201219სექ2012

მოკლედ:
Back ახალი ამბები ახალი ამბები საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმდინარე სტატისტიკა არ არსებობს

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმდინარე სტატისტიკა არ არსებობს

get_img-hepatit_cჯანდაცვის სამინისტროს 2008 წლის მონაცემებით, საქართველოში С ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზისთვის(IDFI) მიწოდებულ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ბოლო კვლევა დაავადებულთა მონაცემების შესახებ 4 წლის წინ ჩატარდა. ამის შემდეგ კვლევები არ ჩატარებულა, რის გამოც დაავადების მაჩვენებლები გაიზარდა თუ შემცირდა, გაურკვეველია.

C ჰეპატიტის სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებით ხდება. ის უფასოა 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, კრიტიკული მდგომარეობის დროს. 18 წლამდე ასაკის პაციენტების თანაგადახდის მოცულობა ღირებულების 20%–ია, 18-დან 60 წლამდე პაციენტებისთვის -50 %, ხოლო 60 წლის ზევით პაციენტი მკურნალობისთვის საჭირო თანხის 30% იხდიან.

IDFI- ის მიხედვით,  2012 წელს „ინფექციური დაავადებების მართვის პროგრამისათვის“ ბიუჯეტში 2,3 მილიონი ლარია გაგამოყოფილი.

გააკეთე კომენტარი