201219სექ2012

მოკლედ:
Back ახალი ამბები

ევროპაში უნდათ, – რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ!

ballotbox2ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველომ საარჩევნო კოდექსში ზოგიერთი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

საქართველო უმუშევრობის დონით რეგიონში ჩემპიონია

25872_113297968685284_100000152442267_266094_5672339_nევროკავშირის ანგარიშის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ყველაზე მაღალია. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2011 წლის ანგარიშის თანახმად, ზუსტი მონაცემები სიღარიბის შესახებ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა სოციალური სააგენტოს მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის მხოლოდ მესამედი იმყოფება.

პარლამენტი ივანიშვილს საქართველოში ცხოვრების ცენზს უმცირებს

8158bizinaინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება, საქართველოში ცხოვრების ცენზი 5 წლამდე შემცირდა.

კონტროლის პალატა ივანიშვილის კომპანიას აკოტრებს

20680კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს მენეჯმენტ სერვისი 5 იო ლარამდე თანხით დააჯარიმა.

კომპანიის დირექტორმა ბესიკ დემეტრაშვილმა განაცხადა: „ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევა. ჩემი კომპანია გაკოტრების პირასაა, რადგან კონტროლის პალატის მიერ დაწესებული ჯარიმა ჩემს მფლობელობაში არსებულ აქტივებს აღემატება. დაახლოებით 5 მლნ ლარის ოდენობით დაგვაჯარიმეს”.

კომპანიის ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე კონტროლის პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

უგულავას 2–3 მილიონი ლარი სჭირდება

ugulava_g_02დღეს თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. თბილისის მერის განცხადებით, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას დედაქალაქში 2-3 მილიონი ლარი დასჭირდება. ზარალის სრული ოდენობა დადგენილი არ არის.

ძლიერი სეტყვა საგარეჯოს რაიონში

terjola_wvimaსაგარეჯოს შემოგარენის სოფელებში მანავში, თოხლიაურში, პატარძეულსა და ნინოწმინდაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახები და ხეხილი ბაღები მთლიანად გაანადგურა. სეტყვა ნახევარ საათს გაგრძელდა, 15 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეტბორა.

თბილისში ორი თვითმკვლელობა მოხდა

e183a2e18395e18398e183a2e1839be18399e18395e1839ae18394e1839ae1839de18391e18390ვაკეში 56 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი, ხოლო თემქაზე 25 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.

ერთი ოლიმპიელი ვარსკვლავი ნაცმოში, მეორე – „ქართულ ოცნებაში“

giorgi_asanidzeსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ, ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძე ქართული ოცნების რიგებში შესვლის შესახებ ზურაბ ზვიადაურის განცხადებას  გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში გაერთიანებული ზურაბ ზვიადაური გააზრებულ, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამს და საკუთარ იმიჯს არ შელახავს.

ჩამოინგრა სომხური ეკლესია, რომელზეც საპატრიარქოს ორი დღით ადრე ყური არ მიუგდეს!

cea544956136ee8a3d194824e5676c8eწუხელ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესია ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებით, შენობა ავარიული იყო და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ძველი სომხური ეკლესიის ნგრევა თბილისში 13 მაისის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააჩქარა. მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება, რომ ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომლის შესახებაც ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის გაფრთხილებას უკმაყოფილება მოჰყვა. გაფრთხილებიდან ორ დღეში კი ეკლესია მართლაც ჩამოიქცა.

ნატოს სამიტზე გაფართოებაზე მსჯელობას არც აპირებენ

2D0AB48E-49E6-4D95-B9AD-659AE22AEEB9_w640_r1_sრადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ჩიკაგოს სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნება. ალიანსის მოახლოებულ სამიტზე ნატო „ძალიან მკაფიოდ“ აღიარებს საქართველოს პროგრესს. ამ საკითხს რასმუსენი შეეხო დღეს, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ. ჩიკაგოში  საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა.

წყალდიდობას პატიმრებიც ემსხვერპლნენ?

wyaldidoba-ortachalaთბილისში გავრცელდა ხმ იმის შესახებ, რომ 13 მაისის წყალდიდობას გამოცხადებული 5 ადამიანის გარდა ორთაჭალის მეშვიდე საპყრობილის პატიმრებიც ემსხვერპლნენ. საპყრობილის ე.წ. „ნულოვან“ სართულზე კარცერებია და არავინ იცის, იქ იმყოფებოდნენ თუ არა პატიმრები. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს არ იყო ადიდებული მტკვარი. წყალმა კრწანისის ხელოვნური ტბებიდან კატერიც კი ჩამოიტანა. წყალი შევარდა მეშვიდე საპყრობილეშიც (შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა). მის ეზოში მაშველები ნავებით გადაადგილდებოდნენ. ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა იმან, რომ დაიწყო შენობის დემონტაჟი.

