვენ გვავალებდნენ _ ხრუშჩოვის დათბობის პერიოდი იყო _ საკურსო შრომების დაწერას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც განხილული იყო ოცდაათიან-ორმოცდაათიან წლებში.  ჩემდა გასაოცრად, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავრწმუნდი, რომ სტალინის დროს კანონიერება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ ირღვეოდა, მოქმედებდა დრაკონული კანონები, რომლებიც სრულდებოდა კიდეც». («იზვესტია», 1993 წლის 13 ოქტომბერი, «ალექსეი კაზანიკმა იპოვა პირველი თანამოაზრე გენერალურ პროკურატურაში»).
უფრო მეტიც, იმ დროში იშვიათობა არ იყო გამამართლებელი განაჩენებიც. ასე მაგალითად, 1936 წლის მეორე ნახევარში სასამართლოებმა გაამართლეს 8,1 პროცენტი 58-10 მუხლით ბრალდებული (ანტისაბჭოთა აგიტაცია), 1937 წელს _ 2,4 პროცენტი, 1938 წელს _ 5,7 პროცენტი. შედარებისთვის: 2001 წელს რუსეთის სასამართლოებმა გამოიტანეს 0,5 პროცენტი გამამართლებელი განაჩენი, 2002 წელს _ 0,77 პროცენტი, 2003 წლის პირველ სამ თვეში _ 1 პროცენტი.
უფრო სამარცხვინო მდგომარეობაა საქართველოში, სადაც გამამართლებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 0-ს არ ასცილებია.
«ბრალდების დამტკიცების დედოფალი»
ორი სიტყვა აუცილებლადაა სათქმელი «სტალინის თვითნებობის» მამხილებელთა ამოჩემებული არგუმენტის შესახებ _ თითქოს იმდროინდელი ყველა ბრალდება აგებული იყო «ხალხის მტრების» პირად აღიარებაზე, ხოლო ნივთიერი მტკიცებულებანი არ არსებობდა.
მართლაც, იყო თუ არა ნივთმტკიცებანი? იქნებ იყო? ან იყო და გაქრა მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვის სარეაბილიტაციო კომისიების წევრებმა მაგრად აურ-დაურიეს ხელი არქივებისა და სასამართლოების მასალებში?
მაინც როგორი მასალების არსებობას მოითხოვენ? ნუთუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ შეთქმულებმა უნდა შეადგინონ თავიანთი საიდუმლო შეკრებების ოქმები ან რეგულარულად წერონ ჯაშუშების პატაკები? ამგვარ საქმეებში  ნივთმტკიცებულებათა შეკრება ძალიან რთულია. მაგალითისთვის გავაანალიზოთ ის მეთოდები, რომლებითაც სჯიან ჯაშუშობაში დადანაშაულებულ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს.
ერლ ედვინ პიტსი, აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი. ჯერ საბჭოთა, შემდეგ რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა 1992 წლამდე. აშშ-ს კონტრდაზვერვამ საბჭოთა კავშირიდან გადაბარგებული პირისგან შეიტყო, რომ პირსი ყოფილი საბჭოთა აგენტი იყო და 1995 წლის აგვისტოში მიუგზავნა პროვოკატორი, რომელმაც შესთავაზა, განეგრძო თანამშრომლობა რუსეთის დაზვერვასთან. მომდევნო 16 წლის განმავლობაში ეს «თანამშრომლობა» აქტიურად მიმდინარეობდა, პირსი მოიპოვებდა საიდუმლო მასალებს და სანაცვლოდ იღებდა მნიშვნელოვან გასამრჯელოს. ბოლოს _ 1996 წლის 18 დეკემბერს იგი დააპატიმრეს. თავდაპირველად იგი კატეგორიულად უარყოფდა მისთვის წაყენებულ ბრალდებებს,  მაგრამ 1997 წლის 28 თებერვალს მაინც აღიარა დანაშაული. ეს ნებაყოფლობითი აღიარება დაკავშირებული იყო აშშ-ში არსებულ სასამართლო გარიგების პრაქტიკასთან: პიტსს შესთავაზეს, ეღიარებინა დანაშაული და ეთანამშრომლა გამოძიებასთან, სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ არ მიუსჯიდნენ სამუდამო პატიმრობას. შედეგად ამერიკულმა სასამართლომ მას «მხოლოდ» 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რობერტ სტივენ ლიპკა. 1965-1967 წლებში, ეროვნული უშიშროების სააგენტოში მუშაობის დროს, იგი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა, შემდეგ, დემობილიზაციის გამო, შეწყვიტა კონტაქტი. გასცა მოღალატემ _ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა. ლიპკას პასუხისგებაში მისაცემად ლიპკას მიუჩინეს დაზვერვის ფედერალური ბიუროს თანამშრომელი, რომელმაც თავი გააცნო «კაპიტან ნიკიტინად» და შესთავაზა განეგრძო თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ლიპკამ 5 ათასი დოლარი მიიღო, «კაპიტან ნიკიტინს» არავითარი ინფორმაცია არ გადასცა, მაგრამ 1996 წლის 23 თებერვალს იგი მაინც დააპატიმრეს. სასამართლო პროცესის დროს მან აღიარა, რომ თანამშრომლობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან. მას 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.
