201219სექ2012

მოკლედ:
Back პოლიტიკა პოლიტიკა საქართველო გზაჯვარედინზე

საქართველო გზაჯვარედინზე

საქართველო გზაჯვარედინზებიძინა ივანიშვილის ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას

 ძვირფასო პრეზიდენტო ობამა,

2011 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირის დაშლის 20 წლისთავი აღინიშნა. ეს მოვლენა ჩემი ქვეყნისთვის  გახდა სახელმწიფოებრიობის ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე აღორძინებისა და თავისუფალ სამყაროსთან შერწყმის  შანსი.

ცხადია, ილუზია იმისა, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, არავის ჰქონია, მაგრამ 2003 წლის «ვარდების რევოლუციამ» ბევრი, მათ შორის მეც, იმ იმედით აღავსო, რომ ქვეყანა საბოლოოდ დაადგა პლურალისტული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ღია და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზას.

 

მაგრამ ამ იმედების მსხვრევა ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში დაიწყო. ჩვენ გავხდით ისეთი ფაქტების მოწმე, როგორიც იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დამოუკიდებელი ტელევიზიის დარბევა-მითვისება, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ყველა პოლიტიკური ოპონენტის ხელაღებით რუსეთის აგენტებად გამოცხადება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში სააკაშვილის მიერ გამარჯვების მითვისება.

ამ პროცესის ფინალური აკორდი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ავანტიურისტულ ომში ჩაბმა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა.

შედეგად, «ვარდების რევოლუციიდან» 8 წლის თავზე ჩემი ქვეყანა, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ჯერ კიდევ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზის გასაყართან დგას. პროგრესი, რომელიც  «ვარდების რევოლუციის» შემდგომ პირველ წლებში ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტიანი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის, ყოფით დონეზე კორუფციასთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში, არ იქნა გამყარებული პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებით.

ამის ნაცვლად გვაქვს მართვის სუპერცენტრალიზებული, ხშირად ნეობოლშევიკური სტილი, რომელმაც თავისი თავი, დიდი ხანია, ამოწურა, და ამ გზით ქვეყანა არა თუ წინ ვეღარ მიდის, არამედ მიღწეულსაც განადგურებით ემუქრება.

მიუხედავად მმართველი გუნდის პოლიტიკის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ოპტიმიზმით  შევხვდი ცნობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის თაობაზე.

ვიცით, რატომ დასჭირდა ამ ოფიციალურ ვიზიტს სამი წელი. საყოველთაოდ აღიარებული პრობლემები დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ადამიანის უფლებებისა და კერძო საკუთრების დაცვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროებში, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა და შევიწროება, მედიისა და ბიზნესის პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილება, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების არაფორმალური პროცესი, ელიტარული კორუფცია ხელს არ უწყობდა ამგვარ  ვიზიტს.

მაგრამ გვესმის ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შეცდომების გამო მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე მდგარი ჩემი ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს. ამიტომ სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მან  ნებისმიერი მეთოდებით არ სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება, რაც საბედისწერო იქნება საქართველოსთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელები მხარს უჭერენ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს  და არა _ რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პარტიას. ამ ერთადერთი სწორი კონცეფციის რელიზებისთვის კი საჭიროა, რომ ქართველ ხალხსაც მიეცეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლეგიტიმური წარმომადგენლების არჩევის საშუალება, რაც დემოკრატიული სამყაროს უფრო აქტიური და ქმედითი მხარდაჭერის გარეშე მიუღწეველ ოცნებად რჩება. ამაზე მეტყველებს თუნდაც თბილისში აშშ-ის საელჩოს გასული წლის დეკემბრის განცხადებები საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს სერიოზული ნაკლოვანებების თაობაზე.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს. ჩვენ გვჭირდება როგორც  მაღალი  საგარეო, ასევე შიდა ლეგიტიმაციის მქონე ანგარიშვალდებული ხელისუფლება,  რომელიც პროგნოზირებადი და საიმედო პარტნიორი იქნება ჩვენი დასავლელი მოკავშირეებისათვის. გვჭირდება უცხოური ინვესტიციების დაბრუნება,  სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, კონფლიქტების მოგვარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და უსაფრთხოების დონის ამაღლება მთელ სამხრეთ კავკასიაში.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც საფუძვლად უდევს აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობას და რომელიც საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოებისა და მომავალი გამთლიანების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, პოლიტიკურად და მორალურად ავალდებულებს ჩემს ქვეყანას,  მართლაც ღირსი და შემძლე იყოს ამგვარი პარტნიორობისა. ღირსეული პარტნიორობა კი უნდა გულისხმობდეს, მაგალითად, ავღანეთში ქართული შენაერთების ყოფნას, რაც ჩემი ხალხის მიერ გაღებული აუცილებელი მსხვერპლია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ღირსეული პარტნიორობა უნდა გამორიცხავდეს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პოლიტიკური თუ სამხედრო შეცდომების დაშვებას, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი ინტეგრირების პროცესს.

