201219სექ2012

მოკლედ:
Back პოლიტიკა პოლიტიკა ქართველი კაპრალები კგბ-ს ეფრეიტორის ინტერესებს ეწირებიან!

ქართველი კაპრალები კგბ-ს ეფრეიტორის ინტერესებს ეწირებიან!

ქართველი კაპრალები კგბ-ს ეფრეიტორის ინტერესებს ეწირებიან!შორია გორიდან ჰელმანდამდე. 2008 წლიდან მალე ოთხი წელი გასრულდება, მაგრამ სვანური გვარივით ჟღერს  ავღანური სამხედრო ბაზის სახელწოდება – „შუკვანი“ და ქართველებს ქართულ მიწაზე გართხმულ სააკაშვილს ახსენებს. გორში მფორთხავი მიშიკო ავღანეთში ისე მამაცად იდგა გადასატან ტრიბუნასთან, რომ თითქმის თავადაც დაიჯერა – მთავარსარდალი ვარ და საკუთარ სამშობლოს ვიცავ ამ სიშორიდანო. ჰალსტუხი წინდახედულად არ გაიკეთა; რა იცი, რა ხდება, ტალიბებს რომ მოულოდნელი იერიში მიეტანათ, ვინ გამოგლეჯდა მერე პირიდან? თუნდაც ტყლაპის ჰალსტუხი ყოფილიყო, მაინც ვერ იქნებოდა ვაჟკაცური სანახაობა, მიუხედავად მისი რუსი და ქართველი ფანატების მონდომებისა.

მართალია, სიტყვაც ხშირად ეშლებოდა და პირიც უშრებოდა, მაგრამ საქვეყნო სირცხვილს ამჯერად გადავურჩით, – მიწაზე არ უხოხია. ისე, არც თვითმფრინავს ჩამოუფრენია იმ არემარეზე და ამანაც უშველა. წინასაარჩევნო რიხით მიმართა ქართველ სამხედროებს: „დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. დღეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის პირდაპირი გაძლიერება საქართველოს პოზიციების, საქართველოს ჯარის, მთლიანად საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძვლის შექმნა“. 

სინამდვილეში ამ ტირადაში უნდა ვიგულისხმოთ: „ეს არის პირდაპირი გაძლიერება ჩემი პოზიციების, ჩემი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძვლის შექმნა“. პრიმიტიულად რომ არ მოგეჩვენოთ ეს მიშას გულისნადები, მისივე სიტყებით გავაგრძელოთ: „თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია და თუ გვინდა, რომ გვყავდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში. ძალიან მარტივია; სხვა არჩევანი არ არსებობს“. სხვა არჩევანი როგორ არ არსებობს, მაგრამ მიშას ასე აძლევს ხელს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში დარჩენა სურს, თანაც ისევ პირველ კაცად. ამიტომაა ეს ასე მარტივი: თუ უნდა, რომ სახელმწიფოს სათავეში დარჩეს, ქართველი მეომრები ავღანეთში უნდა გააგზავნოს. ძალიან მარტივია; ამერიკელებს იაფი ჯარისკაცები სჭირდებათ, მიშას კი – ამერიკელების მხარდაჭერა.

წაგებული ომის მთავარსარდალი ისე იყურება კუნთებზე, თითქოს მასთან ერთად ჩვენც დაგვავიწყდა, რით დამთავრდა მისი გაუაზრებელი გამოხდომა 2008–ში: „ავღანეთში ყოფნა არის წარმოუდგენლად უნიკალური გამოცდილება მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება, სამწუხაროდ“. ერთი სიტყვით, ის მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენას კი არა, ომსაც აპირებს! მანამდე კი, „ძალიან მარტივად“ კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნის ავღანეთში, ჭკუა დაუშლის თუ თანამდებობა? იქნებ ოპოზიცია, რომლის დიდი წილიც ამერიკელების ისეთივე ყურმოჭრილი მონაა, როგორც სააკაშვილი?

თუმცა სააკაშვილის ბედის ბორბალი, უკვე კარგა ხანია, წაღმა აღარ ტრიალებს. ხან სად წაუცდება ფეხი და ხან სად გადაეყრება ფათერაკს. სადაც ფეხს ადგამს, იქ ბალახი აღარ ამოდის. ამჯერადაც, „მამაცი მხედართმთავრის“ როლის შესასრულებლად დადგმული ეს სპექტაკლი ცუდად დამთავრდა. მისი სიმამაცის თემა ერთბაშად სამი კაპრალის დაღუპვამ გადაფარა. უფრო სწორად, იმ კუთხით მოატრიალა, რომლის დამალვასაც ყველაზე მეტად ცდილობდა მიშიკო. კერძოდ, ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ ავღანეთში ქართველი მეომრები საკუთარ სამშობლოს კი არ იცავენ, არამედ ამერიკელების მაგიერი საზარბაზნე ხორცის მოვალეობას ასრულებენ.