რონალდ უილიამ პელტონმა 1980 წელს დაიწყო თანამშრომლობა საბჭოთა დაზვერვასთან. გასცა მოღალატე ვიტალი იურჩენკომ, მაგრამ შემდეგ იურჩენკო მოულოდნელად დაბრუნდა სსრკ-ში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა პელტონის სასამსახურო ტელეფონში, მის ბინაში, მანქანაში, აგრეთვე, საყვარლის ბინაში დააყენეს მიყურადების მოწყობილობები, ვერავითარი სამხილის მიღება ვერ მოახერხეს. იძულებული გახდნენ, მოეშველიებინათ «ბრალდების დედოფალი». 1985 წლის 24 ნოემბერს პელტონი დასაკითხად გამოიძახეს, გააცნეს იურჩენკოს ჩვენებები და ურჩიეს, ეღიარებინა საბჭოთა დაზვერვისთვის საიდუმლო ცნობების მიწოდების ფაქტი, სანაცვლოდ დაჰპირდნენ «შემწყნარებლობას». მაგრამ როგორც კი მიიღო ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ სასურველი აღიარება, პელტონი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების თანამშრომლებთან საუბრის გარდა სხვა სამხილი პელტონის წინააღმდეგ წარდგენილი არ ყოფილა, ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ იგი დამნაშავედ მიიჩნია. ეს მოხდა 1986 წელს. პელტონს სიცოცხლის სამი ვადით პატიმრობა მიესაჯა.
ოლდრიჩ ჰეიზენ ეიმსი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსანი თანამშრომელი. იგი საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა 1985 წლიდან, გადაცემული აქვს უამრავი ფასეული ინფორმაცია. არავითარი კანონიერი სამხილი ამერიკის კონტრდაზვერვას მის წინააღმდეგ არ ჰქონდა. ოფიციალური ვერსიით, ეიმსის მიმართ ეჭვი გაჩნდა იმის გამო, რომ მისმა დანახარჯებმა მისსავე შემოსავლებს გადააჭარბა. მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ იგი გასცა ვიღაცამ მოსკოვში, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო საქმიანობაზე ხელი მიუწვდებოდა. შედეგად 1994 წლის 21 თებერვალს იგი დააპატიმრეს. აშშ კონტრდაზვერვას იმედი ჰქონდა, რომ მას სამხილებს აღმოუჩენდნენ. მაგრამ იმედი გაუცრუვდა: ეიმსი «სუფთა» იყო. მაშინ ამერიკის სასამართლო სისტემაში არსებული პრაქტიკის საფუძველზე მოხდა გარიგება ეჭვმიტანილსა და სასამართლო გამოძიებას შორის. ეიმსმა აღიარა, რომ დამნაშავეა. 1994 წლის 28 აპრილს მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე.
ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ დღევანდელ აშშ-ში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს, როგორც წესი, პროვოკაციის საშუალებით ამხელენ, ხოლო ასამართლებენ საკუთარ აღიარებით ჩვენებაზე დაყრდნობით, რაც იქ დამკვიდრებული სასამართლო გარიგების პროცედურის მეშვეობით ხდება.
ასე რომ, თითის გაშვერა მაინც და მაინც სტალინის ეპოქისდროინდელ აღიარებით ჩვენებაზე, როგორც ბრალის დადასტურების «დედოფალზე», სხვას თუ არაფერს, იმას მაინც ნიშნავს, რომ საკუთარ თვალში დირეს შეგნებულად ვერ ამჩნევენ.
«გადაწყვეტილების შეცვლა მიზანშეუწონელია»
კანონიერების დარღვევის შემთხვევები სტალინის დროს, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც დღეს სურთ, დაგვარწმუნონ. მაგრამ პარადოქსულია, რომ მათგან ბევრი, ვინც 1930-იან წლებში უდანაშაულოთა საქმეებს აკოწიწებდა, რისთვისაც კანონიერად დაისაჯა კიდეც, მოხვდა «უკანონოდ რეპრესირებულთა» ხრუშჩოვისეულ სიებში.
მათგან ერთ-ერთია სახელმწიფო უშიშროების პირველი რანგის კომისარი სტანისლავ რედენსი, რომელიც ჯერ შინსახკომის მოსკოვის ოლქის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, შემდეგ კი _ ყაზახეთის სსრ შინაგან საქმე და სახალხო კომისრად. 1940 წლის 21 იანვარს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა ჯაშუშური საქმიანობისთვის, შეთქმულთა ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის, რომელიც შინსახკომის სისტემაში მოქმედებდა, აგრეთვე, საბჭოთა მოქალაქეების მასობრივი უკანონო დაპატიმრების გამო.
მისი ცოლის _ ანა ალილუევას (სტალინის ცოლის და) საჩივრების საფუძველზე რედენსის საქმე 1957 წელს დამატებით შეისწავლეს. დადასტურდა, რომ რედენსი მასობრივად და უსაფუძვლოდ აპატიმრებდა საბჭოთა მოქალაქეებს, თანამშრომლებისგან მოითხოვდა დაპატიმრებულთა მიმართ გამოეყენებინათ ფიზიკური ძალადობა და ამ გზით მიეღოთ გამოგონილი ჩვენებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 1957 წლის 10 ივნისს რედენსის რეაბილიტაციაზე ითქვა უარი.
მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ალილუევამ კვლავ მიმართა ხრუშჩოვს, რომელმაც გასცა განკარგულება _ რეაბილიტირებულ იქნას! 1961 წლის 9 ნოემბერს სსრკ გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ დაამტკიცა სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის დასკვნა, 16 ნოემბერს კი სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, რედენსის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ «შინსახკომის მოსკოვის ოლქის სამმართველოს უფროსად და ყაზახეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად მუშაობის პერიოდში რედენსი მასობრივად და უკანონოდ აპატიმრებდა საბჭოთა მოქალაქეებს, დაპატიმრებულთა მიმართ იყენებდა გამოძიების უკანონო მეთოდებს და აყალბებდა გამოძიების მასალებს. მისი ამგვარი ქმედება კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თანამდებობრივი დანაშაულის გამო», ე. ი. ქმედებები უკანონოა, დასჯადია, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის თვალსაზრისით მიზანშეწონილია რედენსის რეაბილიტაცია.
«პერესტროიკის» პერიოდში ყაზახეთის მთავარი ჩეკისტის საქმე კვლავ ამოტივტივდა. გაირკვა, რომ რედენსი უკანონოდაა რეაბილიტირებული, მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება. სსრკ გენერალური პროკურორის მოადგილის ი. აბრამოვისა და იაკოვლევის კომისიის მდივნის ნ. სავინკინის მიერ შედგენილ ცნობაში ნათქვამია:
«სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლა ამჟამად შეუძლებელია, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 27 წელიწადზე მეტია გასული, ხოლო კანონით საქმის გადახედვა... შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში».
ამიტომაც ძალაში დარჩა რედენსის რეაბილიტაცია. ამხანაგმა ალექსანდრე იაკოვლევმა კი პოლიტბიუროს კომისიის 1989 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა შემდეგი: «როგორც ჩანს, უნდა დავეთანხმოთ ი. აბრამოვისა და ნ. სავინკინის წინადადებას. ჩვენ ვეთათბირეთ ა. ლუკიანოვს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ე. სმოლენცევს. არ შევალთ წინადადებით სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში და არაფერს მივცემთ ჟურნალში «Известия ЦК КПСС».
იაკოვლევს არავინ შეპასუხებია.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

kalinini-stalini-molotovi_462«მეგრელთა საქმე»

ხრუშჩოვი: «ჭკუისსასწავლებელია, აგრეთვე, ვითომდა საქართველოში არსებული მეგრელთა ნაციონალისტური ორგანიზაციის საქმე. ამ საკითხზე, როგორც ცნობილია, მიღებულია სკკპ ცკ-ის 1951 წლის ნოემბერსა და 1952 წლის მარტის გადაწყვეტილებები. ეს დადგენილებები მიღებულია პოლიტბიუროში განხილვის გარეშე, სტალინი თვითონ კარნახობდა ამ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც პატიოსან კომუნისტებს ბრალად ედებათ უმძიმესი დანაშაულობანი. გაყალბებული მასალების საფუძველზე ამტკიცებენ, თითქოს საქართველოში არსებობს ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული იმპერიალისტური სახელმწიფოების დახმარებით საბჭოთა ხელისუფლების ლიკვიდაცია ამ რესპუბლიკაში. ამის გამო დაპატიმრებული იყო საქართველოს პასუხისმგებელი პარტიული და საბჭოთა მუშაკების მთელი რიგი.
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ცილისწამება საქართველოს პარტიულ ორგანიზაციაზე».

სტალინის ეპოქა

არსებობს სავსებით დამაჯერებელი ვარაუდი, რომ ჰესი მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩერჩილთან ფიურერის დავალებით. იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთავაზობდა ერთობლივ _- ინგლის-გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ჩერჩილმა უარი თქვა ამგვარ ავანტიურაზე, მაგრამ აღუთქვა ბერლინს, რომ ნეიტრალიტეტის პოზიციას დაიკავებს გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დროს.
ასეთი დაპირებით ჩერჩილმა აიცილა ბრიტანეთის კუნძულებზე გერმანიის შემოჭრის საშიშროება, მიუქსია გერმანია საბჭოთა კავშირს და შემდგომი მანევრირების შესაძლებლობა მიიღო.
ბევრის მთქმელია, რომ ინგლისში ჰესის დაშვების შემდეგ მისი დაკითხვის ოქმები დღემდე გამოქვეყნებული არ არის. არადამაჯერებელია ვარაუდი, რომ რუდოლფ ჰესი ფსიქიურად არანორმალური იყო, ხოლო მისი აქცია _ ექსტრავაგანტული ქმედება: ძალიან მაღალი მდგომარეობა ეკავა ამ კაცს ნაცისტურ სახელმწიფოში.