მე და ჩემი პოლიტიკური პარტნიორები ვიღებთ პასუხისმგებლობას საპარლამენტო არჩევნებში წარმატების შემდეგ ქვეყნის დეკლარირებული საგარეოპოლიტიკური კურსის სრულფასოვან რეალიზებასა და ქვეყანაში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებაზე. ამიტომ მივმართავთ აშშ-ისა და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, ამავე დროს, აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ველით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვის ეს ვიზიტი  დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე  კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება.

და რომ ჩვენი ოცნება ახდება.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველო

წერილი გამოქვეყნდა გაზეთებში:
The Washington Post -სა და The New York Times -ში

კომენტარები  

 
0 #9 MARIANA 2012-02-28 20:36
RAC SHEEXEBA BATON BIJINA IVANISHVILIS MOSVLAS POLITIKASHI DA FIQRS ROM GADAARCHINOS SAQARTVELO,MIVE SALMEBI MTELI CHEMI ARSEBIT.MAN ISEDAC BEVRI GAAKETA SAQARTVELOSTVIS DA MISI MOSAXLEOBISTVIS .MJERA TU GAXDEBA PREZIDENTI UFRO METS GAAKETEBS,ROM YVELA S GVEQNEBA SAQARTVELOSHI DABRUNEBIS SASHUALEBA .BATONO BIJINA SAQARTVELODAN SHORS MYOFI QARTVELEBI IMEDIS TVALIT SHEMOGYUREBT.GVIGULET TQVENS TANAMEBRJOLEBAT . UGRMESI PATIVISCEMIT MARIANA
 
 
0 #8 MARIANA 2012-02-28 20:20
DGES ISE ROGORC ARASDROS SCHIRDEBA CHVENS BEDKRUL SAQARTVELOS YVELA CHVENTAGANIS GAERTIANEBA ,ARA AQVS MNISHVNELOBA SAD VART,MOVUWODEB SAQARTVELOS YVELA MOQALAQES,ROMLE BIC VIMYOFEBIT DROEBIT EMIGRACIASHI.... GAVERTIANDET DA VIBRJOLOT SAQARTVELOS GADASARCHENAD.NU VIQNEBIT
UMOQMEDOD.WIN GADAMWYVETI BRJOLA GVELIS.GFARAVDET GMERTI....
 
 
0 #7 martali 2012-02-13 15:48
rato tkuvdeba xalxi, ver gamigia... ivanishvilma garkvevit ganacxada tavis interviuebshi, rom saakashvilis gzis gamgrzelebelia. tanac jer kidev ivnisis tveshi, bevrad adre, vidre is ganacxads gaaketebda politikashi mosvlaze, tetri saxlis administraciash i ukve iko saubari misi kandidaturis camocevaze... ANU, IVANISHVILI AMERICIS VASALIA!!!
 
 
-1 #6 naninana 2012-02-07 21:56
qartveli amomrcheveli rom kvlav motyuebuli ar darches,archevn ebamde baton Bidzina Ivanishvilis garemocvam ki ara,. tavad Ivanishvilmac gaiaros sicruis deteqtorze.mere sruliad saqartvelo daudgeba gverdit.
 
 
+1 #5 leila 2012-02-03 19:18
Gmertma misces dzala am patiosan mamulishvils! Tu ertmushtad shevikvrebit,da vudgebit gverdit,arafers ambobs Amerikistvis,Ru setistvis,Evrop istvis da Saqartvelostvis miugebels,aravi n ar sheushlis xels! Tu moxda xelis sheshla, isev veragi qartvelis da shadimanebis mier, risi uflebac ar unda mivcet!Gmerti chvensken...
 
 
+3 #4 tako 2012-02-02 19:19
saqartveloshi dges mdumare saarchevno kampania midis.. xalxi iseti sheshinebulia, simartles tavis gulshic vegar amboben.. saarchevno yutshi chaagdet simartle...tu ara da sheeguet dumils kvela temaze.. vano ki sargeblobs ,,shishi sheiqms siyvarulsa,,,
 
 
+2 #3 manana 2012-02-02 14:29
werili martlac kargia, magram amerika tavis interesebse win daayenebs chvens interesebs? mitumetes presidentic gvyavs mati interesebis damcveli.
 
 
+4 #2 დავითი 2012-02-02 09:32
წერილიც კარგია და დედა აზრიც. თუ ერთად დავდგებით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ გასაკეთებელს არავინ სხვა არ გააკეთებს, ამიტომ ქუდზე კაცი არის საჭირო საქართველოს გადასარჩენად. საქართველოს წინ დიდგორის ბრძოლა ელოდება და თუ დავმარცხდით ისე გაგვთელავენ, როგორც " დიდოელი ლეკი ნაბადს".
 
 
+4 #1 დიმელი 2012-02-01 14:29
კარგი წერილია ,მაგრამ ვინ მოგვისმენს. ვაი ბედკრულო საქართველო როდის გავსწორდებით წელში.
 

გააკეთე კომენტარი