ჟურნალისტები მე–9 არხის დატოვებას აპირებენ

20120202090936tvსააგენტო ჯეონიუსის ინფორმაციით, „მეცხრე არხის საცდელი მაუწყებლობით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიის ელიტა უკმაყოფილოა. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ რამდენიმე დღის წინ უკმაყოფილება გამოხატა ტელევიზიის მიერ მისი ინტერვიუს დაჩეხვის გამო.

მოსახლეობის პროტესტი და მერიის უზრდელი მოხელე

4923agmmmmtspress-ის ინფორმაციით, ათ მაისს, ღამით, აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობის ნაწილი ხეების მასობრივად ჩეხვას აპროტესტებდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში დაალოებით 45 ასწლოვანი ხის მოჭრა იგეგმებოდა. მერიის წარმომადგენელმა აღმაშენებლის გამზირზე ხეების ჩეხვის გამო შეკრებილ მოსახლეობასა და ჟურნალისტებს უცენზურო ჟესტით მიმართა.

ფილიპ გორდონი: საქართველოს ნატოში შესვლა უახლოეს მომავალში არ მოხდება

99203f287b62052a70e6b352fc623725ამერიკა არ არის მზად, ისაუბროს საქართველოს მზადყოფნაზე ნატოში შესასვლელად, თუმცა, მზად არის, დახმარება გააგრძოს იმ მოთხოვნების შესასრულებლად რომლებიც საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმარება,“ - განაცხადა 10 მაისს სენატის საერთაშორისო კომიტეტის სხდომაზე აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

ამერიკაში უკვე დაისვა კითხვა – რის ხარჯზე შენდება საქართველო?

25872_113297968685284_100000152442267_266094_5672339_nგამოცემა New York Times–მა გამოაქვეყნა ჰელი სვიზლენდ ედვარდის სტატია სათაურით „საქართველოს კონსტრუქცია“, რომელშიც ავტორი ოთხი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს ტურისტულ ზონებში მესაკუთრეებისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტებს აანალიზებს

ნაცმოძრაობამ პენსიონერებს და უმწეოებს წინასაარჩევნო ამნისტია გამოუცხადა

parlamentiსოციალურად დაუცველი პირები და ასაკით პენსიონერები უბილეთოდ მგზავრობისთვის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებისთვის ჯარიმებისგან გათავისუფლებიან. წინასაარჩევნო ამნისტია პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამნისტია ერთჯერადი იქნება.

ხელისუფლებამ საარჩევნო წელს მოსახლეობის აღწერაზე უარი თქვა

a980საქართველოს მთავრობის 30 აპრილის #157 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია. დღეს კი საქსტატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში იმისთვის შეიკრიბება, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღი დადგინოს. საარჩევნო წელს რომ მოსახლეობის აღწერას აღარ აპირებენ, ეს საქსტატის განცხადებიდანაც ჩანს.

ქართული ბარბაროსობას მთელი მსოფლიო აპროტესტებს

capracaucამერიკელმა ბლოგერმა გამოააშკარავა, რომ ქართული ტურისტული კომპანიები ლას ვეგასში პრეზენტაციებს აწყობენ და ამერიკელებს საქართველოში ჯიხვების, ასევე გადაშენების პირას მყოფი მურა დათვების და კავკასიური როჭოების დახოცვის სერვისს სთავაზობენ. სააგენტო მედია–ნიუსის ინფორმაციით, ლინ ჰამილტონმა ინტერნეტში განათავსა პეტიცია, რომელიც საქართველოში გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვას ითვალისწინებს. პეტიცია ქსელში უკვე 16 ათას 804 ხელმომწერი ჰყავს.

ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში ჩამოხრჩობილი იპოვეს

preview_atenსააგენტო ჯი–ეიჩ–ენის ინფორმაციით, ათენში საქართველოს მოქალაქე გიორგი ხუცურაული საკუთარ სახლში ჩამოხრჩობილი იპოვეს. ბერძენმა სამართალდამცავებმა საქმე სუიციდის ფაქტზე აღძრეს. ხუცურაული საბერძნეთში სამუშაოდ ექვსი თვის წინ წავიდა.

ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამას ბერძენი სამართალდამცავები გაარკვევენ.

კომპიუტერული ცოდნა წერა–კითხვის ნაცვლად

gallery_1571_29_16514ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების შესახებ დოკუმენტი გაფორმდება. საზოგადოების დაფუძნებას საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. გაიმართება სპეციალური თეატრალური წარმოდგენა. ამგვარად, 1879 წელს ილია ჭავჭავაძის,  მიერ დაფუძნებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სანაცვლოდ ახალი განმანათლებლები „კომპიუტერულ ცოდნაზე“ აკეთებენ აქცენტს.

გორის რეაბილიტაციას „მოქალაქეთა კავშირი“ ახორციელებს

tsikhis-ubaniსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სიღნაღიზაციისდათვალიერების დროს სამშენებლო კომპანია ტრესტი #3“-ის ხელმძღვანელს ვახტანგ ყანჩაველს შეხვდა. მისი თანხლებით სამუშაოები დაათვალიერა და მომავალ აღმშენებლობაზე ისაუბრა.