ჰიტლერს შეატყობინეს, რომ სტალინს აინტერესებს არა ინგლისში გერმანული დესანტის საეჭვო პრობლემა, არამედ ინგლისის მოლაპარაკებისა გერმანიის და აშშ-ის კომპრომისის შესაძლებლობის შესახებ. გერმანელებს შეეძლოთ დაერტყათ ბრიტანეთის რესპუბლიკის მთავარი სატრანსპორტო არტერიისთვის _ სუეცის არხისთვის და შეჭრილიყვნენ ახლო აღმოსავლეთში. სტალინს მიაჩნდა, რომ მოვლენები სწორედ ასე შეიძლება განვითარებულიყო. მით უფრო, რომ იაპონიამ, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა ტერიტორიაზე, თავისი ძალისხმევა წარმართა სამხრეთ-აზიაში კოლონიების დასაპყრობად. ლოგიკური იქნებოდა, თუ ჰიტლერი შეეცდებოდა, გაბატონებულიყო ნავთობით მდიდარ ამ რეგიონში. სტალინს ყველა საფუძველი ჰქონდა, დროის მოგების იმედად ყოფილიყო, მით უფრო, რომ ომამდე მოლაპარაკება უნდა გამართულიყო.
ვიშლევი ამასთან დაკავშირებით ამბობს: «ჰიტლერს სურდა, ეს იმედი დარჩენოდა სტალინს, თვითონ კი ჰქონოდა  მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობა. ამ მიზნით 1941 წლის მაისში მან დაიწყო ფართომასშტაბიანი სადეზინფორმაციო კამპანია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერმახტი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან ჯარის ნაწილებს თავს იყრის იმ მიზნით, რომ სსრკ-მა მიიღოს გერმანიის «მოთხოვნა», რათა მას იჯარით გადაეცეს უკრაინა და უზრუნველყოს გერმანელების მონაწილეობა ბაქოს ნავთობის ექსპლუატაციაში. მეორე დეზინფორმაცია: ბერლინი აპირებს, მოსთხოვოს საბჭოთა კავშირს სამხრეთის რაიონების ტერიტორიით თავისი შეიარაღებული ძალების გატარება ახლო აღმოსავლეთისკენ. იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ ჩერჩილი თანახმაა ჰიტლერთან გასარიგებლად, რაც ახლოს იყო სიმართლესთან. ასეთ მოლაპარაკებას შეიძლება ჩაეშალა ინგლის-ამერიკა-საბჭოთა კავშირის კოალიციის შექმნის მცდელობაც კი.
დეზინფორმაციული მასალები ვრცელდებოდა ევროპული დედაქალაქების საინფორმაციო საშუალებებში და დიპლომატიურ კორპუსებში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საბჭოთა საზღვრებთან გერმანიის ჯარების კონცენტრაცია ბლეფია, ხოლო გერმანია-საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობათა მშვიდობიანი მოგვარება გარდაუვალია. ამ ცნობებს აწვდიდნენ კრემლს.
სტალინი, შეცდომა თავიდან რომ აეცილებინა, უყურადღებოდ არაფერს ტოვებდა. ერთი მხრიდან იტყობინებოდნენ, რომ გერმანია მზად არის სსრკ-ზე თავდასასხმელად. მეორე მხრიდან ირწმუნებოდნენ, რომ ნაცისტური ხელმძღვანელობა განახორციელებს «ფსიქოლოგიურ დაწოლას», რათა გაიმაგროს «ძალის პოზიცია» მომავალ მოლაპარაკებაში.
ამასთან ერთად, დაზვერვა პატაკობდა, რომ ნაცისტურ ხელმძღვანელობაში ერთსულოვნება არ სუფევს: ჰიტლერი ცდილობს, შეინარჩუნოს მშვიდობა საბჭოთა კავშირთან და განაგრძოს ომი ინგლისთან, ვერმახტის ხელმძღვანელობა კი სსრკ-გერმანიის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ამის თავიდან ასაცილებლად, სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა, «არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს».
ომის დაწყების თარიღის შესახებ ცნობები, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ათასნაირი მოდიოდა. გადიოდა ეს ვადები და ომი არ იწყებოდა, რაც ერთგვარად ამშვიდებდა სტალინს.
22 ივნისიც შეიძლება მორიგი ყალბი პროგნოზი გამომდგარიყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომისთვის მზადება გაძლიერებულად მიმდინარეობდა. კერძოდ, წითელი არმიის მსხვილი ნაწილები კონცენტრირდებოდა დასავლეთ საზღვრებთან. ამას ზოგიერთი დღევანდელი ავტორი იმის დამამტკიცებელ ფაქტად მიიჩნევს, რომ სტალინი გერმანიაზე თავდასასხმელად ემზადებოდა, ჰიტლერმა კი მხოლოდ დაასწრო მას. ასეთი პოზიციის უსაფუძვლობას ამტკიცებს როგორც საბჭოთა, ისე გერმანული დოკუმენტები. გერმანელების ოპერატიულ დაგეგმვაში საბჭოთა ჯარების შეტევითი მოქმედება მხედველობაშიც არ იყო მიღებული: ვერმახტი დარწმუნებული იყო, რომ სტალინი ასეთ უაზრო ნაბიჯს არ გადადგამდა.
«წითელი არმიის ნაწილების გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში არმოყვანა, მოწმობდა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა შეტევით პოზიციაზე არ იდგა, _ წერს ო. ვიშლევი, _ ასეთ პირობებში გერმანიაზე თავდასხმა საბჭოთა კავშირისთვის უაზრო და ძალიან საშიშ ავანტიურაში ჩართვას ნიშნავდა. სტალინი ავანტიურისტიობისგან შორს იდგა, იგი ძალიან ფრთხილი და ანგარიშიანი პოლიტიკოსი იყო. ეს ყველაფერი დღეს, სამწუხაროდ, ავიწყდებათ «პრევენტული ომის» მომხრეებს.
ჰიტლერმა მოაწყო ინსცენირება, თითქოს ერთ-ერთ ნაცისტურ გაზეთში დაბეჭდილ გებელსის სტატიაში გაჟონა სრულიად საიდუმლო ინფორმაციამ ინგლისში გერმანიის შეჭრის შესახებ. ტირაჟი სასწრაფოდ იქნა კონფისკებული. სტალინმა ეს შემთხვევა ასე შეაფასა: პრობრიტანულად განწყობილმა გებელსმა გააფრთხილა ლონდონი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რათა ჩაეშალა ეს გეგმა, ინგლისთან ომი უპერსპექტივოდ ექცია და ხელი ებიძგა ჰიტლერისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
ამ ინსცენირებას სტალინმა 1941 წლის 13 ივნისის საკდესის განცხადებით უპასუხა, რომლითაც გერმანიას შეფარულად მოუწოდებდა ორმხრივი მოლაპარაკებისკენ, მაგრამ ჰიტლერი დუმდა.
სტალინი მაინც არ კარგავდა მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყების იმედს. იგი ეყრდნობოდა ინფორმაციას, რომელიც მასთან იყრიდა თავს იმ არხებიდან, რომლებიც მთელი ძალით მუშაობდა ომისწინა დღეებსა და საათებში.
საბჭოთა დიპლომატებისა და დაზვერვის ცნობები ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. უკანასკნელ წლებში ცალკე გამოარჩევდნენ იმათ, რომელთა მიხედვით ომი შეიძლება 22 ივნისს დაწყებულიყო. ეს თითქოს ადასტურებდა სტალინის ავადმყოფურ უნდობლობას, მაგრამ ძალიან ადვილია კრიტიკოსობა ფაქტის მოხდენის შემდეგ _ «უკანა რიცხვით». მაგრამ მაშინ სსრკ-ის ავტორიტეტულ ანალიტისოკთაგან არავის შეეძლო დაედასტურებინა ამ მონაცემების უტყუარობა. მით უფრო, უფრო ადრე მოსულ შეტყობინებებში დასახელებული «ზუსტი» ვადები ისე გავიდა, რომ გერმანია საბჭოთა კავშირს თავს არ დასხმია, ან რისი გაკეთება შეიძლებოდა რამდენიმე დღეში?! წინა ორი თვის მანძილზე წითელი არმიის ნაწილები დასავლეთში ისედაც  მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი კი ივნისში უკვე შეუდგა გადაიარაღებას. ისე ჩანდა, რომ კრიზისმა უკვე ჩაიარა.
სტალინს ჰქონდა გარკვეული იმედი, რომ თავდასხმის წინა დღეებში მაინც შეძლებდა ომის თავიდან აცილებას. სუდოპლატოვი იხსენებს: მოსკოვის სასტუმრო «მეტროპოლში» საბჭოთა კონტრდაზვერვამ ხელთ იგდო ორი გერმანელი დიპლომატიური შიკრიკი. ერთი, ვითომ შემთხვევით, ლიფტის კამერაში ჩაკეტეს, მეორე _ მისი ნომრის საბაზანოში. ლიფტში «გაჭედილი» კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ხუთ წუთში «გაათავისუფლეს», მანამდე კი მისი დიპლომატი გახსნეს და გადაიღეს იქ ჩადებული დოკუმენტები. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირში გერმანიის ელჩის, გრაფ შულენბურგის წერილი რიბენტროპისადმი, რომლითაც იგი იტყობინებოდა, რომ მზად არის, იყოს შუამავალი სსრკ-გერმანიას შორის არსებულ წინააღმდეგობათა მოწესრიგების საქმეში. შულენბურგი 1939 წლის პაქტის ერთ-ერთი ინიციატორი და შემდგენელი იყო. იგი, კაიზერის სკოლის ძველი დიპლომატი, ერთგულებდა გერმანიის რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაურთველობის ბისმარკისეულ ტრადიციას და ამას საქმით ადასტურებდა. ამიტომ საბჭოთა ხელმძღვანელობაში მას ნდობით ეკიდებოდნენ, ასე იყო მისდამი განწყობილი სტალინიც. (1944 წელს შულენბურგი გესტაპომ დახვრიტა).
სუდოპლატოვი წერდა: «მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებული ომის ნიშნები აშკარა იყო, ეს დოკუმენტი, შულენბურგის პოზიცია და მისი მაღალი რეპუტაცია გვარწმუნებდა, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების კარი ჯერ კიდევ დახურული არ არის».
მაშ ასე: ურთიერთსაწინააღმდეგო ხმების, მოარული მოსაზრებების, ურთიერთსაწინააღმდეგო დიპლომატიური და დაზვერვის პატაკების, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგამომრიცხავი ნაკადი 22 ივნისამდე შეუჩერებლად იზრდებოდა. ინიციატივა ჰიტლერის მხარეს იყო, სტალინს ისღა დარჩენოდა, რომ დალოდებოდა მოწინააღმდეგის მორიგ სვლას. ასეთი იყო ობიექტური სიტუაცია იმ დროს.
შეიძლება გვეჩვენოს, რომ მოცემულ ეტაპზე ჰიტლერის დიპლომატია სტალინისაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. ამას ვერ დავეთანხმებით.