2009 წლიდან დღემდე 12 ჯარისკაცი დაგვეღუპა, ამჯერად კი, მიშიკოს გმირული ჩასვლის მეორე დღესვე – ერთბაშად სამი! კგბ–ს ეფრეიტორმა სააკაშვილმა არც ამჯერად დაინანა სიტყვები: „ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. სწორედ მათთან შეხვედრისას ვამბობდი, რომ მათ თავგანწირვას აფასებს ქართველთა დღევანდელი თაობა და განსაკუთრებულად დააფასებს მომავალი თაობები, რადგან ისინი იცხოვრებენ გაერთიანებულ, ბევრად უფრო ძლიერ, ბევრად უფრო წელში გამართულ, წარმატებულ ქვეყანაში. ეს თქვენი - ჩვენი მებრძოლების, იმ ბიჭების დამსახურება იქნება, რომლებმაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დაღვარეს სისხლი. თითოეული იქ მყოფი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება“.

სააკაშვილი მეტად დროულად ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, სელესტ ვოლანდერს შეხვდა. შეხვედრაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებზეც ისაუბრეს. ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. „აშშ-ის მთავრობის სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც - თქვენ. ვაფასებთ მათ თავგანწირვას და ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება“,- აღნიშნა ჯონ ბასმა.

მიშიკო რის მიშიკო იქნებოდა, აქაც რომ ფანტაზია არ აემუშავებინა. სახელდახელოდ მოჰყვა ამბავს, რომ „თალიბები“ ასაფეთქებელ მოწყობილობებს მისი იქ ყოფნის პერიოდშიც ამონტაჟებდნენ (უნდა ვიგულისხმოთ, რომ პირადად მას უპირებდნენ რაიმე ფარსაგს!). „თუმცა, მაშინ ჩვენმა სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მათ თავდასხმა მაინც მოახერხეს. ასეთ დროს ყველაზე მეტად ვფიქრობ მათ ოჯახებზე. ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მძიმე ჩემთვის დღემდე ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგებაა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე. ჩემთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან და დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი, საქართველოსთვის ზვარაკად მიტანილი სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ისინი დაიღუპნენ სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ნამდვილად გავაკეთებთ ისე, რომ არა მხოლოდ მათი ხსოვნა იყოს პატივმიგებული და მათ ოჯახებს დავეხმაროთ, არამედ ჩვენი ქვეყნის ძლიერებას მოხმარდეს მათი გაწირული სიცოცხლე“.

ასე იყო თუ ისე, სააკაშვილს საქებარი სიტყვები დაღუპულების მიმართ არ დაუზოგავს, ხოლო კოალიციაქართული ოცნებამოკლე და მშრალი დეპეშით შემოიფარგლა, რომელსაც ვალის მოხდას თუ დაარქმევს ადამიანი. აი, მისი ტექსტი: „კოალიცია „ქართული ოცნება“ დიდ მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალების ვალიკო ბერაიას, რუსლან მელაძისა და პაატა კაჭარავას დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს“.

სააკაშვილი საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად რომ ყველაფერზე წავა, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, მაგრამ ძირითადი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქართველი ხალხი იმედს უკავშირებს, ამაზე მეტს ვერ უნდა ამბობდეს სამი ვაჟკაცის დაღუპვაზე, ან თუნდაც სხვის ომში მათ გაწირვაზე?

 

კომენტარები  

 
0 #7 PAT: GUJA.!! 2012-02-23 22:04
გამარჯობათ ბატონებო. ქართველი კაცი როცა ეწირებოდა ომში, ეს მის სამშობლოს ადგებოდა. ეხლა კი ისინი ეწირებიან ამერიკელი იმპერიალისტების ინტერესებს. თუ თავის გადარჩენა გვინდა, უნდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობას , უნდა თითოეულმა ქართველმა კარგად გააცნობიეროს, რომ საქართველო მისი სამშობლოა, ღვთისმშობელმა ჩვენ გამოგვარჩია და გვაქცია თავის საუფლისწულოდ მოსაქცევად, ჩვენი წინაპრების ხმა სწორედ ჩვენ გვიხმობს და შეგვახსენებს რომ ქვეყნის პატრონები ჩვენ ვართ. დანარჩენებმა ან პატივი სცენ საქართველოს ან აახვიონ აქედან. საჭიროა ზ. გამსახურდიას გზით სიარული, მისი დამოულიდებლობის დეკლარაცია არის ჩვენი ბრძოლის საფუძველი. თუ ასე არ მოხდება, მუდამ ვიქნებით მსოფლიოსგან თავჩარტყმულები.
 
 
0 #6 gaga 2012-02-23 14:39
ავღანეთში ამერიკელები რომ ოკუპანტები არიან, ფაქტია. ისისც ფატია, რომ იქ ჩვენც იგივე სტატუსით ვიმყოფებით. ავღანეთში ქართველებს არაფერი გვესაქმება.
 
 
0 #5 puca 2012-02-23 13:39
am statias avtori ar hyavs?
 
 
0 #4 ომარ საყდრიონელი 2012-02-23 12:42
წუხელ ვუსმინე „მაესტროზე“ თეა სიჭინავას სტუმრებს - გ.თავდგირიძეს და თეონა აქუბარდიას. თეა ეკითხება: უნდა იბრძოდნენ თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში? გ.თავდგირიძეს, შეკითხვა კი არა, საერთოდ რა უნდა ეკრანზე, თავისი დებილობა არ ეყოფა?! მე უფრო თეონას პასუხმა გამაკვირვა, რომელიც თითქოს ეკამათებოდა დებილს: უნდა იბრძოდნენ, ოღონდ ნაკლები კონტინგენტითო. შეხედავ - ქალსა ჰგავს. გასაგებია, რომ ქმარი არ ენანებოდეს, მაგრამ ან ძმა არა ჰყავს ან შვილი? ეს შეკითხვა თეას უნდა დაესვა თეონასათვის (გ.თავდგირიძეზე აღარ მინდა საუბარი), მაშ, რის ჟურნალისტია?! თუმცა რა უნდა ველაპარაკო „ტელეწამყვანს“, რომელიც გიორგი მარგველაშვილს საკამათოდ (კამათში იბადება ჭეშმარიტებაო) გია ნოდიას დაუსვამს?! ისე, ბ-ნ გიორგისაც ხომ უნდა ეყოს იმდენი ჭკუა, რომ წინასწარ იკითხოს, ვის უნდა ეკამათოს ჭეშმარიტებაზე?! ისევე, როგორც იმ ჯარისკაცებს, რომლები არ კითხულობენ, საბრძოლველად ვისთან მიდიან? თალიბები მაგათ ნინო ბურჯანაძის ჯოხებით „შეიარაღებული“ მომიტინგეები ხომ არ ჰგონიათ, წაქცეულ და ხელებშეკრულს როზგს რომ დაარტყამ და - რურუა 1000 დოლარით დაგაჯილდოებს?! ეკა ბერიძე უფრო სერიოზული ტელეწამყვანია. იგივე შეკითხვა დაუსვა მ.არეშიძეს და იგივე პასუხი მიიღო მისგან, რაც თეამ დებილისაგან, მაგრამ არც მას მოუვიდა თავში, ეკითხა ბ-ნი მამუკასათვის, შენს შვილებს გაუშვებ ავღანეთშიო?... გასაგებია, რომ არასერიოზული იქნებოდა სააკაშვილისათვი ს გვეკითხა, რატომ თავის ედუკას არ აგზავნის იქ (ერეკლე II ან სააკაძე ხომ არ არის, რომ შვილი გაიყვანოს ბრძოლაში?!), მაგრამ მამუკებს ხომ უნდა ვკითხოთ?! აბა, მაშ რისთვის იწვევ სტუდიაში?
 
 
+2 #3 გიო 2012-02-23 03:11
კონტინგენტს იმიტო ზრდის საკაშვილი რომ ამერიკამ მძიმე შეიარაღება მოგვყიდოს. ამ ფულს გადაიხდის ქართველი ხალხი, ჩაიჯიბავს ამერიკა და მიშას მესვეურები. ფული, სისხლი, და დედების ცრემლები - ეს ჩვენი გადასახადი ხარკია.
 
 
0 #2 lenini@stalini 2012-02-23 01:58
eg unda momvdariyo iq ucxo miwaze,
 
 
+1 #1 nana 2012-02-22 23:51
Ar gagivat kiliki "kartuli oznebisadmi" USAXELO avtoro......
 

გააკეთე კომენტარი