201219სექ2012

მოკლედ:
Back სამართალი

ლალი აფციაური: სამართალდამცავ ორგანოებში მკვლელები არიან

afciauri-lali-2შინაგან საქმეთა მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე პოლიციელის იარაღით არც ერთი მოქალაქე არ დაღუპულა, ხოლო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მტკიცებით, 2012 წელს პატიმრების გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა. მინისტრების განცხადებების მიუხედავად, მათი საქმიანობის ირგვლივ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. გორის რაიონის პოლიციის შენობაში დაკავებული თამაზ ჯღირაძისა და ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის შემდეგ, ზუგდიდელ ბადრი ტაბიძის მკვლელობაშიც პოლიციის დანაშაულზე საუბრობენ. ხოლო რამდენიმე დღის წინ კიდევ ორი პატიმრის _ თენგიზ ბელქანიასა და ზურაბ დელიანიძის _ გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. გარდაცვლილთა ოჯახები პატიმრების სიკვდილში კვლავ სასჯელაღსრულების სამინისტროს სდებენ ბრალს.

იური ვაზაგაშვილი: სააკაშვილმა გიორგობის დღესასწაული ჯალათებისა და კაცისმკვლელთა დღედ აქცია

vazagashvili-iuriხელისუფლების მიერ თითქმის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულ პოლიციის დღესა და ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება 2006 წლის 2 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, არასამთავრობო ორგანიზაციის «გადაარჩინე სიცოცხლე» დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი იური ვაზაგაშვილი.

გელა ნიკოლეიშვილი: დღეს პოლიცია ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც გესტაპო ასრულებდა ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის სასარგებლოდ

nikoleishvili-gela6 მაისს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ქართული პოლიციის დღეს, უკვე მეოთხე წელია, პომპეზურად აღნიშნავს. თარიღს, რომელიც, რბილად თუ ვიტყვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის საზეიმო ნამდვილად არ არის, ამთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ «ნაცხელისუფლება» წელსაც გრანდიოზული ღონისძიებებით დააგვირგვინებს... რამდენად დამოუკიდებელია დღეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები და იმსახურებენ თუ არა ისინი საზოგადოების ნდობას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.

ვინ ესვრის სპამერებს ზარბაზანს?

cyberattack_1805164cდღეისათვის კიბერსივრცე მხოლოდ «მსოფლიო გალავანი» არაა, რომელზეც სხვადასხვა სახის «ხულიგნები» მარადისობისათვის საკუთარ გზავნილებს ტოვებენ. კიბერსივრცისა და კერძოდ ინტერნეტის მუშაობაზე მიბმულია ეკონომიკური საკითხები, სამხედრო უპირატესობის მიღწევადობა, შიდაპოლიტიკური სტაბილურობა. აშშ-ში კიბერსივრცე ოფიციალური დოკუმენტების დონეზე მიწის, წყლის, ჰაერისა და კოსმოსის შემდეგ მეხუთე სივრცედაა დაფიქსირებული და მასში, ისევე, როგორც პირველ ოთხში, აშშ- ნებისმიერ ფასად განსახორციელებელი საკუთარი ინტერესები აქვს. გაჩნდა საჭიროება, ჩამოყალიბებულიყო კიბერსივრცეში ქცევის წესები (პირველ რიგში, სახელმწიფოებისათვის) და ეს წესები საერთაშორისო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შესაბამისი გამხდარიყო. აქ სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო მიდგომაც ჩნდება, მაგრამ დღეისათვის, ძირითადად, დებატების თემა რამდენიმე ინიციატივაა. მათ შორის მოხვდა 2011 წელს წამოყენებული «აშშ-ის საერთაშორისო სტრატეგია კიბერსივრცისთვის».

გესტაპოს მეთოდები _ ქართულ საპატიმროში

turma«ყოველ დილით, შემოწმებისას, გაშიშვლებას გვაიძულებენ, შემდეგ კი შიშვლებს შეუბრალებლად გვცემენ, სანამ არ მობეზრდებათ. ხელებდაწყობილ მდგომარეობაში რამდენიმე საათს გვაჩერებენ და, თუ რომელიმე დავიღლებით, ყველას კოლექტიურად გვსჯიან და «ინბოქსში» გვიშვებენ, რომელიც 3 კვმ-ია, საწოლიც კი არ არის და ძირსაც რომ არ წამოვწვეთ, ცივ წყალს გვისხამენ», _ ასე ახასიათებს ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმრო დაწესებულებას სახალხო დამცველის _ გიორგი ტუღუშის ანგარიშში ერთ-ერთი პატიმარი.

რა მდგომარეობაა ქუთაისის ციხეში? მართლა აშიშვლებენ ადამიანებს? ხორციელდება პატიმრებზე სექსუალური ძალადობა? ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განახორციელა აღნიშნულ საპატიმროზე.