მოლაპარაკებაზე უარის თქმა პრიმიტიული დიპლომატიური აქციაა, რომელიც ან მხოლოდ სისუსტეს ამტკიცებს იმ მხარისას, რომელიც ორთაბრძოლას თავს არიდებს, ან მისი მზაკვრულობის ნიშანია. მაგრამ ეს მაინც არ არის მთავარი. ნებისმიერ შერკინებაში, მით უფრო, ხანგრძლივ დაპირისპირებაში, ცალკეული წარუმატებლობანი ბუნებრივი მოვლენაა. რთულ სიტუაციებში მათ თავიდან ყოველვის ვერ აირიდებ. აქ მთავარია არა კერძოობა, არამედ საერთო შედეგი. საბოლოო შედეგი სტალინის ტრიუმფი იყო.
სტალინურმა დიპლომატიამ გაიმარჯვა, რადგან მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, უპირატესობას ანიჭებს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, არ გააჩნია აგრესიული გეგმები და პატიოსნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ჰიტლერული დიპლომატია მისი სრული ანტიპოდი იყო.
1941 წელს ჰიტლერმა განაცხადა: «სტალინი _ რუსეთის მბრძანებელი, გონიერია. იგი არასოდეს ღიად არ გაილაშქრებს გერმანიის წინააღმდეგ». და კიდევ: «სანამ სტალინი ცოცხალია, არავითარი საშიშროება არ გვემუქრება: იგი საკმარისად ჭკვიანი და ფრთხილია».
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რომელიც ძალიან მოდური იყო «პერესტროიკის» პერიოდში: მაშ, როგორ გავიგოთ საბჭოთა ჯარების მიერ ბალტიისპირეთის, ბელარუსისა და უკრაინის დასავლეთი რაიონების ოკუპაცია?
პასუხს გვიკარნახებს ფაქტი: საბჭოთა ჯარების შეყვანას ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში და ამ ქვეყნების სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლას პრაქტიკულად არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუწვევია. მხოლოდ აღმოსავლეთ პოლონეთის რაიონში, სადაც ჩვენი ჯარები შევიდნენ ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ნიშნავს, რომ ძალადობრივი ოკუპაცია არ მომხდარა. ამ ქვეყნების ხალხებმა და მთავრობებმა სსრ კავშირთან შეერთების აქტი მეტ-ნაკლებად ნორმალურად აღიქვეს.
გერმანული ოკუპაცია ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ტრაგედიად და დამონებად შემოუბრუნდებოდა, რასაც ნაცისტების გეგმა ითვალისწინებდა.
ამასთან, საზღვრის გადატანის მცდელობას ლენინგრადიდან ფინეთის ტერიტორიის სიღრმეში ომი მოჰყვა, რომელსაც (სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე) სსრ კავშირის 127 ათასი მეომრის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვება აქ საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა, თუმცა სტალინის მიერ დასახული მიზანი შესრულდა. შედეგად _ სამამულო ომის პერიოდში შესაძლებელი გახდა ლენინგრადის გადარჩენა (ფინელები ხომ ჰიტლერელთა მხარეს იბრძოდნენ).
ფინეთის შედარებით მცირე ტერიტორიის ოკუპაცია (მისთვის საბჭოთა ტერიტორიით კომპენსაციის დაპირებით) სისხლისმღვრელ ომად დაგვიჯდა. ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისა და პოლონეთის მნიშვნელოვანი ოლქების შემოერთება კი მშვიდობიანი გზით მოხერხდა. აი პრინციპული სხვაობა ოკუპაციასა და სახელმწიფოსთან მიერთებას შორის. სსრ კავშირის საზღვრების დასავლეთისკენ გადაწევით სტალინმა თავდაცვის დამატებითი მიჯნა შექმნა სწორედ მაშინ, როცა საბჭოთა სახელმწიფოს დიდი განსაცდელი დაემუქრა. როგორც სახელმწიფო მოღვაწე იგი აბსოლუტურად მართალი იყო. ეს ტერიტორიები ჰიტლერულ გერმანიას რომ რგებოდა, გამარჯვება სამამულო ომში გაცილებით ძვირი დაგვიჯდებოდა.
სრული მარცხი
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიის, ფაქტობრივად კი, მთელი კონტინენტური ევროპის ომის საწყის ფაზაში მიღწეული წარმატებები ჰიტლერს იმედს აძლევდა, რომ, თუ სტალინი არა, მისი შესაძლო შემცვლელები გამოაცხადებდნენ კაპიტულაციას. ჰიტლერელთა ამ გათვლას შესრულება არ ეწერა.
ორიოდ სიტყვა იმაზე, იყო თუ არა «მოულოდნელი» სტალინისთვის ომის დაწყება? გიორგი ჟუკოვის მოგონების თანახმად, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას სტალინს ეძინა. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ იგი მშვიდად იყო და არ ესმოდა, თუ როგორი დაძაბულობა იყო ქვეყანაში. აი, რას გვამცნობს კრებული «დოსიე და თანამედროვეობა» (#6, 2003 წელი):
«ომის წინა დღეს ჟუკოვი საოცრად მოკლედ აღწერს, სათქმელს ბოლომდე არ ამბობს. იმაზე, თუ რა ხდებოდა 21 ივნისს, მის წიგნში სიტყვაც არ არის ნათქვამი. ომის დაწყების შესახებ საუბარს ჟუკოვი 22 მაისის ღამიდან იწყებს. მისი სიტყვებით, დირექტივა სასაზღვრო ჯარების საომარ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ 22 ივნისის 0:30 საათზე გაიგზავნა. რატომ ასე დაგვიანებით? სტალინმა ამის შესახებ მითითება ჯერ კიდევ დღისით გასცა (!). ჟუკოვი ამას ვერ გვიხსნის».
