201219სექ2012

მოკლედ:
Back პოლიტიკა

აქეთაც გამაიხედე, ჯონ!

jon_basi_2გუშინდელი არშემდგარი ჰომოფილური აქციის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლება“. შეგახსენებთ, რომ შარშან ამ დროს იგივე ჯონ ბასი ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავდა – 26 მაისს სახალხო კრებას გამოხატვის თავისუფლების უფლება არა აქვს და აქციის დაშლა მიზანშეწონილიაო. ამიტომაც შეარქვეს მას „ჯონ ბასი – საქართველოს შაჰ–აბასი“. ერთი სიტყვით, მთავრობამ მხოლოდ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს, ყველა დანარჩენი კი საკუთარ ქვეყანაში უფლებააყრილია.

როგორც ხარს წითელი ფერი, ისე აგიჟებს ამერიკელებს რუსეთის სიძლიერე

gocazeჩვენი დასავლელი მეგობრების, კერძოდ «მაკკეინისა და ძმათა მისთა» გულის მოსაგებად ჩვენი ხელისუფლება კიდევ დღითიდღე აძლიერებს ანტირუსულ კამპანიას და ყველანაირად ცდილობს, რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდ მტრად წარმოაჩინოს. საკმარისია, «ნაციონალებისგან» განსხვავებული ხედვა გქონდეს, რომ მაშინვე რუსეთის აგენტად, მოსკოვის პროექტად მოგნათლავენ და ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადებენ. . . სამთავრობო არხები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ხალხს შთააგონონ, თითქოს ძველთაგანვე სპარსეთი და ოსმალეთი საქართველოს უფრო დიდი მეგობრები არიან, ვიდრე რუსეთი. ამ პროპაგანდის წყალობით ბევრს, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ლომაიასეული «რეფორმირებული» სკოლები აქვთ დამთავრებული, მართლა სჯერა ამ ილუზიების.

«მავრი» სოხუმისა და ცხინვალის აღიარების გარეშე არ წავა...

sazgvariმიხეილ სააკაშვილის მიერ 2 მაისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაკეთებულმა განცხადებამ შოკში ჩააგდო პატრიოტულად განწყობილი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. საქმე ეხება პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა აფხაზეთი არა თუ ახლა, არც მანამდე ყოფილიყო საქართველოს შემადგენლობაში: «ჩვენ ილუზორულად ვაკონტროლებდით აფხაზეთს საბჭოთა პერიოდში, თორემ სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა... არ იყოს ის საქართველოს შემადგენლობაში». შეუძლებელია, ასეთი ტიპის განცხადება პრეზიდენტს შემთხვევით წამოსცდენოდა.

მანანა კობახიძე: მეცოდება «ნაციონალური მოძრაობა», ასეთი ლიდერი რომ ჰყავს

manana-kobaxidze27 მაისს «ქართული ოცნების» ლიდერები ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ. საზოგადოების ინტერესი აღნიშნული აქციის მიმართ ძალიან მაღალია, რადგან ბევრი სწორედ ამ დღეს ელოდება პასუხს შეკითხვებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან, ზოგიერთ მის პარტნიორთან, საგარეო-პოლიტიკურ ხედვასთან და პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკასა და სტრატეგიასთან დაკავშირებით გაჩნდა. ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით გაუგებარია, როგორია ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების ივანიშვილისეული სტრატეგია და მთელი რიგი სხვა შენიშვნებიც გამოთქვა. ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პარტია «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» ხელმძღვანელი მანანა კობახიძე ესაუბრა.

წყალწაღებულები

Saakashvili-1528«ქვეყანა თუ იქცეოდა, შენ რა გიხაროდა, შე აბდალა

ოცდაათიოდ წლის წინათ თბილისში გამოდიოდა მოსახლეობის გარკვეულ ფენებში ფრიად პოპულარული გაზეთი «სოფლის ცხოვრება». ამ გამოცემას ჰქონდა რუბრიკა «ამას შენზე ამბობენ, ჩემო სამშობლოვ!». უცხოელების ნათქვამ ქებათაქებას ბეჭდავდნენ, ზოგჯერ _ ცოტა პროვინციულ აღტაცებას. თანდათან მივიწყებას მიეცა ეს გაზეთიც და მისი რუბრიკაც. მაგრამ ამოქმედდა პრინციპი «კარგად დავიწყებული ძველის» შესახებ, რისი მოწმეც გაგვხადა თბილისის მერიამ წინასაარჩევნო პრიალა მაკულატურის გამოცემით, რომელსაც ჟურნალის სახე მისცეს, ჩიხტიკობში გამოაწყვეს და ფერუმარილიც ბლომად წაუსვეს: «თბილისური ამბები. ასე აშენდა თბილისი».

დემოკრატიის პალო და მამათმავალთა ხმებზე მონადირე ბარაკ ჰუსეინი

husein-barakერთხელ უკვე დავწერე, რომ მომბეზრდა .. სექსუალური უმცირესობების, (ჩვენებურად და მოკლედ _ პედერასტების) თემაზე წერა და ის პუბლიკაცია სათაურით «ბარემ პედოფილებსაც გადაეფარეთ, შალვა ბატონო» ამ თემაზე მართლაც ბოლო იქნებოდა, მეგონა. არა იმიტომ, რომ შინ თუ გარეთ დაილეოდნენ პედერასტების გულშემატკივრები, არამედ იმიტომ, რომ უაზროდ ჩავთვალე ამ თემაზე წერა, რადგანაც ჩემი და ჩემნაირების წერა-კითხვას ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის, გულის ფხანის გარდა, სხვა შედეგი არ მოაქვს.

სააკაშვილი მატრიცაში გაიჭრა

saaka-matrix-grდავით ბაქრაძე უნდა მოემზადოს. გასაგებია, რომ არ უნდა და, შესაძლოა, ეშინია კიდეც, მაგრამ სხვა გზა, როგორც ჩანს, აღარ დარჩა. საზოგადოებაში ძალიან ფართოდ გავრცელდა ეჭვი, რომ მენტალური მდგომარეობა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მის მიერ ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას გამორიცხავს. მსგავს სიტუაციებში კი, კანონის თანახმად, დროებით პარლამენტის თავმჯდომარე ხდება პრეზიდენტი.

სააკაშვილს სამშობლო «უსაზღვროდ» უყვარს

davit-garejiსაბჭოთა კინოკომედია «ივან ვასილევიჩი პროფესიას იცვლის» მიხეილ ბულგაკოვის 1935 წელს დაწერილი პიესის მიხედვით გადაიღო «კავკასიელი ტყვე ქალის» რეჟისორმა ლეონიდ გაიდაიმ. მისი ერთ-ერთი გმირი _ ქურდი ჟორჟ მილოსლავსკი მეფის მანტიამორგებულ «უპრავდომს» ქურდულად «აწვება»: _ Да ты что, самозванец, казенные земли разбазариваешь?! ქურდსაც კი ესმის, რომ სახელმწიფო მიწის გაჩუქების უფლება არავისა აქვს _ არც მეფეს და არც «უპრავდომს». სააკაშვილი და მისი უმეცარი მოხელეები კი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ბულგაკოვის კომედიის გმირი.

მიშა, დოკუ და გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება

მიშა, დოკუ და გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებარუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდება წაუყენა. ამ უწყების ცნობით, 4-5 მაისს რუსეთის სპეცსამსახურებმა, აფხაზი კოლეგების ხელშეწყობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოავლინეს 10 სამალავი, რომლებშიც დიდძალი შეიარაღება ინახებოდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ტერორისტებს ეს იარაღი 2012-14 წლებში სოჭში უნდა გადაეტანათ და ოლიმპიადის წინ და მისი ჩატარების პერიოდში გამოეყენებიათ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამა წლის თებერვალში აფხაზეთში დააკავეს კურიერი, რომელსაც 300 დეტონატორი აღმოაჩნდა. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, «ისინი აფხაზეთში საქართველოდან ჩაიტანეს». იქვე ნათქვამია: «ოპერატიული მონაცემებით რუსეთში გადაგზავნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები თურქეთის ტერიტორიაზე». ამავე განცხადების თანახმად, მთელ ამ პროცესს «კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის «კავკასიის იმარათი» თავკაცი უმაროვი, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს».  საინტერესოა, რა დგას ამ განცხადების მიღმა და რა პერსპექტივას მოასწავებს ეს საქართველოსთვის. 

ქვეყანა თუ იქცეოდა, შენ რაი გიხაროდა, შე აბდალა!

misha-in-Italy13 მაისის წყალდიდობის მეორე დღეს ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი კრწანისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ უბანში იყო მისული და მოსახლეობას ესაუბრებოდა. ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის იყო თავისუფალი დემოკრატების კრწანისის რაიონის თავმჯდომარე ტატო გალდავაც, რომელმაც გამგებლის მოადგილეს უსაყვედურა. ბესიკ გაზდელიანმა არ მიიღო წყალდიდობასთან დაკავშირებით საყვედური გალდავასგან და აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად. ამაზე კი გალდავამ უპასუხა, რომ პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩზე იმყოფებოდა, იმის მაგივრად, რომ დაღუპული ბავშვების პანაშვიდზე ყოფილიყო.

ქუთაისში პარლამენტის აშენება და გუდაურის განვითარება – ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე

post-54-133685971213 მაისის წყალდიდობისას ორთაჭალაში ორი ბავშვი და სამი ქალი იმიტომ დაიღუპნენ, რომ მოვარდნილი წყალი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა. იმის ნაცვლად, რომ კოლექტორების რეაბილიტაციაზე ეზრუნათ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუდაურის განვითარებისა და ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის მილიონობით ლარი დახარჯეს საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ „გუდაურის განვითარების ფონდი“ დედაქალაქის ბიჯეტიდან დაზოგილი თანხით – მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდა, ხოლო დღეს გაირკვა, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის 133 მილიონ 700 ათასი ლარია დახარჯული.