გიორგი თევზაძე: დღემდე გაურკვეველია, პატიმარმა საყვარელიძემ ყური თვითონ მოიჭრა თუ წამებისას მოაჭრეს

tevzadze-giorgiდიდი ხანია, უფლებადამცველი ორგანიზაციები პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ აუატანელ მდგომარეობაზე საუბრობენ. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ციხეებში პატიმრების ცემა-წამება ჩვეულებრივ პროცესად იქცა. ციხეში არსებული უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პატიმრების მშობლებსა და ადვოკატებს გამოაქვთ, მაგრამ ისინი ამაზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებენ, რადგან იციან, რომ ამა თუ იმ წამებისა და ცემის ფაქტის გახმაურებით კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან პატიმრებს. წამებისა და დაუდევარი მოპყრობისგან და სათანადო მკურნალობის დროულად ჩაუტარებლობის გამო გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 150- გადააჭარბა. ციხეებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი თევზაძე ესაუბრება.

ნანა კაკაბაძე: ნინია კაკაბაძე სააკაშვილის ინაურია

ninia-kakabadzeრამდენიმე დღის წინ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად მიყვანილი უკვე მეორე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად გორის რაიონის პოლიციის შენობაში დაკავებული თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ისევ უბედური შემთხვევა სახელდება, გარდაცვლილის ოჯახი კი კვლავ დუმილს ამჯობინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ოჯახში პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. რატომ ვერ იქცა პოლიციის გამჭვირვალე შენობა უსაფრთხოების გარანტად და რატომ გახშირდა პოლიციის შენობაში ადამიანების გარდაცვალების ფაქტები, «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაცია «ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის» ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრება.

2011 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში 140 პატიმარია გარდაცვლილი

ca24dd3fdca0db1სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ დეკლარირებულ სტრატეგიას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყოლია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ინფექციური დაავადებების, კერძოდ, ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების პრობლემა პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთ ტრადიციულ და მწვავე პრობლემად რჩება. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოგვარების ეფექტური და ქმედითი გზები არ არის გამონახული. მიუხედავად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სტრატეგიისა, პრობლემის მოგვარებას შემდგომი ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

გელა ნიკოლეიშვილი: არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ ვის გადმოაგდებენ ფანჯრიდან და ვის ამოხდიან სულს ცემაში

nikoleishvili-gelaციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი.

_ ბატონო გელა, ერთადერთი სფერო, რაზეც დღესდღეობით ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო პიარკამპანიას არ აწყობს და ამით ქულების დაწერას არ ცდილობს, ადამიანის უფლებებია. თქვენი აზრით, რითაა ეს განპირობებული და საერთოდ, რა მდგომარეობა გვაქვს ბოლო დროს ამ მიმართულებით?

_ ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო ნიშანდობლივია, სასჯელაღსრულებით სისტემაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბროთ, ვინაიდან სწორედ სასჯელაღსრულებითი სისტემაა ის ურთულესი მიმართულება, რომელშიც ყველაზე მეტად იგრძნობა ამ რეჟიმის სიმძიმე და სიმკაცრე, რითაც მოსვლის დღიდან გამოირჩეოდა ეს ხელისუფლება. არ მინდა, ზედმეტად რადიკალური ვიყო, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით ამ სისტემის ყველა რგოლში ტენდენცია არის ისეთი, რომ დღითიდღე სულ უფრო მეტია პრობლემები და ვლინდება ისეთი ფორმით, ისეთი სახით, რომ ხშირად გაკვირვებული ვრჩებით ხოლმე უფლებადამცველები.

უჩა ნანუაშვილი: ამ ხელისუფლებას დასავლეთში ისე უყურებენ, როგორც უიმედო ავადმყოფს, რომელსაც არაფერი ეშველება

saakashvili-bbcბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.

_ ბატონო უჩა, ეს ერთი თვეა, წამყვანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ დასკვნებსა და ანგარიშებს, რომლებშიც ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა ერთობ კრიტიკულადაა შეფასებული. თქვენი აზრით, რითაა ეს ყველაფერი განპირობებული? რამ გამოიწვია უცხოური ორგანიზაციების ესოდენ მყისიერი გააქტიურება მაინცდამაინც ახლა, როცა არჩევნები, სადაცაა, კარს მოგვადგება?

ლია მუხაშავრია: მივმართავ ყველა პატიმარს _ ნუ ხართ ჩუმად!

lia-muxashavriaპატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და ზოგადად, ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია «ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის» ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

_ ქალბატონო ლია, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო დროს ხდება, უკვე საქართველოს მასშტაბებს გასცდა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებში აისახა. განსაკუთრებით ეს ეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, რაზეც ჩვენი და უცხოელი უფლებადამცველებიც მუდმივად საუბრობენ. თქვენ რა მონაცემები გაქვთ, რა კუთხით ირღვევა ჩვენთან ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები?