სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ტერიტორიების გაყიდვა-გასხვისებას აქტიურად ეწევა, ისედაც დაშლილ-დაქუცმაცებულ საქართველოს რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი ისტორიული მიწა და კულტურული ძეგლი მოსწყვიტა. საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნო მონასტერზე, რომელსაც, უკვე ერთ კვირაზე მეტია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. როგორც ცნობილია, ამჟამად მონასტერში ბერების გარდა არავის უშვებენ, მათ შორის, არც ტურისტებსა და მომლოცველებს. მომხდარის შესახებ ადგილობრივმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოს უკვე შეატყობინეს, საპატრიარქომ კი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. რა მდგომარეობაა ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში და როგორ ხსნის აზერბაიჯანული მხარე საზღვრის გადმოწევის ფაქტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი მამა კირიონი.
მამა კირიონი: ეს სამშობლოს ღალატია!
- ოთხშაბათი, 16 მაისი 2012 11:33
- Hits: 384
სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ტერიტორიების გაყიდვა-გასხვისებას აქტიურად ეწევა, ისედაც დაშლილ-დაქუცმაცებულ საქართველოს რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთი ისტორიული მიწა და კულტურული ძეგლი მოსწყვიტა. საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ უდაბნო მონასტერზე, რომელსაც, უკვე ერთ კვირაზე მეტია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. როგორც ცნობილია, ამჟამად მონასტერში ბერების გარდა არავის უშვებენ, მათ შორის, არც ტურისტებსა და მომლოცველებს. მომხდარის შესახებ ადგილობრივმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოს უკვე შეატყობინეს, საპატრიარქომ კი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. რა მდგომარეობაა ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსში და როგორ ხსნის აზერბაიჯანული მხარე საზღვრის გადმოწევის ფაქტს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი მამა კირიონი.
უკრაინაში ქართული ეკლესიის გახსნამ საზოგადოება გააღიზიანა
- ხუთშაბათი, 10 მაისი 2012 13:27
- Hits: 224
წმინდა ნინოს სახელობის ახალი ეკლესია აკურთხეს გუშინ უკრაინის ქალაქ ქერჩში, რომელიც 1941-1945 სამამულო ომის წლებში ფაშისტებისაგან დაცვის დროს ამ ქალაქის ქართველ მებრძოლთა სახელზე აშენდა.
მამა თეოდორე: დასავლეთს ნეოწარმართობა წალეკავს!
- პარასკევი, 04 მაისი 2012 11:18
- Hits: 1153
საყოველთაო გარყვნილების «სიომ», რომელმაც ცივილიზებული დასავლეთიდან «დაგვიბერა», საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საკმაოდ საინტერესო აზრი წარმოშვა: «ისლამი თავისი სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით ბევრად უფრო ახლოა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, აღვირახსნილობის პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა». ამ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზს, თეოდორე გიგნაძეს.
მამა თეოდორე: ყოველი ხელისუფალი არის სარკე, ან პროტოტიპი, ან კარიკატურა თავისი ერისა
- ხუთშაბათი, 12 აპრილი 2012 11:43
- Hits: 1269
მრავალწლიანმა იძულებითმა დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ, სამწუხაროდ, არაფერზე არ ვმსჯელობთ ისე ზედაპირულად, როგორც ადამიანის ხასიათზე. არადა, რეალურად არსად არ ვსაჭიროებთ ისეთ დიდ წინდახედულობას, როგორც ამ საქმეში. მართალია, ამ «ცხრაკლიტულის» გახსნაში დახმარების ხელს გვიწვდიან ფსიქოლოგები, მაგრამ მათი რჩევები ჩემში დიდ ნდობას მაინც არ იწვევს. მაგალითად, «სხვა საშუალებების უქონლობის გამო, ადამიანის ხასიათს იმაზე უკეთ ვერ გაიგებ, თუ არა იმ ხუმრობით, რომელზეც ის გაღიზიანდება ან ნაწყენი დარჩებაო»... მაგრამ, ვაი, თუ სუბიექტმა გარეგნულად არ გამოაჩინა გაბრაზება ან წყენა? მაშინ რა ვქნათ? ამაზე ფსიქოლოგია ფუნდამენტალურად დუმს! და თუ ერთი ადამიანის ხასიათი ჩვენი გონებისთვის «დაბურული ტყეა», რაღა ვთქვათ ისეთ ფენომენზე, როგორიც ეროვნული ხასიათია? ვესაუბრებით ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს.
მეუფე სერაფიმე: ჩვენი მთავარი მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიის აშენება კი არა, ეროვნული ცნობიერების განმტკიცება უნდა იყოს
- ოთხშაბათი, 28 მარტი 2012 14:18
- Hits: 1243
ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე "საქართველო და მსოფლიოს" წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) ესაუბრება.
_ მეუფე სერაფიმე, საქართველოში მეჩეთების მშენებლობის გადაწყვეტილებამ საპატრიარქოსა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. რატომ აპროტესტებს საპატრიარქო მეჩეთების აშენებას?
_ ქართულ აზროვნებასა და ცნობიერებაში მეზობელი ერების მიმართ ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული დამოკიდებულება, რასაც ჩვენი ისტორიაც ამტკიცებს. ვხედავთ, რომ ბოლო წლებში ისტორიულად ჩამოყალიბებულ ყველა კონფესიას აქვს შესაძლებლობა და უფლება, განვითარდეს და დაფუძნდეს ჩვენს ქვეყანაში. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს აქვთ შესაძლებლობა, ააშენონ რელიგიური საკულტო ნაგებობები, მაგრამ, რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობას, აღნიშნული საკითხი სწორედ ეროვნული თვალსაზრისით იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ ორ ქვეყანას შორის თანაბარი ურთიერთობა არ არის.მამა გიორგი (რაზმაძე): მუსლიმანებს წესი ჰქონდათ, დაპყრობილ ქვეყნებში აზიზიეს მეჩეთი აეშენებიათ
- ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2012 19:48
- Hits: 2966
მუსლიმანებს წესი ჰქონდათ, დაპყრობილ ქვეყნებში აზიზიეს მეჩეთი აეშენებიათ. ეს იყო მათი გამარჯვებისა და ბატონობის სიმბოლო დამონებულ ქალაქსა თუ ქვეყანაში.
რატომ აპროტესტებენ სასულიერო პირები საქართველოში მეჩეთების მშენებლობას და ვინ ეწევა უზნეობის პროპაგანდას საქართველოში _ ქვეყანაში მიმდინარე ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, «საქართველო და მსოფლიოს» ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) ესაუბრება.
მეუფე გერასიმე: ხელისუფლება რუსეთში პატრიარქის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო
- ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 12:24
- Hits: 1421
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს რუსეთში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) გვესაუბრება.
მეუფე სერაფიმე: უწმინდესის სურვილი, არ გაწყვიტოს ის მცირედი კავშირი, რომელიც დღეს გვაქვს რუსეთის ეკლესიასთან, ნამდვილად სწორი და ბრძნულია
- ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2011 01:07
- Hits: 2113
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს რუსეთში ვიზიტის დიდ მნიშვნელობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) გვესაუბრება.
მამა თეოდორე (გიგნაძე): რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო!
- ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2011 00:52
- Hits: 2570
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე).
_ მამა თეოდორე, ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში თქვენ პირდაპირ გდებენ ბრალს «რასიზმში, ბიბლიის სახელით». ბიბლიიდან ქამსა და ქანაანელებზე თქვენს განმარტებას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნევენ, რომ თქვენი ეს ქადაგება რასისტული ელემენტების შემცველი იყო?
ისევ ბარაბა ავირჩიეთ...
- პარასკევი, 28 ოქტომბერი 2011 12:32
- Hits: 2310

მეუფე ილარიონი: “საკუთარი ხალხის ასე გამეტება, ასეთი სისასტიკით ხოცვა-ჟლეტა კაენის ცოდვაზე უფრო მეტია!.. ამხელა ბოროტება ღვთისაგან დაუსჯელი არ დარჩება
- ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2011 12:36
- Hits: 2732

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი).
_ მეუფე ილარიონ, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ საუბარზე დათანხმებისთვის. დღეს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს სურვილი აქვს, გაიგოს იერარქიის ხმა ეკლესიასა თუ სახელმწიფოში მიმდინარე ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით. ეკლესია სასულიერო იერარქიისა და მრევლის ერთობლიობაა. აქვს თუ არა მრევლს უფლება, ჩაერიოს ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებში?