შესაძლებელია, ეს მიგვანიშნებს, რომ ჟუკოვი, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა, ან არ ჩქარობდა, ან სხვა საქმეებით გაერთო. არადა, მას დაზვერვის მონაცემებით შეეძლო დაედგინა თავდასხმის საშიშროება.
მოგვიანებით, ხრუშჩოვის მცდელობის შედეგად ასეთი უზრუნველობა მხოლოდ სტალინს დაბრალდა, რომელიც ზედმეტად ენდო ჰიტლერის სამშვიდობო დაპირებებს. მაგრამ უეჭველია, რომ სტალინი ფიურერს არავითარ შემთხვევაში არ ენდობოდა. სტალინს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა ერთისა _ დაეცადა და იმედი ჰქონოდა, რომ ფიურერის თავდასხმა მომდევნო წლისთვის იყო გადადებული (ამის შესახებ წინა პუბლიკაციაში დაწვრილებით ვილაპარაკეთ).
მაგრამ ამის მიუხედავად, მაშინ მაინც გაიცა განკარგულება დასავლეთ საზღვრებისკენ გასაგზავნად მოემზადებინათ ნაწილები, რომლებიც ციმბირში იმყოფებოდა.
იმის შესახებ, თუ რა განწყობილება სუფევდა ქვეყანაში სამამულო ომის დაწყებამდე თვე-ნახევრით ადრე, მოგვითხრობს ერთ-ერთი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ენვერ მურატოვი. 5 მაისს დღისით იგი, ამხანაგების ჯგუფთან ერთად მივიდა კრემლში საზეიმო მიღებაზე. შესვლისას ისინი არ გაუჩხრეკიათ (გაიხსენეთ მითი სტალინის საშინელი ეჭვიანობის შესახებ. ბანკეტზე ერთ-ერთმა გენერალმა სადღეგრძელო წარმოთქვა:
_ ამხანაგებო! გთხოვთ, შესვათ მშვიდობის სადღეგრძელო, გაუმარჯოს სტალინურ სამშვიდობო პოლიტიკას, ამ პოლიტიკის შემოქმედს, ჩვენს დიდ ბელადსა და მასწავლებელს, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს.
სტალინმა პროტესტის ნიშნად ხელი გაიქნია, სიტყვა მოითხოვა. შესამჩნევად ღელავდა, აი, მთავარი, რაც მან თქვა:
_ ამ გენერალს ვერაფერი გაუგია... გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი სოციალისტური სამშობლო, რომელიც მოიპოვეს მშრომელებმა ლენინური  კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი დიადი სამშობლო... მოსპოს მილიონობით საბჭოთა ადამიანი, ცოცხლად გადარჩენილები კი მონებად აქციოს. ჩვენი სამშობლოს გადარჩენა შეიძლება მხოლოდ ომით ფაშისტურ გერმანიასთან და გამარჯვებით ამ ომში. გთავაზობთ, დავლიოთ ომის სადღეგრდელო, გაუმარჯოს შეტევას ომში, ჩვენს გამარჯვებას ამ ომში!
ბოლო წინადადებამ შეიძლება აფიქრებინოს ზოგიერთებს, რომ სტალინი გეგმავდა, პირველს დაეწყო ომი, ჰიტლერმა კი აჯობა ეშმაკობით და დაასწრო. მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ცოტას მაინც ერკვევა ამ საკითხებში, იცის, რომ ფართო შეტევის განსავითარებლად აუცილებელია შესაბამისი გეგმის დეტალური დამუშავება, ფრონტის ხაზისკენ უდიდესი ოდენობის ჯარის თავმოყრა და ა. შ. მსგავსი არაფერი საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა, ჰიტლერულ გენშტაბს კი წინასწარ დამუშავებული ჰქონდა თავდასხმის გეგმა («ბარბაროსა») და, ამასთან ერთად, განახორციელა თავისი არმიების ამ გეგმასთან შეფარდებული დისლოცირება. სტალინის სიტყვები, რომლებიც მან ბანკეტზე წარმოთქვა, ადასტურებს, რომ იგი უდიდესი სერიოზულობით და შეშფოთებით აღიქვამდა მისთვის მიწოდებულ ცნობებს და პატაკებს მაისის შუა რიცხვებში მოსალოდნელი ფაშისტური შეტევის შესახებ.
