201219სექ2012

მოკლედ:
Back ახალი ამბები ახალი ამბები პატრიარქი რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს შეხვდა

პატრიარქი რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს შეხვდა

d6987e381d2a23b23d632ff8cadde544ისრაელში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ებრაელ ბიზნესმენებს რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს შეხვდა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოში ზემოხსენებული ბიზნესმენების ადვოკატმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. კბილაშვილის თქმით, შეხვედრას თავადაც დაესწრო. „ბიზნესმნებს სურდათ, რომ პატრიარქისთვის მადლობა პირადად გადაეხადათ და სურდათ, რომ მეც იქ ვყოფილიყავი“, - აღნიშნა კბილაშვილმა. შეხვედრა ბიბლიური მეფე დავითის საფლავთან შედგა.

როგორც ცნობილია, ზემოხსენებული ისრაელელი ბიზნესმენები საქართველოში მაღალჩინოსნის მოქრთამვის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს, თუმცა მათ ბრალი არ აღიარეს.

ისრაელში ილია მეორის ვიზიტი 25 თებერვალს დასრულდება.

 

კომენტარები  

 
0 #2 limona 2012-02-25 10:43
gmerto did xans gvicocxle qartveli eris sulieri cinamzgoli,amin ...
 
 
+1 #1 დავით შათაშვილი 2012-02-24 20:52
ასეთი პიროვნება , როგორიცაა ილია, მსოფლიო ქრისტიანობას უნდა ხელმძღვანელობდე ს!
 

გააკეთე კომენტარი