სამამულო ომის პირველი თვეების შესახებ გავრცელებული ცნობები შეგნებულად დამახინჯებულია და სიცრუის ნიშნითაა აღბეჭდილი. მაგალითად, ასახელებენ სრულიად წარმოუდგენელ ციფრებს გერმანელების ტყვეობაში მოხვედრილი წითელარმიელებისა და მეთაურების შესახებ: 2,5 მილიონსა და მეტსაც კი _ ომის პირველ თვეებში, საერთოდ კი _ 3,6 მილიონს. მაგრამ, როგორც გაირკვა, გერმანელები ტყვეებად მიიჩნევდნენ სამოქალაქო პირებისაც. ერთ-ერთ გერმანულ ბრძანებაში მითითებული იყო: «ცალკეული დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ და მოულოდნელად ხელთ იგდოთ იქ მყოფი მამაკაცები 15-დან 65 წლამდე, თუ მიიჩნევთ, რომ მათ, იარაღის ტარება შეუძლისთ... განუცხადეთ, რომ ისინი ითვლებიან სამხედრო ტყვეებად...»
დაბოლოს _ საერთო დანაკარგების შესახებ. დაზუსტებული მონაცემებით, ომში ჩვენმა დანაკარგმა 6,5 მილიონი შეადგინა, ოკუპაციაში დაიღუპა 13,6 მილიონი. ომის პირველ ორ წელიწადში ომში 1,7-ჯერ მეტი საბჭოთა სამხედროს დაცება, აიხსნება მტრის შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ტექნიკური აღჭურვილობის უპირატესობით.
მაგრამ აღნიშნული პერიოდის ჩვენმა დამარცხებებმა მორალურად ვერ გატეხა ხალხი, წითელი არმია, სტალინი, თუმცა მაშინ მდგომარეობა კრიტიკული იყო და 1941 წლის შემოდგომაზე სერიოზულად განიხილავდნენ ჰიტლერის ფიზიკური ლიკვიდაციის ავანტიურისტულ გეგმასაც კი. მოსკოვის დაცემის შემთხვევაში თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო სამხედრო აღლუმის დროს წითელ მოედანზე. 1942 წელს კი გადაწყვიტეს, მოეკლათ ჰიტლერი ეინიცის მისსავე საველე ბანაკში.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე
vistuplenie-stalina-po-radi_463არსებობს სავსებით დამაჯერებელი ვარაუდი, რომ ჰესი მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩერჩილთან ფიურერის დავალებით. იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სთავაზობდა ერთობლივ _- ინგლის-გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ჩერჩილმა უარი თქვა ამგვარ ავანტიურაზე, მაგრამ აღუთქვა ბერლინს, რომ ნეიტრალიტეტის პოზიციას დაიკავებს გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დროს.
ასეთი დაპირებით ჩერჩილმა აიცილა ბრიტანეთის კუნძულებზე გერმანიის შემოჭრის საშიშროება, მიუქსია გერმანია საბჭოთა კავშირს და შემდგომი მანევრირების შესაძლებლობა მიიღო.
ბევრის მთქმელია, რომ ინგლისში ჰესის დაშვების შემდეგ მისი დაკითხვის ოქმები დღემდე გამოქვეყნებული არ არის. არადამაჯერებელია ვარაუდი, რომ რუდოლფ ჰესი ფსიქიურად არანორმალური იყო, ხოლო მისი აქცია _ ექსტრავაგანტული ქმედება: ძალიან მაღალი მდგომარეობა ეკავა ამ კაცს ნაცისტურ სახელმწიფოში.

სტალინის ეპოქა

Kampf_um_Stalingrad_Siegesაპირებდნენ, თავს დასხმოდნენ ჰიტლერს გერმანიაშიც. ამის ორგანიზატორი იყო შემდგომში ცნობილი საბჭოთა მოკრივე . მიკლაშევსკი, რომელიც საბჭოთა დაზვერვის მიერ ჩანერგილი იყო ვერმახტში, როგორც «ნებაყოფლობლით ტყვედ ჩაბარებული». მან შესანიშნავად გამოიყენა მსოფლიო ჩემპიონ შმერლინგის მისდამი მეგობრული დამოკიდებულება და შეაღწია ვერმახტის უმაღლეს წრეებში. მიკლაშევსკიმ შეიმუშავა ჰიტლერზე თავდასხმის გეგმა ბერლინის ერთ-ერთ თეატრში. ამ გეგმის განხორციელებაში მას დაეხმარებოდა ჰიტლერის საყვარლის _ ევა ბრაუნის მეგობარი, იმ დროს ცნობილი კინოვარსკვლავი ოლგა ჩეხოვა (ანტონ ჩეხოვის ცოლის ნათესავი, ცნობილი მსახიობის _ ანტონ ჩეხოვის ძმისშვილის მიხაილ ჩეხოვის ყოფილი ცოლი).

ანტისტალინური უნამუსობა

specbanakiსტალინის ეპოქით დაინტერესებული მკითხველები ხშირად რეკავენ რედაქციაში და გვთხოვენ მივუთითოთ ის წიგნები, რომელთა თარგმანებს «საქართველო და მსოფლიო» ნომრიდან ნომერში აქვეყნებს.

ვუპასუხებთ: წიგნი ორია, რომელთაც ეფუძნება ჩვენი პუბლიკაციების სიუჟეტური განვითარების მთავარი ხაზი. ეს წიგნებია: ამერიკელი ანალიტიკოსის, გროვერ ფერის წიგნი «ანტისტალინური უნამუსობა», რომლის რუსული თარგმანი 2007 წელს გამოიცა, და რუსი მკვლევარების: რუდოლფ ბალანდინისა და სერგეი მირონოვის «სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები. პილსუდსკიდან მაო ძედუნამდე», რომელიც 2004 წელს გამოიცა.